ალან ბადიუ: მე ვოცნებობ სამყაროზე, სადაც წინააღმდეგობები ნაკლებად განსაზღვრულია სოციალური, პროფესიული, კულტურული და ენობრივი ბარიერებით

ინტერვიუ ალან ბადიუსთან.

ადამიანები მახვილდებიან იდენტობებზეესაა მსოფლიო შეჯახების წინააღმდეგ.”

საბა ტლაშაძის თარგმანი

14 აპრილი 2014 წელი

 

–         რა არის შეჯახება

ბადიუ– ეს არის გაუთვალისწინებელი შემთხვევა, არსებობის შემთხვევითი ელემენტი. რაღაც შეგემთხვევა შენ, რასაც არანაირი საერთო შენს გარემომცველ სამყაროსთან არ ჰქონია. შენ შეეჯახები ვინმეს, ვისაც არ იცნობ, არიცი როგორ აღწევს შენს ცხოვრებაში და როგორ გიზიდავს შენ.

–         თქვენს წიგნში სიყვარულის ფასი თქვით რომ, არ არსებობს შეჯახება რისკის გარეშე

ბადიუ–    ნამდვილი შეჯახებისას, ჩვენ ყოველთვის უნდა დავუშვათ, რომ ეს არის დასაწყისი რისკის. შენ არ შეგიძლია მოითხოვო სადაზღვეო კონტრაქტი, იმასთან, ვისაც ეჯახები, რადგანაც შეჯახება გაუთვლადია. როცა ცდილობ თავიდან აიცილო დაუცველობა, მაშინ შენ თავისთავად ანადგურებ შეჯახებას. ამიტომ ვამბობ: მიიღე ის ვინც აღწევს შენს ცხოვრებაში, ისეთი, როგორიც არის. ეს არის ზუსტად ის, რითაც განირჩევა შეჯახება ლიბერტინიზმისგან. badiou

–         შეჯახება, როგორც თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ, უშვებს შენების შესაძლებლობას.

ბადიუ– მე ვამბობ ამას იმის შესაბამისად, თუ რა გამომდინარეობს შეჯახებიდან. ის აუცილებლად წარმოშობს გაზიარებულ ცნობიერებას, გაზიარებულ ინოვაციებს და ეს კონსტრუირება არ შეიძლება დაიკარგოს უბრალო შემთხვევითობაში, რადგანაც იქმნება მთელი რიგი გადაწყვეტილებებით.

„ შეჯახება არის დასაწყისი, მაგრამ დასაწყისი რის? ის არის მიღების წერტილი, მიღების ან უარყოფის იმის რაც შენ გეხება“.

–         მაგრამ თქვენთვის შეჯახება, იმთავითვე არ ნიშნავს გამოცდილებას

ბადიუ–  დაუჯერებლობა განარჩევს მას ჩვეულებრივი გამოცდილებისგან. როცა შეჯახება გეხება შენ, როცა გაქვს ძლიერი გრძნობა, რომ ეს შენ გეხება, არის ფენომენი მიზიდვის ან განზიდვის, ზოგჯერ ორივე ერთად, რითაც რიტმი შენი ცხოვრების აქტიურდება. გამოცდილებას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს შენს საოჯახო და სამუშაო აქტივობებზე, მაშინ როცა შეჯახება არის დასაწყისი, მაგრამ დასაწყისი რის? ის არის მიღების წერტილი, მიღების ან უარყოფის იმის, რაც შენ გეხება. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სასიყვარულო შეჯახება, მთელი პრობლემა არის მის გაცხადებაში. ადამიანები საუბრობენ სიყვარულის ახსნაზე, შეჯახება არის გაცხადებული კი ნიშნავს, რომ ის არის მიღებული.

–         დასაწყისი არის პირობა, მისი რეალური არსებობის?

ბადიუ–  რათქმაუნდა, პიროვნება პოულობს საკუთარ თავს აქ, ისევე როგორც შენ. შენ ცვლი მზერას, რაღაც მოხდა, მაგრამ ვიდრე ის არ არის გამჟღავნებული, გაცხადებული შეჯახება ინარჩუნებს მდგომარეობას გაურკვევლობაში.

