რა განაპირობებს პოლიტიკურ მონაწილეობას?
ის, რომ მშიერ ადამიანს გაუჭირდება, იყოს პოლიტიკურად აქტიური, ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ.
სტუდენტების მანიფესტი უნივერსიტეტის 100 წლისთავზე
კრიზისის მასშტაბებს, რომლის წინაშეც ვდაგვართ, ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს ეკონომიკის ფაკულტეტზე შექმნილი ვითარება.
როგორი უნივერსიტეტი გვინდა?
წლების მანძილზე უნივერსიტეტი იქცა პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად – ეს იყო ინდოქტრინაციის კერა, საიდანაც აქტიურად ვრცელდებოდა კონკრეტული პოლტიკური იდეოლოგია და დღესდღეობითაც, ყველაზე მკაფიოდ სწორედ აქ იგრძნობა ავტოკრატიული რეჟიმის უკეთური გამოვლინებანი. ყველასთვის ცხადია, რომ უნივერსიტეტი თავისი იდეით საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის განვითარებასა და გაღრმავებას, ამასთან ერთად, ეს ის ადგილია, სადაც სტუდენტი ვითარდება, როგორც პროფესიულად, […]
“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით
საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კანონპროექტის ერთ პუნქტს (მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი), რომლისმიხედვითაც რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, განათლების მინისტრი პრემიერ–მინისტრს წარუდგენს კანდიდატურას, ხოლო ამ უკანასკნელს ენიჭება კანდიდატურის დანიშვნის პრეროგატივა. ოპონენტები ამ ცვლილებას მიიჩნევენ უნივერსიტეტთა ავტონომიის ხელყოფად და მთელი აკადემიური პერსონალის შეურაცხყოფად. ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ განათლების სისტემა დღესდღეობით სავალალო სიტუაციაშია. […]
’რადიკალი’ სტუდენტები ირჩევენ ’ნაცმოძრაობას’
სადაც ხელისუფლებამ ძალაუფლება სახალხო არჩევნების რაიმე ფორმით მოიპოვა, თაღლითობით თუ მის გარეშე, და ინარჩუნებს თუნდაც მოჩვენებით კონსტიტუციურობას, პარტიზანული ამბოხი არ შეიძლება მხარდაჭერილ იქნას, რადგან მშვიდობიანი ბრძოლის შესაძლებლობა ამოწურული არაა. ჩე გევარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში(ალბათ სხვაგანაც) მომრავლდა მოთქმა-ვიში, ინფანტილური ფერხულები და ნიჰილისტურ-ცინიკური ’ღრმააზროვნება’ არჩევნების […]
'უფასო განათლებას ოროსნები ითხოვენ' – საქართველოს პრეზიდენტი
‘სწავლის გადასახადის გაუქმებას ოროსნები ითხოვენ’ – განაცხადა დღეს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ძალზე საგულისხმოდ ამოიჩემა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისა და ახალგაზრდების ლანძღვა. ‘ხულიგანი’, ‘ოროსანი’… მაგრამ… მოდით, უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალოთ: 1. ქვეყნები, სადაც განათლება უფასოა (Free education) – მათი მხოლოდ მცირე ნაწილი: დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ბელგია, საბერძნეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ნორვეგია, შოტლანდია, შვედეთი… […]
რატომ უფასო განათლება
რაც უნდა დამაინტრიგებლად, უცნაურად და უტოპიურად ჟღერდეს, ლაბორატორია 1918-ის მთავარი მოთხოვნა უფასო განათლებაა. ეს იყო ჩვენი მთავარი ლოზუნგი სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზეც. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება ადამიანის უფლებაა, მისი რეალიზების საშუალებაც უნდა არსებობდეს. არ შეიძლება უფლების რეალიზება მდიდრებს მეტად შეეძლოთ ვიდრე ღარიბებს. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნას და მხოლოდ პასიურად აღიარებს […]