გუდიაშვილის ჩიხი

ძალიან ბევრი მემარცხენე ანალიტიკოსი, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი რუსი ავტორი,ალექსანდრე ტარასოვი, როდესაც 1968 წლის რევოლუციის დამარცხების მიზეზებზე საუბრობს,  გამოჰყოფს მთელ რიგ პრობლემებს რომლებიც ჰქონდა რევოლუციას. განსაკუთრებით ის ყურადღებას შემდეგ ფაქტორზე ამახვილებს,  თუ ადრე მმართველი კლასი იმისთვის რომ რევოლუციები ჩაეხშო, რეპრესიებს მიმართავდა, ცდილობდა აქტივისტების და ლიდერების  მოსყიდვას, ავრცელებდა  ჭორებს,  1960 იანი წლების რევოლუციის დროს როგორც  აღმოჩნდა […]

სულ სხვანაირი სტუდენტები

ქართული პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმ პარადოქსალურ სიტუაციას,  რომელიც სუფევს ქართულ პოლიტიკოსებში სტუდენტური და საერთოდ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ.  პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს  გამონახოს საერთოდ ენა ახალგაზრდებთან, შედეგად ,  სტუდენტებს აცხადებენ ხოლმე სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერებად და გულისტკივილით აღნიშნავენ უცხოელი სტუდენტების წამყვან როლს საპროტესტო მოძრაობებში.    აღსანიშნავია,  როგორც ყოველთვის  ქართველი პოლიტიკოსები ან ვერ ახერხებენ ან […]

მიტინგების შემდგომ

         მიტინგები და თანამედროვე საქართველოს ისტორია განუყოფელი ნაწილია, წარმოუდგენელია 1980,1990, 2000 იან წლებზე რაიმეს დაწერა დააპირო და პირველ სურათად,  დიდი საპროტესტო მიტინგი არ წარმოგიდგეს. ყველაფერი 1980 იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც ე.წ ეროვნული მოძრაობამ დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის,  მცირერიცხოვანი აქციები დროთა   განმავლობაში  გადაიქცა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ადგილად, განსაკუთრებით კი  9 აპრილის შემდგომ , როდესაც საბჭოთა […]

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი არაფრის შემცვლელი არაა

არ მიყვარს ტრადიციები,  არასოდეს დამიმალავს, რომ ვერ ვხდები რატომ უნდა მომწონდეს საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული საეჭვო ტრადიციები, მაგრამ როგორც ყველაფერში ტრადიციებშიც,  არსებობს გამონაკლისი,  ტრადიციები რომლებსაც ასე თუ ისე ვეგუები და არ მიქმნის დისკომფორტს. ცუდი და  იდიოტური ტრადიციების ნუსხას, დიდი ხანი არ არის,  ასე 4 წელია ოფიციალურად შეემატა, კიდევ ერთი,  უშედეგო მიტინგების ტრადიცია. სხვადასხვა დროს  იკრიბება […]

წარმოსახვითი ბიზნეს საქართველო

 უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო სტატიები იწერება ბიზნესზე, ძირითადად რადიკალურ მემარჯვენე ჟურნალებში და შედარებით ნაკლები მემარცხენე–ლიბერალურებში, ამ ჟურნალებში დაწერილ სტატიებს აერთიანებს ერთი საერთო ფაქტორი: ყველა მათგანი რამდენიმე სტერეოტიპის ირგვლივ ტრიალებს: 1. სახელმწიფო ჩარევა და რეგულაციები მისი ნებისმიერი გამოვლინებით არის ცუდი და არაფექტური, „წარმატებული“ ქვეყნების დიდმა ნაწილმა ეს პრაქტიკა უარყო როგორც არაეფექტური. 2. არსებობს იდეალური ბაზარი, […]

სტუდენტური ჯანყი უკვე პოლიტიკაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ერთი საკმაოდ ძველი ტრადიცია _ ყოველი ახალი თვითმართველობა ძველზე უარესია, მიუხედავად ამ სამწუხარო ტრადიციისა, ეჭვი მაქვს რომ უკანასკნელი თვითმართველობა მაინც გამორჩეულია, მას გულწრფელად სჯერა რომ თვითმართველობის ერთადერთი ფუნქცია სხვა არაფერია თუ არა ევროპაში სეირნობა(რაღათქმაუნდა არა ყველა სტუდენტის) და მკლავჭიდის ჩემპიონატები. ალბათ სწორედ ამ მიზეზით,  როდესაც სტუდენტების მცირე ჯგუფს  გაუჩნდა მცირეოდენი პროტესტი […]