–         რატომ არ არის ფილოსოფია კონკრეტულ შეჯახებასთან დაკავშირებით?

ბადიუ– ამის შორეული ისტორიული მიზეზები არსებობს. საკითხის გამარტივებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ რაც დასაწყისში, ფილოსოფია დაიყო ორ მთავარ მიმართულებად. რაციონალისტურ მიმართულებად, დაფუძნებული მეცნიერების განვითარებაზე, გვთავაზობს ყველაფრის ახსნას. ემპირიული მიმართულება გვთავაზობს, რომ ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ გამოცდილებას. ამდენად ჩვენ აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი აუცილებლობის ლოგიკასა და გამოცდილების ლოგიკას შორის, მაგრამ შეჯახება არ დაიყვანება არც რაციონალურზე და არც გამოცდილებაზე, წარმოადგენს გაუთვალისწინებელ შემთხვევით ელემენტს და ფილოსოფიას არ აქვს ჰარმონია შემთხვევითობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ, რომ არსებობაში ჩნდება ისეთი რაღაც, რაც არც გამოითვლება და არც გამოცდილებით ცოდნას ეფუძნება. რაღაც ხდება…

–         დიახ და რა არის ის, რაც ხდება?

ბადიუ– არჩევანის საჭიროება. შენ ხარ იძულებული, შენ უნდა  მიიღო ის, რაც ხდება ან უარყო. კირკეგორი მე-19 საუკუნის დანიელმა ფილოსოფოსმა და პირველმა ეგზისტენციალისტმა, დაინახა ეს ხაზი მოულოდნელ შემთხვევასა და არჩევანის საჭიროებას შორის. საოცარი შემთხვევა შეჯახების, რაც არ იხსნება ბუნების და მეცნიერების კანონებით, არის პარადოქსული კავშირი გარეგანსა და შინაგანს შორის. გარეგანი – პიროვნება, ვისაც მე ვეჯახები და შინაგანი- შედეგი, რაც მე უნდა შევქმნა ჩემით.

–         არ იქნება შეჯახებისთვის სათანადო შეფასება, რომ ზოგი ადამიანი არის უკეთესი მასში ზოგიც კი არა?

ბადიუ– ეს არის მისი რაციონალიზების მხარე. შეჯახების მხარეები როგორც წესი, ქმნიან ერთგვარ გაზიარებულ დამოკიდებულებას, შეჯახებაში შენ ინიშნები იმაზე, ვინც არის წესიერი, სათანადო ადამიანი, ადამიანი რომელიც აგარიდებს დაუცველობას, მაგრამ არის ეს შეჯახება? არტისტული ადამიანი, რომელმაც იცის თუ როგორ მიიზიდოს ყურადღება, შეჯახებისას მინიმალურ შედეგებს იღებს, რისკები ამ შემთხვევაში არის მხოლოდ გამოცდილება და მართლაც ასიმეტრიულობა. ადამიანი რომელსაც აქვს შეჯახებისთვის სათანადო მიდგომა არის კონტროლის ქვეშ.

„უნდა არსებობდეს გარკვეული დამოკიდებულება გახსნილობის მიმართ. მაღალ მორალური სტანდარტი მიღების, რომ რაღაც ხდება, რაც თქვენ გეხებათ და ეს რაღაც თქვენ არ გქონდათ გათვალისწინებული“.

–         მაგრამ თუ ეს სათანადო შეფასება არის ერთ მხარეს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭრდება განსაკუთრებული თვისება ვიყოთ ბედნიერი შეჯახებაში?  

ბადიუ– უნდა არსებობდეს გარკვეული დამოკიდებულება გახსნილობის მიმართ, ამდენად ფუნდამენტური ურთიერთობა ნდობასთან და ერთგვარი მაღალ ეთიკური სტანდარტი მიღების, რომ რაღაც ხდება, რაც შენ გეხება და ეს რაღაც შენ არ გქონდა გათვალისწინებული.

–         დღეს არის ინტერესი სასიყვარულო შეჯახების მიმართ, ყოველთვის ასე იყო?

