სტუდენტური თვითმმართველობის ახალი კონცეფცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიზანია შექმნას სტუდენტური თვითმმართველობის ახალ დემოკრატიული მოდელი. მათი თქმით, თვითმმართველობის ახალი კონცეფცია უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ყოველი სტუდენტი იქნება საუნივერსიტეტო ცხოვრების წარმმართველი ძალა და პასუხისმგებელი, ამავე დროს.

პროქტი 5 თვის მანძილზე გრძელდებოდა და სამ ეტაპს მოიცავდა.

პირველ ეტაპზე ჩატარა კვლევა. გამოიკითა ფოკუს-ჯგუფები, შესწავლილ იქნა თვითმმართველობის წესდება და ასევე უცხოური, კერძოდ, ამერიკული და დასავლური თვითმმართველობების მოდელები.

tsuმეორე ეტაპზე გაიმართა დისკუსიები და შეხვედრები ყველა ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში.

მესამე ეტაპზე კი შეჯერებულ იქნა ყველა კვლევის, დისკუსიის შედეგები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება თვითმმართველობის ახალი კონცეფცია, ხოლო ადვოკატირების შემდეგ წარუდგენენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციებსა და თვითმმართველობებს.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებულ თვითმმართველობის მოდელს აქვს პრობლება. ის წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ვერ რთავს სტუდენტებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ჩვენ ყველა სტუდენტთან, სოციალურ ჯგუფთან და ახლანდელ თვითმმართველობასთან ვთანამშრომლობთ, რადგან მათ აქვთ გამოცდილება, როგორ  მიმდინარეობს თვითმმართველობის საქმიანობა. შევეცდებით, ხუთი თვის განმავლობაში, შევისწავლოთ არსებული სივრცე, რომ შევთავაზოთ ახალი მოდელი.“, -განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მათე გაბიცინაშვილმა.

სხვებთან ერთად პრეზენტაციას ესწრებოდნენ ილიას უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ უკანასკნელმა, როგორც კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, თანამშრომლობა შესთავაზა პრეზენტატორებს. აქვე გახლდათ “ნარინჯისფერი კლუბისა’’ და ,,საარჩევნო მიმოხილვა საქართველოსთვის’’ დამაარსებელი ლევან ლორთქიფანიძე.

„ უდაოდ, მისასალმებელი საკითხია. მიხარია, რომ ასე სერიოზულად და სისტემურად იწყებენ ლაბორატორიის წარმომადგენლები და სხვა სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის ალტერნატიულ კონცეფციაზე საუბარს. ეს არის ნიშანი იმის, რომ ქუჩაში,  აუდიტორიაში არსებული კონფლიქტი და დისკუსია გადადის ინსტიტუციურ სივრცეში და იწყება უკვე აკადემიური ტიპის განხილვები და დიალოგი. მეც, დიდი სიამოვნებით, მზად ვარ ნებისმიერ მსგავს ღონისძიებაში და პროექტში მივიღო მონაწილეობა“- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა  მცირე დისკუსია დამსწრე აუდიტორიასა და პრეზენტატორებს შორის.

პროექტი  ”აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის” მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