სოციალური დაზღვევის სივრცე შვედეთში

შვედეთის სამეფოში სოციალური დაზღვევის სისტემა გარდაქმნას განიცდის. სოციალური დაზღვევის ძველი სქემით სარგებლობენ მხოლოდ 1937 წლამდე დაბადებული დასაქმებულები და თვითდასაქმებულები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატებოდა 43300 შვედურ კრონას. განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების ქონე დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის მოქმედებს პრემიალური საპენსიო სქემა. ამ სქემების განსხვავების მიუხედავად ქვეყანაში დამკვიდრებულია პრინციპი `შვედეთის სამეფოში დასაქმებული ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იქნეს სოციალური დაზღვევის გარანტიებით~.

სოციალური შემწეობების ახალი სქემის შესაბამისად უმუშევრობის შემწეობა გაიცემა 10 თვის განმავლობაში. დაზღვეული უმუშევრობის შემწეობის მიღებას იწყებს სამუშაოს დაკარგვის დღიდან.

შვედეთის პროფესიული კავშირების ცენტრალური გაერთიანების ცნობით, ქვეყანაში ყველა სახეობის დაზღვევით სარგებლობს დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა 90%-ი.

დაფინანსების წყაროები

შვედეთის სამეფოში დაზღვეულს შემოსავლების 7% შეაქვს მხოლოდ ასაკის მიხედვით საპენსიო ფონდში. შესაბამისი დაანგარიშებისათვის საჭირო მინიმალური წლიური შემოსავალი შეადგენს 41237 შვედურ კრონას. ამის გარდა ახალი საპენსიო სქემის შესაბამისად, შემოსავლების 0,5% გადაეცემა პრემიალური საპენსიო ფონდს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად.

თვითდასაქმებულები ასაკის მიხედვით საპენსიო ფონდში იხდიან თვითგანცხადებული შემოსავლების 7%-ს და სახელმწიფოს მიერ შეფასებული შემოსავლის 10,21%-ს, აქედან 1,7% ირიცხება მარჩენალის დაკარგვის საპენსიო ფონდში.

დამსაქმებლები ასაკის მიხედვით საპენსიო ფონდში იხდიან მათ საკუთრებაში არსებული საწარმოების სახელფასო ფონდის 10,21%-ს, დამატებით 1,7%-ს იხდიან მარჩენალის დაკარგვის საპენსიო ფონდში.

სახელმწიფოს შეაქვს მცირე შენატანები სახელმწიფო მოსამსახურეთა ბავშვების მოვლის ანაზღაურების ფონდში, იძლევა გარანტიებს ახალი საპენსიო სისტემის ხარჯებთან და ინვალიდთა მუდმივ შემწეობებთან მიმართებაში, ასევე იხდის ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოსამსახურეთა შენატანებს.

პენსიის დანიშვნის პირობები და მოცულობა

შვედეთის სამეფოში როგორც ძველი, ასევე ახალი სქემის მიხედვით გარანტირებულია პენსია.

1937 წლამდე დაბადებულ მარტოხელა პენსიონერთათვის წლიური პენსია 90312 შვედურ კრონას შეადგენს, ოჯახში მცხოვრები პენსიონერთათვის, თუ ისინი შვედეთის სამეფოში დასაქმებული იყვნენ არა ნაკლებ 40 წელი, მათი წლიური პენსია 80500 შვედური კრონაა.

1938 წლის შემდგომ დაბადებულ მარტოხელა პენსიონერთათვის წლიური პენსია ასევე 90312 შვედურ კრონას შეადგენს. შვედეთის სამეფოში ასაკის მიხედვით პენსია არ იბეგრება გადასახადებით. ყოველწლიურად ხდება მისი საინფლაციო ინდექსაცია.

ძველი სქემის შესაბამისი, შემოსავლებთან დაკავშირებული ასაკის მიხედვით პენსია შრომითი სტაჟის 15 საუკეთესო წლის საშუალო შემოსავლის 60%-ს შეადგენს და წელიწადში არანაკლებ 43 300 შვედურ კრონას აღწევს. ნაკლები შემოსავლების მქონე პენსიონერებისთვის გაიცემა კომპენსაცია, რომელიც მარტოხელა პენსიონერთათვის მინიმალური პენსიის 96%-ს, ხოლო ოჯახში მცხოვრებ პენსიონერთათვის მინიმალური პენსიის 78,5%-ს შეადგენს.

40 წელზე ნაკლები შრომითი სტაჟის პირობებში პენსიის მოცულობა მცირდება. შვედეთის სამეფოში მამაკაცთა და ქალთა საპენსიო ასაკი 65 წელია. ვადამდე პენსიაზე გასვლისას პენსიის მოცულობა მცირდება თითოეულ ნაკლულ თვეზე 0,5%-ით. ვადამდელი პენსია ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პენსიონერის მიერ 65 წლის ზემოთ შრომის გაგრძელებისას 70 წლის მიღწევამდე, ყოველ სამუშაო თვეზე პენსიის მოცულობა 0,7%-ით ეზრდება.