ბადიუ– ხშირად არის ნათქვამი, ბერძნული სამყარო იყო სამყარო მეგობრობის. მე, ცოტა არ იყოს, შეწუხებული ვარ ამგვარი რეტროსპექტიული ხედვით, რომლის მიხედვითაც, ანტიკურ ბერძნებს ქონდათ მშვიდი სამყარო მეგობრობის და ქრისტიანულ დასავლეთს- ვნებიანი სამყარო სიყვარულის. ეს არის ინტელექტუალური კონსტრუირება, შემუშავებული დენის დე რუჟემენტის მიერ საკუთარ ნაშრომში „ L’ Amour et L’Occident (სიყვარული დასავლურ სამყაროში) ”. სინამდვილეში ჰომეროსის ილიადაშიც კი იყო სიყვარული, ჰექტორი და ანდრომაქე იყვნენ საოცარი წყვილები.

–         განსხვავებული ტიპები შეჯახების: პოლიტიკური, სასიყვარულო, შეჯახე ხელოვნებასთან  ექვემდებარებიან საერთო წესებს?

ბადიუ–  არის გარკვეული მნიშვნელოვანი განსხვავებები. მაგალითად, ჩემი უმთავრესი პოლიტიკური შეჯახება, არის ალბათ უფრო, შეჯახება კოლექტიურ სიტუაციებთან, ვიდრე ინდივიდუალურთან. მსგავსად, შეჯახება ხელოვნებასთან არის შეჯახება იმგვარი ტიპის ხელოვნების ნამუშევართან, რაც მასში ჩადებული ორგანიზებული წარმოსახვით გავლენას ახდენს შენზე. მაგრამ არის საერთო ელემენტი და ეს ელემენტი არის გრძნობა, რომ ეს რაც ხდება მე მეხება. რომანი, რომელიც გცვლის შენ არის ის რაღაც რასაც ეჭიდები, მაშინაც კი თუ მოგვიანებით გადააფასებ ცვლილებებს და კითხავ საკუთარ თავს : რატომ მომწონდა ეს წიგნი როცა ახალგაზრდა ვიყავი. ზუსტად ისე, როგორც პრუდონის გმირი უსვამს საკუთარ თავს კითხვას, რატომ უყვარდა ის ქალი ვინც არ ჯდებოდა მის ტიპში.

–         ვართ იმ ეპოქაში, სადაც ხელსაყრელია შეჯახება თუ არა?

ბადიუ– ერთი მხრივ, შესაძლებლობა შეჯახების იზრდება, ჩვენი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ, როგორც ყოველთვის, ეს გაფართოება ხდება ინტენსივობის ხარჯზე. შეჯახება არის იმდენად მარტივი და მრავალრიცხოვანი, რომ ინტენსივობა ცვლილების, რასაც ჩვენ ვიღებთ, როგორც შეჯახების შედეგს, აღარ არის ისეთი როგორიც იყო. ჩვენ შემოგვაქვს მთელი რიგი უსაფრთხოების სტანდარტების: მე მივიღებ ვინმეს, ვინც არის საკმარისად ჩემი მსგავსი, რომ განვაგრძო ცხოვრება მასთან ერთად, ვიდრე ჩემი პიროვნება რჩება ისეთივე როგორიც მოცემულ მომენტში.  ეს არის თანამედროვე სამყაროს ტენდენცია, დავნერგოთ ცრუ მრავალფეროვნება ძალიან დიდ ერთფეროვნებაში.

„ მე ვოცნებობ სამყაროზე, სადაც წინააღმდეგობები  ნაკლებად კოდირებულია სოციალური, პროფესიული, კულტურული და ენობრივი ბარიერებით“.

–         არ არიან ესენი წინააღმდეგობები?

ბადიუ– არა, ეს არის მოხმარება. შენ გთავაზობენ მთელ რიგ საქონელს, რომელიც ყოველთვის იცვლება, მაგრამ ყოველთვის რჩება იგივე, მოხმარება თავისი არსით განმეორებითია. შენ შეგიძლია შეიცვალო შენი ტიპის ქალი აუცილებლად საჭირო შეჯახების გარეშე.

–         და შეჯახება ვირტუალურ დონეზე?