უხილავი მონსტრები

  ძალიანუცნაურიარამარისქართულივირტუალურისივრცე, იმდენადგანსხვავდებაქართულივირტუალურიდარეალურიცხოვრებაერთმანეთისგანრომხანდახანმიკვირსხოლმენუთუესყველაფერი  ერთქვეყანაშიხდება ??? რეალურცხოვრებაშიპრობლემებიხომთავზესაყრელიამაგრამროგორღაცახერხებს(ვახერხებთ)  ფორუმებიდაბლოგებიოსტატურადავუაროთრეალურპრობლემებსგვერდიდავებრძოლოთ “უხილავ  მონსტრებს“.  უხილავიმონსტრებიდანყველაზე  საშიში  ქალიშვილობაა, თემაათასჯერგადაღეჭილიდავგონებ  არარსებობს  არცერთი თავმოყვარებლოგერი,რომელსაცსხვადასხვადროსთუნდაცერთიწერილიანჩანაწერიმაინცარგაეკეთებინოსამთემაზე,  ჩანაწერები როგორცწესიმკვეთრადუარყოფითია,  სხვათუარაფერიმოდურითემაადაამითსაკუთარპროგრესულობასამტკიცებ.  ყველაფერიკომიკურსახესღებულობსთუიმასაცგავითვალისწინებთრომქალიშვილობასთანბრძოლისდროშითისეთიხალხიცგამოდისრომლებაცარვარდარწმუნებულირომპრობლემებიარცმსუბუქიყოფაქცევისქალთან(შინაურობაშიბოზსრომვეძახით) შეექმნებოდათ, მაგერთიჩემიმეგობარისაკუთარწარუმატებელსექსუალურცხოვრებასსწორედ ამ ინსტიტუტს აბრალებს და არა იმ სამწუხარო ფაქტს რომ ძალიან უნდა იყოს ქალი დავალდებული ბიჭისგან  რომ ურთიერთობას სხვა განვითარება მისცეს თუ ბიჭი რომელიც არც გარეგნობით ბრწყინავს და არც ინტელექტით და ყველაფერთან ერთად მისი […]

ფაშიზმები

რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, ერთიანი, საერთო სახის ფაშიზმი, «უბრალოდ ფაშიზმი» არ არსებობს,  ისევე , როგორც არ არსებობს » უბრალოდ ტოტალიტარიზმი» (ჯერ კიდევ 60-იან წლებში დასავლელმა ავტორებმა დაამტკიცეს, რომ არენდტ–ფრიდრიხ–ბჟეჟინსკის «ტოტალიტარიზმის» კონცეფცია ატარებდა არა სამეცნიერო, არამედ პროპაგანდისტულ ხასიათს და ფაქტებით არ მტკიცდებოდა) ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მრავალი სხვადასხვა ფაშიზმი, ხშირად ერთმანეთის კონკურენტი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, იმდენად დაპირისპირებულიც […]

პრაგმატული პოლიტიკა:რადიკალიზმი

რადიკალიზმი და პრაგმატულობა ერთი შეხედვით შეუთავსებელი ცნებებია, პირველი ასოცირდება დაპირისპირებასთან, დაძაბულობასთან და ხშირად, ძალადობასთან,  მეორე კი  ზომიერი მოქმედებების, შედეგზე ორიენტაციისა და მოლაპარაკებების აპოლოგეტიკაა. მაგრამ სინამდილეში, უფრო სწორად, ჩვენს სინამდვილეში ,  აღმოჩნდა რომ რადიკალიზმი მეტადაა შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე პრაგმატულობა,, მაგ. თბილისში «გრეჩიხამ» მოუგო სააკაშვილს მიუხედავად გაყალბებისა,  ხოლო გაყალბების გარეშე(უშუალოდ ხმების დათვლის გაყალბებაზეა ) ალასანიამ წააგო არჩევნები […]