მიტინგები
და თანამედროვე საქართველოს ისტორია განუყოფელი ნაწილია, წარმოუდგენელია
1980,1990, 2000 იან
წლებზე რაიმეს დაწერა დააპირო და პირველ სურათად, დიდი საპროტესტო მიტინგი არ წარმოგიდგეს.
ყველაფერი
1980 იანი
წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც ე.წ ეროვნული მოძრაობამ დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მცირერიცხოვანი აქციები დროთა განმავლობაში გადაიქცა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ადგილად, განსაკუთრებით კი 9 აპრილის შემდგომ , როდესაც საბჭოთა კავშირის სპეციალური ჯარებმა დაარბიეს მიტინგი და ძალიან შეუწყეს ხელი მიტინგების და მისი ორგანიზატორების გამარჯვებას ოპოზიციის შედარებით ადეკვატურ ნაწილზე.
მალევე, მიტინგების აქტიური ლიდერები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს– ხელისუფლებაში და ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. პოლიტიკური ბრძოლის ველმა ვერ შეძლო
მიტინგებიდან
გადაენაცვლა
უზენაესი საბჭოში. ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი მთავარი საშინელება მოგონებაა
მიტინგები, რომლესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები
აწყობდნენ, მეც აქტიურად
მიწევდა მხარის არჩევა (რადგანაც მამაჩემი წარმატებული ახალგაზრდა ჩინოვნიკი ხოლო დედაჩემი ახალგაზრდა მეცნიერი იყო , ისინი ანტიზვიდისტურ ფრთის ქვეშ დაირაზმენ, ბებიაჩემი საპირისპიროდ, ზვიადის შარმით და „ეროვნულობით“ იყო აღფთოვანებული.) და ფაქტიურად
ძალიან ადრეული ასაკიდან ჩავერთვი პოლიტიკურ ქარტეხილებში.
1990 იანი წლების მეორე ნახევარში მიტინგები აღარ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს , ის მცირერიცხოვანი
მარგინალური
ზვიადისტური
ჯგუფების გასართობად გადაიქცა. ალბათ ბევრს ახსოვს პარლამენტის წინ შეკრებული რამდენიმე ასეული ადამიანი რომლებიც ომახიანად მოუწოდებნენ, „შევარდნაძე– იუდას“ წასვლისკენ.
ყველაფერი 21 საუკუნის დასაწყისში ხელისუფლებიდან წამოსულმა მაღალჩინოსნებმა შეცვალეს, რომლებმაც საზოგადოებას ახალი აღმოჩენა– შევარდნაძის რეჟიმის კორუმპირებულობა
ამცნეს და თანამედროვე ტექნოლოგიების და მასმედიის
საშუალებით
2003 წლის
23 ნოემბერს
საქართველოს
ხელისუფლება,
კიდევ ერთხელ შეცვალეს მიტინგების გზით.
საზოგადოებას 4 წელი დასჭირდა რევოლუციური ეიფორიიდან გამოსავლელად, ამისთვის ბადრი პატარკაციშვილის ფული , ტელევიზია და ირაკლი
ოქრუაშვილის
სკანდალური
ინტერვიუები
გახდა საჭირო . 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ნამდვილი საბრძოლო ოპერაცია მოაწყო, დღის განმავლობაში 4 ჯერ თუ
5 ჯერ მოსახლეობასა და პოლიციის სპეცრაზმებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, იმავე დღის ბოლოს კი ტელეკომპანია იმედის შტურმის შემდგომ(რასაც ყველაფრის მომთმენი „დასავლეთის“ აღშფოთებაც მოჰყვა) ხელისუფლებამ ფაქტიურად მზადყოფნა გამოთქვა დაეთმო ხელისუფლება, მაგრამ ჩვენმა ოპოზიციამ, საკუთარი გამოგონილი მითი „კონსტრუქციული მოლაპარაკებება“(ამაზე ქვემოთ) აამუშავა და შედეგად
ხელისუფლებამ წვალებით(არჩევნების გაყალბებით) მაგრამ მაინც შეინარჩუნა სკამი.