ბადიუ– განსხვავება ვირტუალურსა და რეალურს შორის, არასდროს მეჩვენება მე დიდი მნიშვნელობის მქონედ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ძლიერი შეჯახება ვირტუალურ ფორმაში. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს, ვინარჩუნებდეთ ამ სიყვარულს სიშორის მიუხედავად. ჰელოისე და აბელარი ან ტრისტანი და იზოლდა არიან მითები, მაგრამ ისინი მიანიშნებენ რომ სასიყვარულო შემთხვევები მრავალგავრია. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები ერთგულების, ფიზიკური სიშორის პირობებში, ისევე როგორც ცუდი მაგალითები ერთგულების, ფიზიკური სიახლოვის პირობებში.

–         მართალია რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო ვვნებთ საკუთარ თავს?

ბადიუ– არსებობს ძალიან  მკაცრი სოციალური დაყოფა, რაც არ არის თანამედროვეობის პროდუქტი. მე-19 საუკუნეში, ახალგაზრდა ქალს ბურჟუაზიული ოჯახიდან  არ ქონდა შეხება მუშასთან ქუჩაში, ის არც კი ხვდებოდა მას, მაგრამ დარღვევები ყოველთვის შესაძლებელია. კონრადის უმშვენიერესი რომანი ტრიალებს ამ თემის ირგვლივ. ინგლისელი თავგადასავლების მაძიებლის სიყვარული მალაიზიელის მიმართ. ნოველის მიზანია გვაჩვენოს ინტენსივობა ამგვარი ფაქტების, მიუხედავად წარმატების სიმცირისა. მე ვოცნებობ სამყაროზე სადაც შეჯახებები არიან ნაკლებად კოდირებულნი სოციალური, პროფესიული, კულტურული და ენობრივი ბარიერებით. თუ მივცემ საკუთარ თავს უფლებას გამოვიყენო სიტყვა სხვაგვარად, ეს იქნება- ნაკლებად კოდირებული კლასობრივი ბარიერებით.

„ არსებული რეგრესი არის გასაოცარი, მისი ტენდენციაა შექმნას მიკრო სამყაროები, ამერიკული საზოგადოების მაგალითზე გეტოები“.

–         არ ხდება მათი ფაქტობრივი გამოყოფა?

ბადიუ– დიახ მე ვცხოვრობდი იქ 60-იანი წლებიდან 70-იანი წლების ნახევრამდე, ჩვენ შევხვდით ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანებს, რომელთაც უწინ არასდროს შევხვედრილვართ და აღარც შევხვდებით. არსებული რეგრესია გასაოცარია, ტენდენცია არის არა მასობრივი სოლიდარობის, არამედ მიკრო სამყაროს შექმნა, ამერიკული საზოგადოების მაგალითზე ეს არის გეტოები.

–         გვემუქრება ეს საფრანგეთში?

ბადიუ– მას შემდეგ რაც საქონელი არი საზოგადოების უმთავრესი ძრავი. თითოეული ადამიანი წარდგება ბაზრის პირისპირ, როგორც დაქვემდებარებული მომხმარებელი. შესაბამისად მახვილდებიან იდენტობებზე. როგორც ინდივიდი ამ აბსტრაქტულ სამაროში ჩაძირვა არის ღამის კოშმარი სასრულის გარეშე. ამდენად ჩვენ ვეჭიდებით ოჯახურ, პროვინციულ, ეროვნულ, ენობრი და რელიგიურ იდენტობებს. იდენტობები წვდომადია ჩვენთვის, რადგან იგი გვაბრუნებს უკან, დროის გარიჟრაჟზზე. ეს არის მსოფლიო, რომელიწ ეწინააღმდეგება შეჯახებას, უკან დახევის თავდაცვითი მსოფლიო.

–         შეჯახების სამყარო, იქნება მემარცხენე ორიენტაციის მსოფლიო?

ბადიუ– ვშიშობ, მემარცხენეების გაბედულება შორს ვერ წავა, ისინი მიდიან ძალიან ბევრ დათმობაზე იდენტობებით ნაკარნახევ უკან დახევის მიმართ, ყველაფრის პრივატიზაციის  მიმართ. მე-19 საუკუნის ადამიანებისთვის, რომელთაშორისაც მარქსი იყო პირველი, ინტერნაციონალიზმი იყო საკვანძო ცნება, რასაც უპირისპირებდნენ ომებსა და ნაციონალურ ეგოიზმს.

