1 მაისის ისტორია: ბრძოლის დღიდან ზეიმამდე

გერმანიის პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებული სატიტულო სტატიის „Geschichte des 1. Mai: Vom Kampftag zum Feiertag“ მიხედვით მოამზადა თსუ-ს პოლიტიკის მეციერების მიმართულების სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ ბასტილიის ციხის დაცემის ასი წლის იუბილეზე, 1889 წლის 14 ივლისს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სოციალისტური პარტიებისა და პროფკავშირების მიერ წარგზავნილი 400 დელეგატი პარიზში, სპეციალურ კონგრესზე შეიკრიბა. მაშინდელი სხვა ამგვარი ყრილობების […]

ინტელექტუალური თანმიმდევრულობის დაკარგვა

ვაგრძელებთ მორიგი საინტერესო ფრაგმენტის დადებას ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ სტიგლიცის წიგნიდან “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება.” კეინსის დროინდელი ფონდიდან დღევანდელობამდე კეინსის (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტელექტუალური ნათლიის) დამოკიდებულებაში ფონდისა და მისი როლის მიმართ, გარკვეული ინტელექტუალური თანმიმდევრულობა არსებობდა. კეინსმა განსაზღვრა ბაზრების წარუმატებლობის მიზეზი _ ბაზრის ფუნქციონერებისათვის აუცილებელი იყო კოლექტიური ქმედება. მას აღელვებდა ის, რომ ბაზრების დამოუკიდებელად ფუნცქიონირებას […]

სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

გიგი თევზაძის სტატიის შესახებ გაზეთ 24 საათში გამოქვეყნდა გიგი თევზაძის სტატია ძალზე ‘გამჭრიახი’ სათაურით: ‘მხოლოდ ტენურით განათლებისა და კვლევის სისტემას ვერ ააწყობ’. იქნებ აზრი ჰქონოდა კიდეც ავტორისთვის შემხვედრი კითხვის დასმას – ტენუარის გარეშე ააწყობ? მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ბატონი თევზაძე ‘განათლების’ სისტემის დღევანდელი მდგომარეობის უშუალო ავტორი და ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებელი პირია, ამდენად, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ის […]

ჯოზეფ სტიგლიცი: გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება

გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტს ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის წიგნიდან “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”. იგი წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის მთავარ ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა, ამიტომ ეს წიგნი სწორედ მისი პრაქტიკული გამოცდილების ანალიზის ნაყოფია. წიგნში გაანალიზებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის – მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკა, დაშვებული შეცდომები და […]

სოციალური სახელწიფოს გამოწვევებისა და კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ II ნაწილი

დოქ. ფრანკ ტრემელი, ისტორიკოსი 18 მარტი, ჰამბურგი წინამდებარე წერილი წარმოადგენს გაგრძელებას ცოტა ხნის წინ european.ge-ზე ამავე ავტორის მიერ გამოქვეყნებული წერილისა „სოციალური სახელწიფოს გამოწვევებისა და კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ“. წერილი ეძღვნება ყველა მკითხველს, განსაკუთრებით კი ბატონ გოგი ლორთქიფანიძეს და მის მიერ დისკუსიაში გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც პირველ წერილს მოჰყვა. კომენტარებს და მოსაზრებებს მხოლოდ მივესალმებით. პატივცემულო ბატონო ლორთქიფანიძე, […]

სოციალური სახელწიფოს გამოწვევებისა და კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ

ამ წერილის დაწერის იდეა აღმოცენდა საქართველოში სოციალური სახელწიფოს მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსიის შედეგად, ამიტომაც ავტორი მიესალმება კომენტარებსა და შენიშვნებს დისკუსიის გაღრმავებისათვის. ფრანკ ტრემელი, ისტორიკოსი  ჰამბურგი 4 მარტი 2013 წელი საქართველოში სოციალური სახელწიფოს პირველი ნაბიჯები იდგმება, თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო, სოფლის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებიც ხორციელდება, მაგალითად გლეხებისა და ფერმერების საწყისი კაპიტალით, იაფი კრედიტებითა […]

ქურთული სეპარატიზმი – როდემდე იქნება დამოკლეს მახვილი თურქეთის თავზე?

,,…ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ – მხოლოდ მთები…” (ქურთული ანდაზა) თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სამართლიანად ითვლება სეპარატიზმი. დღესდღეობით დედამიწაზე დაახლოებით 5 ათასამდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს ანუ სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა პოლიეთნიკურია. სეპარატიზმისა და სადავო ტერიტორიების პრობლემა კი თანამედროვე მსოფლიოს დაახლოებით 75 ქვეყანას აწუხებს. 2013 წლის 10 იანვარს პარიზში ქურთების ინსტიტუტის შენობაში სამი ქურთი აქტივისტის გვამი იპოვეს. […]

გერმანიის სოციალ-დემოკრატი კანცლერობის კანდიდატი და მისი მიმართვა

ლევან ლორთქიფანიძე ევროპა უამრავი გადაუწყვეტელი ამოცანის წინაშე დგას, ევროკავშირი განვითარების ურთულეს ფაზაზე გადადის. ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს წარმოქმნილმა მძლავრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მრავალი ახალი, განსხვავებული ტიპის სოციალური მოძრაობა თუ მოვლენა განაპირობა. ახალმა რეალობამ, მზარდმა სიღარიბემ და სოციალურმა უსამართლობამ შეასუსტა დასავლეთ ევროპის არაერთი მემარჯვენე მთავრობა. 2012 წელს საფრანგეთის საკანონმდებლო ხელისუფლებაში საგრძნობი უმრავლესობით სოციალისტები მოვიდნენ; ხანგრძლივი პაუზის […]

გია ჟორჟოლიანი: "მმართველობაზე ორიენტირებული ბიუჯეტიდან ჩვენ გადავდგით პირველი დიდი ნაბიჯი კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტისკენ"

საქართველოს შრომის კოდექსი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მას აკრიტიკებენ როგორც ექსპერტთა შიდა წრეებში, ასევე ქვეყნის გარეთაც. ანგარიშში – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში 2011 წლის განმავლობაში”, მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ქვეყანაში მოქმედ შრომის კოდექსს შეეხებოდა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დიალოგში წინსვლას მიაღწია და ამ ორგანიზაციის ზოგიერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მათი […]

რატომ ვუჭერთ მხარს სოციალ–დემოკრატები – ობამას

6 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ჩვენი აზრით, ეს არჩევნები განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესაა დაპირისპირება არა უბრალოდ სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე მდგარ ორ პერსონას, არამედ – პოლიტიკური აზროვნების იმ ორ წესს შორის, რომლებიც დიამეტრალურად სხვადასხვა ფასეულობებს და მიზნებს განასახიერებენ. ამ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ხედვა დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს და  გავლენას მოახდენს პოლიტიკური […]