2009 და 2011 წლის მიტინგების ორგანიზატორები აქტიურად ცდილობნენ 1980 იანი და 2003 წლის წარმატების გამეორებას, მაგრამ განსხავებით ოპოზიციისგან ხელისუფლებამ ისწავლა მიტინგებთან ბრძოლა და მიტინგები წინასწარ განწირულები აღმოჩნდნენ წარუმატებლობისთვის,
მიუხედავად
ამისა განსხვავება ამ ორ მიტინგს შორის მაინც არსებობს, ეს ის სისასტიკეა რომლითაც დაისაჯნენ 2011 წლის 26 მაისის მონაწილეები, საუკეთსო პინოჩეტური გამოცდილებით მიტინგებზე რამდენიმე მონაწილე დაიღუპა და 50 მდე ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება (კიდევ კარგი ზვიგენები არ დაცურავს თბილისის ზღვაში)
ასეა თუ ისეა, ერთი რამ ცხადია, მიტინგები რომლებსაც აქამდე ატარებდა და ის
მეთოდი რომელმაც წარმატება მოიტანა 1980 იანი წლების ბოლოს და 2003 წელს უკვე მოძველდა და მის წინააღმდეგ მთელი მეთოდოლოგია შეიმუშავა ხელისუფლება.
მაგრამ არის ერთი მაგრამ… საქართველოს ხელისუფლებამ აქვს ერთი ჩვევა, როდესაც იგრძნობს რა სრულ თავისუფლებას, აქტიურად იწყებს რადიკალურ მოქმედებებს რასაც კიდევ უფრო მეტი „რეფორმები“ და მოსახლეობის
ცხოვრების
დონის გაურესება მოჰყვება, აღარაფერს ვამბობ ავანტურებზე, რომელსაც სწორედ ძლიერების მომენტში იწყებს . სწორედ ხელისუფლების გაძლიერება წარმოშობს საკუთარ თავში საპროტესტო მუხტს და მოსახლეობა
თავად დაიწყებს თვითორგანიზებას(პირველი მაგალითები უკვე იყო 26,27,28 მაისს როდესაც სტუდენტებმა და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ფეისბუკის და ფორუმების მეშვეობით მოაწყეს საპროტესტო აქციები), მაგრამ ერთი დიდი სხვაობით, ამ მიტინგებში, არსებული ოპოზიციის ადგილი უბრალოდ არ არის.
სწორედ მსგავსმა საპროტესტო ტალღამ შეცვალა არაბულ სახელმწიფოებში არსებული ნეოლიბერალური რეჟიმები.
მიტინგების ერა დასრულდა, მაგრამ გაისად სულ სხვა ერა იწყება, ეს იქნება ერა პროტესტისა რომლებსაც არა ტელევიზორში
ორ სამჯერ გამოჩენილი ტიპები წარმართავენ, არამედ თავად საზოგადოება, მისი მოთხოვნა იქნება არა ტელევიზიის
სამეურვეო
საბჭოში ირმა სოხაძის დანიშვისთვის ბრძოლა (ერთ–ერთი მიტინგების შედეგი) არამედ ბრძოლა იმ გაუსაძლისი
ყოფის წინააღმდეგ რომელშიც ცხოვრობს საზოგადოების დიდი ნაწილი.
2.კონსტრუქტიული ოპოზიციის ვნებანი
ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ პოლიტიკური მითებში, ერთ–ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ეს არის მითი კონსტრუქტიულ მოლაპარაკებებზე
და მათ როლზე არსებული პრობლემრბიდის მოგვარებაში, საკმარისია დაჯდე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე, რა მიტინგი
რის მიტინგი და პრობლემებზე ერთად იმსჯელოთ. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ ოპოზიციის ნაწილმა ნაცვლად ხელისუფლების ხელში აღებისა(რასაც საზოგადოება ითხოვდა) დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან,
მოლაპარაკებები
დასრულდა დროის გაყვანით და მოკლე დროში ხელისუფლებამ უბრალოდ „დაიკიდა“ საკუთარი დაპირებები და გაიმყარა საკუთარი პოზიციები, იგივე განმეორდა 2009 წლის გაზაფხულზე როდესაც ხელისუფლებამ თითქმის ყველა საკუთარი დაპირება საპროტესტო მუხტის გაქრობასთან ერთად უარყო.
