რა არის სოციალ-დემოკრატია? (თავი III)

3. სოციალ-დემოკრატიის იდეების განვითარება სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას ბევრი საწყისი აქვს. თავიდან მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს XIX საუკუნის კლასიკოსებმა, მაგრამ,  ლიბერალური და ჰუმანისტური დისკუსიებიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. XIX საუკუნეში – ბრძოლის წლებში, დიდი იყო გერმანული სოციალ-დემოკრატიის დებატების გავლენა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში სოციალური პოლიტიკის გარშემო წარმოებული ბრიტანული დისკუსიების დრო დადგა. სოციალ-დემოკრატიული თეორიის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი – […]

სააკაშვილის რეჟიმის უცნაური სიკვდილი

ბორის კაგარლიცკი საქართველოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაბნეულობა და გაკვირვება გამოიწვია რუსეთში – როგორც ოფიციალურ პუბლიცისტთა, ასევე ლიბერალურ ოპოზიციონერთა შორის. ლიბერალები შოკში ჩააგდო იმან, რომ ქართველთა უმრავლესობამ ხმა არ მისცა მმართველ პარტიას, რომელსაც ეს მოსკოველი ავტორები სამაგალითოდ მიიჩნევდნენ და იმანაც, რომ ქართული ოპოზიციის მოქმედების სცენარი საოცრად ჰგავდა ყოველივეს, რისკენაც მიისწრაფვოდა და რაც ვერ შეასრულა რუსეთის ოპოზიციამ. პოლიტიკური […]

ცხოვრება მშვენიერია – საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

მაია ჩიკვაიძე საქართველოში მეშვიდე წელია  გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელობა – ყველაზე დიდი ტელარადიოკორპორაცია, რომელიც მოიცავს სამ ტელეარხსა და ორ რადიოსადგურს ესენია: 1 არხი , მეორე არხი, რუსულენოვანი Первый Кавказский  –  ПИК , რადიოები: FM 102..5 და „რადიო ორი – ქართული რადიო“ . მის დებულებაში გაწერილი პრინციპები, მიზნები და ფასეულობები დემოკრატიული  ღირებულებების ციტატების კრებულს წარმოადგენს.  ხშირი ტავტოლოგიების […]

ომის ეკონომიკა – პოსტსაბჭოთა კონფლიქტები

გიორგი ჩხეიძე როგორც თავის გამოსვლაში ჯერ კიდევ 11 წლის წინ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ კინგმა აღნიშნა, ევრაზიის კონფლიქტები დიამეტრულად განსხვავდება სხვებისგან. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა. პირველი, ჩეჩნეთის გამოკლებით სხვა კონფლიქტები – დნესტრისპირეთი მოლდავეთის რესპუბლიკაში (მოლდავეთი), მთიანი ყარაბაღი (აზერბაიჯანი) და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი (საქართველო) – 1990-იან წლებში გაჩაღდა და მას შემდეგ თითქმის დამთავრდა. მეორე, ამ […]

რა არის სოციალ-დემოკრატია? (თავი I)

european.ge ქართულ საზოგადოებას სთავაზობს ინგვარ კარლსონისა და ანა მარია ლინდგრენის ცნობილ წიგნს „რა არის სოციალ–დემოკრატია“. წიგნში პოპულარული ენით არის გადმოცემული სოციალური დემოკრატიისა და ზოგადად სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები. აგრეთვე განხილულია სოციალ–დემოკრატიის, როგორც იდეოლოგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები, რაც მან ევროპაში გაიარა. წიგნს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის გარემოება, რომ მისი ერთი თანაავტორი, ინგვარ კარლსონი, შვედეთის ყოფილი […]

Pussy Riot

გიორგი ჟღარკავა Pussy Riot-ი რუსული ფემინისტური პანკ-როკ კოლექტივია, რომელიც ცნობილი გახდა გამომწვევი ექსპრომტული პერმორმანსებით მოსკოვში, პერფორმანსები კი ნაკარნახევი იყო ქალის არასახარბიელო სტატუსით რუსეთში, მაგრამ ჯგუფის წარმოდგენების მთავარი ლაიტმოტივი პუტინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. პერფორმანსებს ისინი ფერად საზაფხულო კაბებში, რეიტუზებსა და ნიღბებში აწყობენ. ჯგუფი 10 შემსრულებლისგან და იმ 15  ადამიანისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა გამოსვლების დროს ტექნიკურ მხარესა […]

საქართველო – ეთნიკური კონფლიქტები და ახალი ეთნიკური კონფლიქტების წარმოშობის საფრთხეები

რევაზ კარანაძე თანამედროვე კონფლიქტოლოგიური კვლევები,  საქართველოში არსებული კონფლიქტების განხილვისას, კონფლიქტების წარმოქმნის მთავარ მიზეზებად ნაკლებად ითვალისწინებენ სოციო-ეკონომიკურ ვითარებასა და ჰორიზონტალურ ინტეგრაციას,  რაც ნიშნავს უმცირესობისა და უმრავლესობის თანაბარ სოციო-ეკონომიკური პირობების არსებობას და იდენტობრივი კულტურის შენარჩუნებას(ეთნიკური უმცირესობების კულტურების შენახვა და თანაარსებობა უმრავლესობის კულტურასთან, გადასანსვლისა და დომინანტობის პრინციპების გამორიცხვით). ძირითადი, კონცენტრირება, ხდება პოლიტიკურ მიზეზებსა და კონფლიქტებში დაინტერესებული მესამე მხარის […]

ქართული ტურიზმის ბრწყინვალება და სიღატაკე

მაია ჩიკვაიძე ახლადგახსნილი სასტუმრო ყაზბეგში. ყველაფერი ხით არის მოპირკეთებული;  ხის სასიამოვნო სუნითაა სავსე. პანორამული ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლება – გერგეტის სამება და მის თავზე აზიდული მყინვარწვერი. ხის იატაკიანი ვერანდა  წნული სავარძლებით,  ხის ტაბლებით და დიდი, დეკორატიული ქოთნებითაა გაწყობილი . სასტუმროს მობინადრენი საღამოოობით აქ სხედან,  სასმელს შექცევიან,  კავკასიონის ცქერით ტკბებიან. ფოიე , დიზაინერების ჩანაფიქრით, ბიბლიოთეკას  წარმოადგენს: დიდი […]

ახალი კურსი საქართველოსთვის – განვითარების 14 პუნქტი

ვაგრძელებთ პროგრამული დოკუმენტების გამოქვეყნებას. ამჯერად გთვაზობთ იმ საკვანძო მომენტების ჩვენეულ ხედვას, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარება უნდა დაეფუძნოს.    1           დემოკრატიული ეკონომიკა დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ სოციალური თანასწორობის მაღალი დონე ეკონომიკის განვითარების საფუძველია. თანასწორობის დამკვიდრება მხოლოდ არსებულის სამართლიანი გადანაწილებით არ მოხდება – უნდა უზრუნველვყოთ გადასანაწილებლის უწყვეტი შექმნა. ეს კი არსებულისაგან პრინციპულად განსხვავებულ, […]