„ინტერნაციონალიზმი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ არ გვსურს შთავინთქათ აგრესიული იდენტობების მიერ“.

–         მაგრამ ინტერნაციონალიზმი მიმართული მტრის წინააღმდეგ კლასობრივი მტრის წინააღმდეგ

ბადიუ– რათქმაუნდა! მე არ ვარ ფანატიკურად განწყობილი კლასობრივი იდეის მიმართ, რომ ერთს აქვს მკაცრად მტკიცე პოზიციები. ინტერნაციონალიზმი, დღეს, როგორც მე ვხედავ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს იყო მე-19 საუკუნეში, თუ გვინდა არ შთავინთქათ აგრესიული იდენტობების მიერ.

–         საბოლოო ჯამში ვინ არის მტერი?

ბადიუ– ის ვინც ფიქრობს, რომ სამყარო არის შესანიშნავი, როგორიც არის დღეს და რომ მან უნდა განაგრძოს მსვლელობა იგივე კურსით.

–         მტერთან შეჯახება არის ინტერესის სფერო?

ბადიუ– ყოველთვის საინტერესოა შექმნა წინააღმდეგობრივი საზოგადოება, მაქსიმალურად რაციონალურად. უპირველეს ყოვლისა თუ შენი მოწინააღმდეგე მომზადებულია, რომ მასთან დებატები იქნება კრიტიკის გარეშე. ეს ემსგავსება თეატრს და აქვს დიდაქტიკური როლი.

–         იყო ალენ ფინკელკრაუტი მტერთან შეჯახებაში, როგორც ესთქვენ გააკეთეთ თქვენს ნაშრომში L Explication?

ბადიუ– არა, ის არ ფიქრობს, რომ მსოფლიო შესანიშნავია ისეთი როგორიც არის და ის უნდა მიყვეს დინების ამ კურსს, მაგრამ ის ემოციურად დაკავშირებულია მესამე რესპუბლიკის პერიოდის ( 1870-1940) სწავლებასთან. მას აქვს ეს ემოცია, ეს არის საპატიო, მე არ განვკიცხავ მას ამისთვის. ჩემს ოჯახში იყვნენ მასწავლებლები. ჩვენი დაპირისპირება იყო რაღაც თეატრის ნაწილი, თითოეული თამაშობდა თავის როლს, როგორც სავარაუდო მოწინააღმდეგეს. უნდა ვაღიარო, მე ვიყავი  ნამდვილად გაოცებული დიალოგის ორი მწვავე მონაკვეთით, რაც ადასტურებს ჩვენი შეჯახების ჭეშმარიტებას. პირველი იყო პატრიოტიზმი, საბოლოო ანალიზით მე გავიზიარე ის. მე მიყვარს საფრანგეთი, მისი ისტორია- რევოლუცია, პარიზის კომუნა, 68 წლის რეზისტენცია და ადამიანის უფლებები, რასაც კვლავ განიხილავენ საზღვარგარეთ და მე განვიცდი მის ამჟამინდელ ფაქტობრივ მდგომარეობას. რაც მე ნათლად შემიძლია დავინახო, არის ის, რომ ფინკელკრაუტი ამას ასევე განიცდიდა, მაგრამ ჩემი აზრით მცდარი მიზეზებიდან გამომდინარე… განსხვავება ჩვენს შორის ისაა, რომ ფინკელკრაუტი არასდროს შეწყვეტს ამ ფაქტორების ძიებას, მე კი ჩემი მხრივ ვცდილობ მათთან ბრძოლას.

–         და როგორ?

ბადიუ– მე მივმართავ ჩემ ყურადღებას უამრავ შეჯახებებზე, პოლიტიკურ გამოცდილებებზე, ადამიანებზე, რომელთა არსებობაც მახარებს და ხელოვნების ახალ ნამუშევრებზე. სიმართლეს არ შეესაბამება რომ საზოგადოება მთლიანად სტერილური და ცარიელია. ეს არისშეჯახების საკითხი. მე ყოველთვის მქონდა შთაბეჭდილებ, რომ ფინკელკრაუტი ზღუდავს სეჯახებების შესაძლებლობის რელიეფს.