2009 წლის საკნების ქალაქის წარუმატებლობის შემდგომ ოპოზიციის ნაწილმა აღიარა საკუთარი უსუსურობა და ამომრჩევლების
თვალში ღირსების შენარჩუნების მიზნით დაიწყეს ხელისუფლებასთან
მოლარაკებები
, რათა ერთად შეემუშავებინათ საარჩევნო გარემოს გამაუმჯობესელი კანონმდებლობა. შედეგები სახეზეა ნინო ბურჯანაძის მომხრეების გამოსვლამ გადაფარა ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში, ხელისუფლებამ რომელსაც მინიმალური დათმობებიც აშინებს, კიდევ ერთხელ ჩაშალა მოლაპარაკები და ოპოზიციიც ულტიმატუმს სტოიკური მდუმარებით შეხვდა.
პრობლემა იმაში კი არ
არის მოლაპარაკებები ცუდია, ან სიტყვა კონსტრუქციულშია
პრობლემები
, უბრალოდ
მოლაპარაკებს
მაშინ აქვს აზრი როდესაც ორივე მხარე მიდის დათმობებზე, მოლაპარაკებები სადაც თმობს მხოლოდ ერთი და ისიც სუსტი სხვა არაფერია თუ არა თავის და საკუთარი მომხრეების მოტყუება.
მგონი დროა აღიაროს ჩვენმა ოპოზიციამ, უფრო სწორად საზოგადოებამ–არსებული ოპოზიცია არაფრის შემცვლელია, მას არამარტო ბრძოლის მეთოდები დაუძველდა არამედ საზოგადოების მოთხოვნებსაც ვეღარ აკმაყოფილებს.
3.საშუალება არ არის
მიზანი.
ჯოვანი არიგის წიგნში „ადამ სმიტი პეკინში“ არის ძალიან საინტერესო შენიშვნა
ჩინეთის
ეკონომიკურ
წარმატებასთან
მიმართებაში, მათ(ჩინელებს)
არასოდეს ეშლებოდათ ერთმანეთში საშუალებები(პრივატიზაცია, ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ასე
შემდგომ) და მიზნები. (მოსახლეობის კეთილდღეობა) სწორედ ამიტომ მათ უარი
თქვეს ე,წ შოკური თერაპიის მეთოდზე– არაფრის მომცემ უმუშევრობაზე,სოციალური დაცვის გაუქმებაზე და ასე შემდგომ. ლიბერალური ეკონომისტების პროგნოზების მიუხედავად(ჟურნალი The Economist და პოლ კრუგმანი
თვლიდნენ შოკური თერაპიის მეთოდის გამოყენებით რუსეთი გახდებოდა წამყვანი ეკონომიკური დერჟავა და ჩინეთი 2010 წლისთვის დაუბრუნდებოდა იმ დონეს რომელიც მას მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰქონდა) ჩინეთი 2010 წლის მონაცემებით უკვე მეორე ეკონომიკაა და ზრდის
ტემპების შენარჩუნების პირობებში ამერიკულ ეკონომიკას ბევრად უფრო მალე დაეწევა ვიდრე საბჭოთა კავშირი აპირებდა 1949 წელს.
სწორედ საშუალებების ფეტიშიზაციამ(საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი ტელევიზები) დაგვაშორა უმთავრეს შეკითხვას?? რის მიღწევა გვსურს დამოუკიდებელი მედიის პირობებში??? რას ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობა??
და ასე შემდგომ. იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოსახლოების 71 პროცენტი თავს დაუსაქმებლად თვლის, როდესაც მხოლოდ 600 ათასი ადამიანი არის დასაქმებული(2 მილიონამდე შრომისუნარიანიდან)
როგორ ფიქრობთ დამოუკიდებელ მედიაზე საუბარი რეალობას ზუსტად ასახავს??? როგორც ფიქრობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და + 3 % ზრდა ოპოზიციასთვის განკუთვნილი ხმების, შეცვლის არსებულ რეალობას???
4. ქართველი ქართველს ხელს არ დაარტამს.
დარბევის ღამეს ერთ–ერთი ორგანიზატორი აქციების, ბაკურ ბაკურაძემ წარმოაჩინა მოსაზრება თითქოს დარბევაში მონაწილეობას არა ქართული სპეცრაზმი ღებულობდა,არამედ მოსაზღვრე ქვეყნებიდან შემოიყვანეს სპეცდანიშნულების
რაზმები. არ ვიცი მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ ვაღიაროთ, ქართველი ქართველს ისევე ურტყამს როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები.