შვედეთის სამეფოში, უმუშევრობის დაზღვევის სალაროები, მათი არაერთგზის პრივატიზაციის მცდელობისა, კვლავ რჩებიან შვედეთის პროფესიული კავშირების ცენტრალური გაერთიანების მართვაში. ქვეყანაში საწარმოებში უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის სისტემა სახელმწიფოს ხელშია, ხოლო დაზღვევა სხვა მიმართულებით კერძოა.

ინვალიდთა შემწეობის მოცულობა

შვედეთის სამეფოში სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ინვალიდთა შემწეობა წელიწადში 101760 შვედურ კრონას შეადგენს. ინვალიდთა შემწეობა ამ მოცულობით გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ქვეყანაში დასაქმებული იყო მინიმუმ 40 წელი. შვედეთის სამეფოში თითოეულ დაუსაქმებელზე ინვალიდობის შემწეობა 2,5%-ით იკლებს, ხოლო საპენსიო ასაკამდე მხოლოდ შვედეთის სამეფოში დასაქმების შემთხვევაში ინვალიდის შემწეობას ყოველწლიურად 27117 შვედური კრონა ემატება. შრომისუნარიანობის მცირე, საშუალო და დიდი ხარისხით დაკარგვისას სრული შემწეობის 5%-ს; 50%-ს; 75%-ს იღებს ინვალიდი, ხოლო სრული 100% შემწეობისა გაიცემა სრული შრომისუუნარობისას. ყველა სახის შემწეობა ყოველწლიურად საინფლაციო ინდექსაციას ექვემდებარება. მაქსიმალური შემოსავალი რომლის დროსაც ინვალიდობის შემწეობა ინიშნება 318000 შვედურ კრონას შეადგენს, ხოლო ინვალიდობის შემწეობის მაქსიმუმი წელიწადში 190580 შვედური კრონაა.

შემწეობის მოცულობა მარჩენალის დაკარგვისას

შვედეთის სამეფოში მარჩენალის დაკარგვისას სახელმწიფოს მიერ გარანტირებული შემწეობა წელიწადში 90312 შვედურ კრონას შეადგენს. მარჩენალის დაკარგვის შემწეობა იბეგრება გადასახადებით და ხდება მისი ყოველწლიური საინფლაციო ინდექსაცია. სოციალური დაზღვევის ფონდის შენატანებთან დაკავშირებული შემწეობა ასაკის მიხედვით პენსიის მოცულობის 55%-ს შეადგენს. თუ ინვალიდს ჰყავს 16 წლამდე ასაკის ბავშვი, იგი ყოველდღიურად იღებს 20,37 ევროს დანამატის სახით. ინვალიდს, რომელიც წარმართავს საოჯახო მეურნეობას, ამ მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის, საოჯახო სტატუსისა და კმაყოფაზე მყოფი ბავშვების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის დადგენილებით ეძლევა ყოველთვიური დანამატი 3,11 ევროდან 618,02 ევრომდე. სოციალური მუშაკების მომსახურების მოცულობის გათვალისწინებით, ინვალიდის ან პენსიონერის მოვლის შემწეობა შეიძლება შეადგენდეს 57,32 ევროს; 142,7 ევროს და 301,75 ევროს თვეში. რეაბილიტაციის შემწეობა ყველა კატეგორიის ინვალიდისთვის მისი საერთო შემწეობის 10%-ს შეადგენს. ინვალიდი ემიგრანტებისთვის მოქმედებს სპეციალური შემწეობა 6,21 ევროდან 584,13 ევრომდე მოცულობით. ყველა ეს შემწეობა ყოველწლიურ საინფლაციო ინდექსაციას ექვემდებარება.

ინვალიდობის შემწეობა, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის ფონდში შენატანებთან, რომელიც 18 წლიდან 52 წლამდე ასაკის პირისთვის 1,5%-ია, 53 წლიდან 62 წლამდე ასაკის პირისთვის 1,9%-ია, 63 წლიდან 68 წლამდე ასაკის პირისთვის 1,5%^-ია მათი ყოველწლიური შემოსავლისა, აღემატება სახელმწიფო შემწეობას. აღნიშნული შემწეობებისთვის მაქსიმალური ზედა ზღვარი დადგენილი არაა. ინვალიდებს უფლება აქვთ მიიღონ ხელფასი ინვალიდობის შემწეობის 40%-ის ფარგლებში, მაგრამ მისი მოცულობა 600 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. შრომის უნარის 40%-დან 59%-მდე დაკარგვისას დაზღვეული იღებს დამატებით შემწეობას ინვალიდობის სრული პენსიის 50%-ის მოცულობით, მასთან ერთად აქტიური პროფესიული რეაბილიტაციის პერიოდში ინვალიდს შეუძლია შემწეობის 33%-იანი დანამატიც მიიღოს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