განვითარების გზის არჩევანი

წინასაარჩევნო პროცესებზე მსჯელობისას სწორად მივიჩნიეთ, რომ მკითხველისათვის ერთი გრძელი და მშრალი პროგრამული ტექსტის ნაცვლად ჩვენი ხედვა შედარებით მოკლე სტატიების სახით წარგვედგინა, რომლებშიც ასახული იქნებოდა ჩვენი პოზიციები, მოსაზრებები და ხედვები როგორც ზოგად პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებთან, ასევე კონკრეტული დარგების განვითარებასთან დაკავშირებით. უკვე გამოვაქვეყნეთ ტექსტები უსაფრთხოებისა და კონფლიქტების, ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ, ასევე – ეთიკის […]

ღია წერილი ბიზნესმენებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს

ჩვენ, „საზოგადოებრივი სოლიდარობის“ წევრები, წარმოვადგენთ საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანია დაეხმაროს უკიდურესად გაჭირვებულ – მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ხშირად დგანან შიმშილობისა და სახლ–კარის დაკარგვის საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანების გასაჭირი საზოგადოებრივი ყურადღების საგანი გავხადოთ და მოქალაქეების თანამონაწილეობით გადავჭრათ მათი პრობლემები. აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჯამაძეების ოჯახის დასახმარებლად უკვე ჩაატარა ექვსი საქველმოქმედო […]

ინიციატივა – მოქალაქეთა მონაწილეობის კომიტეტები

ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე, რაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის რადიკალურმა ცვლილებამ უნდა  მოიტანოს, ის, რამაც რეალობად შეიძლება აქციოს განცდა, რომ საქართველო – ყველა ჩვენგანის საერთო სახლია, არის მოქალაქეთა სრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვასა და განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ იდეის დონეზე ამ აზრს თითქმის არავინ შეეწინააღმდეგება, ფაქტია – დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული […]

მიმართვა ტელე-რადიო მაუწყებლების, ელექტრონული მედიისა და ბეჭდვითი გამოცემებისადმი

ტელემაყურებელთა ასოციაციის განცხადება მედიის  როლი საზოგადოებრივი აზრის, და ამდენად – პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პროცესების ფორმირებაში განსაკუთრებული, ხშირად – გადამწყვეტია. ამიტომ, ცხადია, ნებისმიერი მედია საშუალება უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე. შეუძლებელია რაიმე სხვა ინტერესის უპირატესობის დაწესება და ადამიანებით მანიპულირების, შეგნებული სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის არგავრცელების გამართლება კორპორატიული ან სხვა ინტერესებით, რომელიც […]

სოციალ-დემოკრატების ეთიკის კოდექსი

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის ჩვენ, სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის, ვადასტურებთ ჩვენ უპირობო ერთგულებას თანასწორობის, თავისუფლების, სამართლიანობის, სოლიდარობისა და მშვიდობის იდეალებისადმი, რომლებიც დემოკრატიული სოციალიზმის საფუძველს წარმოადგნენ. საზოგადოების წინაშე ვაცხადებთ, რომ პატივს ვცემთ, დავიცავთ და განვავითარებთ ამ ფასეულობებს. ამ ფასეულობათა გაზიარება ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო გზას გამოვიყენებთ ჩვენ ქვეყანასა და მსოფლიოში ქცევის შემდეგი კოდექსის დასამკვიდრებლად: I განვახორციელებთ პროგრესულ პოლიტიკას, […]

არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისი?

ლევან მურადაშვილი უკვე ემპირიულად განმტკიცებული, თუმცა ლოგიკურად ჯერაც ბოლომდე დაუსაბუთებელი ჭეშმარიტებაა – თუ გვაქვს კაპიტალისტური ეკონომიკა, მაშინ გვაქვს ეკონომიკური კრიზისებიც. ამის საპირისპიროდ კი, ლოგიკურად განმტკიცებული, თუმცა მხოლოდ ჰიპოთეტური და ემპირიულად დაუსაბუთებელი მტკიცება გამოდის: არ გვაქვს კაპიტალისტური ეკონომიკა – არ გვაქვს არც კრიზისები. ზოგიერთის საკმაოდ მოსწრებული, თუმცა ცხადია, არც ისე კორექტული თქმით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველომ […]

კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები: სამხრეთ ევროპის ქვეყნები (I ნაწილი)

შესავალი იდეას, რომლის მიხედვითაც იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოყოფილი კეთილდღეობის მოდელი, მრავალი საერთო მახასიათებელი აქვს. იდეა წარმოიშვა 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ერთდროულად სამ ლიტერატურულ მიმდინარეობაში. პირველი იყო ტიპოლოგიური დებატები, გამოწვეული ესპინგ-ანდერსენის ორიგინალური ნამუშევრით კეთილდღეობის რეჟიმებზე. ესპინგ-ანდერსენის ნიმუშის ფარგლებში, სამხრეთ ევროპიდან მხოლოდ იტალია იყო შეყვანილი კონსერვატიულ კორპორატიულ ჯგუფში. რეჟიმის თეორიის გავრცელებისა და […]

სოციალური დაზღვევის სივრცე ფინეთში

ფინეთის რესპუბლიკაში სოციალური შემწეობების სისტემა ვრცელდება: ა) 16 წელზე უფროსი ასაკის პირებზე, თუ ისინი ქვეყანაში 3 წელი მაინც ლეგალურად ცხოვრობდნენ: ბ) 19 წელზე უფროსი ასაკის ინვალიდებზე, მათი სამუშაო სტაჟის მიუხედავად: გ) 16 წლიდან 68 წლის ასაკამდე დასაქმებულებზე: დ) პირებზე, ვისაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი. სოციალური შემწეობების განსაკუთრებული სქემები მოქმედებს მეზღვაურთათვის, საჯარო მოსამსახურეთათვის და ფერმერებისთვის. […]

სოციალური დაზღვევის სივრცე შვედეთში

შვედეთის სამეფოში სოციალური დაზღვევის სისტემა გარდაქმნას განიცდის. სოციალური დაზღვევის ძველი სქემით სარგებლობენ მხოლოდ 1937 წლამდე დაბადებული დასაქმებულები და თვითდასაქმებულები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატებოდა 43300 შვედურ კრონას. განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების ქონე დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის მოქმედებს პრემიალური საპენსიო სქემა. ამ სქემების განსხვავების მიუხედავად ქვეყანაში დამკვიდრებულია პრინციპი `შვედეთის სამეფოში დასაქმებული ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იქნეს სოციალური დაზღვევის გარანტიებით~. სოციალური […]

კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები: ნორდიკული ქვეყნები (II ნაწილი)

ნორდიკული მოდელის მახასიათებლები უკვე არაერთგზის თქმულა რომ ისტორიულ განვითარებათა კომპლექსურობა ჩვენგან მოითხოვს ამა თუ იმ კონკრეტულ ფენომენსა და შემთხვევას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნივერსალურობით მივუდგეთ. იზიარებს რა ტიპოლოგიურობისა და რეჟიმული ანალიზისადმი კრიტიკულ მიდგომას, კასცა განმარტავს, რომ ასეთი მიზეზისდა გამო აქამდე არსებული ეროვნული კეთილდღეობის სისტემები, მაინც არ გამოგვადგება საერთო ძირეული დასკვნების გასაკეთებლად კეთილდღეობის პოლიტიკის საგნის გარშემო. ისტორიული […]