გავუსწოროთ თვალი რეალობას, საქართველოში გამოკვეთილი კლასობრივი სტუქტურები ყალიბდება რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავენ. ეს არის არსებული ბიზნეს ელიტა(ბურჟუაზია), სახელისუფლებო ბიუროკრატია და მცირერიცხოვანი კარის ინტელიგენცია, სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო 26 მაისის აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა, რათა თავში არ გაივლოს
არავინ მმართველ კლასისთვის ძალაუფლების წაართმევა , თუნდაც ეს მათი
კლასიდან გამოსული ნინო ბურჯანაძე იყოს. ჩვენს ბურჟუაზიას უკვე გააჩნია კლასობრივი თვითშეგნება, ამიტომაც 26 მაისს, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების
გარეშე ერთხმად დაიცვეს ხელისუფლების სისასტიკე.
მოსაზრება ქართველი ქართველს ხელს არ დაარტყამს, სწორედ ჩვენი ბურჟუების მოგონილი სატყუარაა რათა აბსტრაქტული ეროვნული მოტივების გამო უარი ვთქვათ ბრძოლაზე.
5. დასავლეთს არ სურს ხელისუფლების შეცვლა
ოპოზიცია ხშირად იმართლებს თავს „დასავლეთმა მისცა მიშას ლეგიტიმაცია და ჩვენ რას გავხდებოდითო“, მეორე ნაწილი– ოპოზიციის ოპტიმისტური ფრთა მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გვამცნობს არა ამერიკამ იპოვა უკვე ძალა რომელიც შეცვლის არსებულ ხელისუფლებასო, თითქოს საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი სუბიექტები მისი მოქალაქეები მხოლოდ დამკვირებლები არიან მოვლენების. არსებულ პოზიციას, ხელისუფლება მხოლოდ უცხოეთიდან იცვლება გააჩნია ძალიან გამოკვეთილი სუსტი მხარეები:
ბუნებრივია ნებისმიერ სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი ინტერესები და ისტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს როდესაც ესა თუ სახელმწიფო აგრესიულად ერეოდა პატარა სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც რომლებიც საკუთარი „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან“ გამომდინარე ათეულობით მთავრობა შეცვალეს ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მაგრამ საქართველო ძალიან შორს არის ამერიკიდან და მეორეც არსებობს წარმატებული მაგალითები იგივე ამერიკასთან ბრძოლის, მაგ ვენესულეაში
2002 წელს
პროამერიკულად
განწყობილმა
მენავთობეებმა
სცადეს ხელისუფლების გადატრიალება, მოსახლეობის პროტესტის შედეგად ჩავესი ხელისუფლებაში ძალიან მალე დააბრუნეს და დღემდე აგრძელებს მეტნაკლები წარმატებით ბოლივარიანიზმის
მშენელობას.
საქართველო ამერიკის მოკავშირეა, ეს კი ნიშნავს მხოლოდ ერთს ამერიკა მხარს დაუჭერს გამარჯვებულს , ბუნებრივია შესაძლოა მისი სიმპათიები იყოს კონკრეტული პიროვნებების ან პარტიების მიმართ მაგრამ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკა მხარს აუცილებლად გამარჯვებულს დაუჭერს– ჩვენს შემთხვევაში ეს ახლანდელი ხელისუფლებაა. ხვალ შეიძლება სულ სხვა
იყოს. მით უმეყეს დემოკრატების მთავრობის საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო დიდი პატივისცემით ეპყრობა მოსახლოების პოლიტიკურ ნებას, ვიდრე ნეოკონსერვატორი
რესპუბლიკებელი.
6. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია
არ მიყვარს პათეტიკა, ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ეს არ არის პათეტიკა, ჩვენ ან მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას და მმართველ კლასს საკუთარი ინტერესები გამოაცხადოს საზოგადოების ინტერესებად, ან შევეცდებით თავად ვცადოთ გავხდეთ ხელისუფლება.
არავინ არ ამბობს რომ როდესაც ხალხის ღებულობს ძალაუფლებას მას არ ექნება შეცდომები, ექნება და თან აუცილებლად მაგრამ ეს ჩვენი შეცდომები იქნება და არა ცალკეული ხელისუფლებაში მყოფი ინდივიდების.