“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით
საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კანონპროექტის ერთ პუნქტს (მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი), რომლისმიხედვითაც რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, განათლების მინისტრი პრემიერ–მინისტრს წარუდგენს კანდიდატურას, ხოლო ამ უკანასკნელს ენიჭება კანდიდატურის დანიშვნის პრეროგატივა. ოპონენტები ამ ცვლილებას მიიჩნევენ უნივერსიტეტთა ავტონომიის ხელყოფად და მთელი აკადემიური პერსონალის შეურაცხყოფად. ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ განათლების სისტემა დღესდღეობით სავალალო სიტუაციაშია. […]