„ იმის საპირისპიროდ რასაც ფინკელკრაუტი ამბობს, შენ უნდა გქონდეს შეჯახება იმაზე დაფუძნებით, ვინც შენ ხარ და არა-საკუთარი თავის იგნორირებით“.

–         ალენ ფინკელკრაუტი ამასთან დაკავშირებით შენიშნავსიმისთვის რომ არ გამორიცხო ვინმე, შენ უნდა იგნორირება გაუკეთო საკუთარ თავს, აღმოფვრა ყველანაირი საკუთარი სუბსტანცია და იყო სხვა არაფერი თუ არა გახსნილი სხვებისთვის

ბადიუ– მაგრამ მე არასდროს მითქვამს, რომ არავინ უნდა გამოირიცხოს და რომ ჩვენ არ გვყავს მტრები! იმის საპირისპიროდ რასაც ფინკელკრაუტი ამბობს, შენ უნდა გქონდეს შეჯახება იმაზე დაფუძნებით, ვინც შენ ხარ და არა- საკუთარი თავის იგნორირებით. მან მე დამარწმუნა ერთ რამეში, საზოგადოების დამანაწევრებელ იდეოლოგიური-პოლიტიკურ ფრონტს არ წარმართავს ის ვისაც აქვს ქვეყნის მელანქოლიური ხედვა (როგორც მას) და ის, ვინც ცდილობს ქონდეს მისი უფრო მეტად კრეატიული ხედვა (როგორც მე), არამედ ისინი ვინც მიიჩნევს არსებულ მდგომარეობას შეანიშნავად, თავს გრძნობს კარგად მასში და ეწევა მის პროპაგანდას.

–         ხომ არ არის კიდევ სხვა ფრონტის ხაზი დაკავშირებული ადამიანის ინტელექტუალურ სიზარმაცესტან?

ბადიუ– ჩვენ ვსაუბრობთ გარე მტერზე, მაგრამ თუ თქვენ გინდათ ვახსენოთ შინაგანი მტერი, მაშინ კი რათქმაუნდა!  ბევრი ადამიანი წინააღმდეგობას უწევს საკუთარ თავს, მთელი რიგირ საკითხების იგნორირებით, არ სურთ რომ იცოდნენ. მათ აქვთ „გატაცება/ვნება იგნორირების“, როგორც ეს ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ლაკანმა თქვა.

–         გოდარის ფილმში სოციალიზმი შენ საუბრობ სიცარიელის პირისპირ

ბადიუ– ეს არის ალეგორია. გოდარი დიდხანს საუბრობა ჩემთან, გეგმაზე გადაეღო ფილმი, სადაც წარმოადგენდა გემს სამომხმარებლო საზოგადოების სიმბოლიზირებისთვის. გემს, სადაც ადამიანი არის მარტოხელა ფიგურა.

–         შეუძლია ავტორს ან ფილოსოფოსს შეცვალოს შენი ცხოვრება?

ბადიუ– რათქმაუნდა! ყველაზე მეტად ვიც შეჩვალა ჩემი ცხოვრება იყო სარტრი, ვის მიმართაც შემდგომში ვიყავი მეტად არა ლოიალური.სკოლაში სწავლის ბოლო წელს ჩემი ინტერესი იყო გავმხდარიყავი ტყეებისა და ტბების დამცველი და შემდეგ წავიკითხე L’ I maginare შემდეგ  Esquisse  d’une theorye des emotions შემდეგ „ ყოფნა და არყოფნა“, რის შემდეგაც სხვაგვარად ვორიენტირდი მეცნიერებიდან ლიტერატურისკენ. ეს იყო ძალიან დიდი შეჯახება.

–         რომელ არტისტებთან გქონდათ გადამწყვეტი შეჯახება?

