ჯოზეფ სტიგლიცი: მსოფლიო ისევ ავად არის

2015 წელი მთელი მსოფლიოსათვის მძიმე გამოდგა. ბრაზილიის ეკონომიკა დაეცა. თითქმის ოთხი ათეული წლის თავბრუდამხვევი ზრდის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკას პირველად მოუხდა სერიოზულ პრობლემებთან შეჯახება. ევროზონამ ძლივს დააღწია თავი საბერძნეთის პრობლემას, მაგრამ კვლავ იმყოფება სტაგნაციასთან ახლო მყოფ მდგომარეობაში და სავარაუდოდ ასე დააბოლოვებს წარუმატებლობის ათწლეულს. 2015 წელი ამერიკისთვისაც, სავარაუდოდ 2008 წლის კრიზისით გამოწვეული დიდი რეცესიის საბოლოოდ დამთავრების წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-ს ეკონომიკის აღორძინება საშუალოდ მიმდინარეობდა.

ჯონ როსი: საზიანო გაურკვევლობა დასავლურ ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში – რომელიც კეინსის და მარქსის მიმდევრებმა უნდა გამოასწორონ.

European.ge მკითხველს გთავაზობთ ეკონომისტ ჯონ როსის წერილის ქართულ თარგმანს. ჯონ როსი ბრიტანელი აკადემიკოსი, ჟურნალისტი, ბლოგერი და ეკონომიკის კომენტატორია. ჯონ როსი იყო კენ ლივინგსტონის ეკონომიკური მრჩეველი ქალაქ ლონდონის მერობისას. ამჟამად როსი ჩინეთის სახალხო უნივერსიტეტის ჩონგიანგის ფინანსური ინსტიტუტის მთავარი მკვლევარია. მთარგმნელი: თორნიკე ჩივაძე Copyright © European.ge ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში, განსაკუთრებით კეინსის განხილვისას, ხშირად გვხვდება ელემენტარული ეკონომიკური გაურკვევლობა. ღიად […]

ნინო ხელაია: დისკურსების ლოკალიზაცია, როგორც ცნებების დროსა და სივრცეში აღქმის ხელისშემშლელი ფაქტორი

ავტორი: ნინო ხელაია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. © European.ge ორი დღის წინ გამოქვეყნდა ბაქარ ბერეკაშვილის სტატია პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში სოლიდარობის კრიზისის და მისი შესაძლო დაძლევის გზების მონახვის შესახებ. მოცემული სტატია სწორედ მისი წერილით წამოწყებული დისკუსიის განვრცობას წარმოადგენს. ამ სტატიაში შევეცდები ავხსნა, თუ რატომ შეიძლება სოლიდარობის კრიზისის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემატური დისკურსის ლოკალიზაციამ არასრული […]

ამარტია სენი: განვითარება როგორც შესაძლებლობების გაფართოება

ამარტია სენი გახლავთ  ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1998 წ). მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჰუმანური განვითარების თეორიის, კეთილდღეობის ეკონომიკის, სიღარიბის განმაპირობებელი მექანიზმების კვლევასა და პოლიტიკურ თეორიებში. ამარტია სენს უკავშირდება “სოციალური არჩევნის შესაძლებლობის” თეორიის შექმნა. სენმა უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა “ადამიანური განვითარების ინდექსის” (Human Development Index (HDI)  შექმნაში, რომლითაც მსოფლიოში ქვეყნების განვითარებას ზომავენ ოთხი ძირითადი მიმართულებით: ბედნიერების, სიცოხლის […]

ალან ბადიუ: მე ვოცნებობ სამყაროზე, სადაც წინააღმდეგობები ნაკლებად განსაზღვრულია სოციალური, პროფესიული, კულტურული და ენობრივი ბარიერებით

ინტერვიუ ალან ბადიუსთან. “ადამიანები მახვილდებიან იდენტობებზე… ესაა მსოფლიო შეჯახების წინააღმდეგ.” საბა ტლაშაძის თარგმანი 14 აპრილი 2014 წელი   –         რა არის შეჯახება?  ბადიუ– ეს არის გაუთვალისწინებელი შემთხვევა, არსებობის შემთხვევითი ელემენტი. რაღაც შეგემთხვევა შენ, რასაც არანაირი საერთო შენს გარემომცველ სამყაროსთან არ ჰქონია. შენ შეეჯახები ვინმეს, ვისაც არ იცნობ, არიცი როგორ აღწევს შენს ცხოვრებაში და როგორ გიზიდავს შენ. […]

ლუკა ეხვაია: ლიტერატურის ექსჰუმაცია

პამფლეტი ქართულ ლიტერატურაზე ალბათ ბევრი გრძნობს ინტუიციურად, რომ რაღაც რიგზე ვერაა ჩვენს მიკრო-ლიტერატურულ სამყაროში, ასეთი განწყობები კი უმიზეზოდ არასოდეს ჩნდება. რატომღაც ქართველი მწერლების უმეტესობას ორეოლივით დასდევთ მოსაწყენი იმიჯი, სტილურ-ვიზუალური დივერსიფიცირებულობის მიუხედავად ინტერესს მაინც ვერ აღძრავენ საზოგადოებაში, რადგან მეტწილად მათი სტილურობა კიჩია. თანამედროვე  ქართველი მწერლების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანისას აღმოვაჩენთ, რომ უღიმღამოები და ალაგ-ალაგ პრიმიტიულად ეპატაჟურები არიან, […]