მემარცხენეებმა უნდა აწარმოონ კულტურული ომი მეცნიერებისა და ტექნოლოგიისთვის

მემარცხენეები მეტად უნდა განათლდნენ ზუსტ მეცნიერებებში, რომლებსაც სოციალური ფენომენების ახსნისათვის არარელევანტურს უწოდებენ.

ვინ არის დამნაშავე?

კიდევ ერთი კონფლიქტის მიზეზები ქართულ საზოგადოებაში. ეს წერილი პასუხია ჩემი ძველი მეგობრის, გიორგი მაისურაძის წერილზე “მართლმადიდებლობა, როგორც ქართველი ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი’.  მინდა ვთქვა რომ, გიორგის დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან პატივს ვცემ პირადად მასაც და მის თანამოკალმე მეგობრებსაც, სალომე ასათიანსაც, ნინია კაკაბაძესაც (რომელიც პარალელურად ჩემი დაც გახლავთ), და ასე შემდეგ.  ეს სამი ავტორი იმიტომ გამოვყავი […]

ოლიგარქების ქვეყანა

დღევანდელი პოსტმოდერნულ ნეოლიბერალური ავტოკრატიების ალტერნატივა მხოლოდ სოციალურ სამართალზე ორიენტირებული საზოგადოებაა.  შეცდომაა იმის ფიქრი რომ არ არსებობს ოლიგარქიული ტიპის სახელმწიფო მმართველობის ალტერნატივა.  დღეს უკვე კარგად არის წარმოჩენილი, რომ სოციალური სახელმწიფო არის დემოკრატიის ყველაზე უკეთესი მაგალითი.  ლიბერალიზმი არ არის დემოკრატიის სინონიმი.  უფრო მეტიც, მსოფლიოს ავტოკრატიების უმრავლესობა დღეს სწორედაც რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყნებია.  აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმის ალტერნატივა […]