ბადიუ– პოეზიაში სტეფან მალარმემ მასწავლა, რომ ხელოვნების სიძლიერე დამოკიდებულია მოვლენების წარმოდგენაზე. იფიქრო  და ფორმალიზება გაუკეთო იმას რაც ხდება, ისე როგორც ხდება და არა ისე როგორც ჩანს. მუსიკაში, რაც მე ვისწავლე ჰაიდნისგან, არის ის, რომ შენ შეგიძლია შექმნა ექსტრაორდინალური ეფექტები მცირე საშუალებებით, აქედან დავიწყე ექსტრაორდინალური ძიება ორდინალურში. ვიზუალურ არტში ტინტორენტომ მაჩვენა, რომ მხატვარს შეუძლია ასახოს ყველაფერი ისე როგორც სინამდვილეშიხდება.

–         სხვადასხვა ეპოქები უპირატესობას ანიჭებენ განსხვავებული ტიპის შეჯახებებს, მაგალითად ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მისტიკურ შეჯახებებზე, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ბადიუ– წმ. ტერეზა ავილიელს და იოვალე ჯვრისას (სან ხუალ დელა კრუსი) ჰქონდათ ღრმა რწმენა, რეალობის შემცვლელი- სასიყვარულო შერწყმის და აბსოლუტური შეჯახების. მე ვფიქრობ ესაა ნამდვილი შეჯახება, მაშინაც კი როცა ვფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს. დავუბრუნდეთ მსოფლიო სიყვარულის კონცეფციას- რაიმე იდიალურ არქეტიპთან შერწყმის სურვილი, მე მეჩვენება, სახიფათოთ და ნეგატიურად. ეს წარმოშობს იმას, რაც მე სავსებით არ მომწონს – ქალის კულტს ვითომდა ტრანსცენდენციის, რასაც ვხვდებით გერმანულ რომანტიზმში და რისი აქტიური პროპაგანდაც ხდებოდა სიურეალიზმამდე. გოეთეს ფაუსტის უკანასკნელი სტრიქონები – „უცვლელი ქალი/გვაახლოებს მარადიულობას“. ჩემთვის  ძალიან პრობლემატური აზრია ეს გადაადგილებს მისტიკურ წესრიგს მიწიერ წესრიგში, რაც მას მთლიანად ეწინააღმდეგება.

„ყველაფერი მიმართულია საზოგადოების დანაწევრებისკენ, მომხმარებლებისგან შემდგარი საზოგადოების, რომელნიც, უპირველეს ყოვლისა, ეძებენ მათთვის საინტერესო საქონელს მსოფლიო ბაზარზე“

–         რას ფიქრობთ  Fondation de France-ეს უკანასკნელ კვლევაზე, რის თანახმადაც ოთხ მილიონ ფრანგს ტანჯავს მარტოობა?

ბადიუ– თანამედროვე მსოფლიოს პარადიგმაა მოხმარება,  რისი მიზანიც ადამიანის მარტოობაში ყოფნის შენარჩუნებაა.

–         მაგრამ ბაზარმა ვერ გაანადგურა შეჯახება, ბაზარი არაა ისეთი ძლიერი როგორც ის

ბადიუ– მადლობა ღმერთს! ოპტიმისტურად საუბრობთ. მე არასდროს მიფიქრია, რომ ბაზარმა გაანადგურა თანაარსებობა, იმგვარი კატასტროფული ხედვით, როგორც ჩემს კოლეგას ბოდრიარს აქვს. არსებობს სოლიდარობა, შეჯახებები, არტისტული ნამუშევრები. მე სავსებით არ მაქვს ნიჰილისტური ხედვა. მაგრამ მე ვხედავ, რომ ყველაფერი მიმართულია საზოგადოების დანაწევრებისკენ, მომხმარებლებისგან შემდგარი საზოგადოების, რომელნიც, უპირველეს ყოვლისა, ეძებენ მათთვის საინტერესო საქონელს მსოფლიო ბაზარზე.

–         ამდენად, არის შეჯახება საფრთხის ქვეშ?

ბადიუ– რათქმაუნდა, გოდარის ფილმში ‘სოციალიზმი,” კრუიზზე, სადაც სამიათასი კაცი იყო, მე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი სავსებით მარტონი იყვნენ.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