სტუდენტური თვითმმართველობების კვლევა

საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მრავალმხრივი კვლევა. GPAC-ს (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული იქნა მრავალი ფოკუს ჯგუფი და ინტერვიუ ასევე მოხდა სტრუქტურული ანალიზი და ევროპული გამოცდილების შესწავლა.

ნოემბრის თვეში თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩატარდება 5 შეხვედრა სადაც პრეზენტირებული იქნება კვლევის შედეგად მიღებული რეზულტატები და ჩვენი ხედვა თუ როგორაა შესაძლებელი დღევანდელი პრობლემების გადაჭრა, მისი დახვეწა და რეალურად სტუდენტებზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.

პროექტი ითვალისწინებს ამ თემაზე შეიქმნას ტექსტობრივი და ვიზუალური მასალა დაინტერესებული სტუდენტების ნამუშევრები გამოქვეყნდება ინტერნეტ პორტალ European.ge-ზე. სადაც აგრეთე ექნება დისკუსიისა და თავისუფალი განხილვის შესაძლებლობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შორის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ჰონორარი აღნიშნულ თემაზე დაწერილ სტატიებში. თითო გვერდში 5 დოლარის ოდენობით(მაქსიმალური რაოდენობაა 3 გვერდი).

გთხოვთ იაქტიუროთ და შემოგვთავაზოთ თქვენი ხედვები სტუდენტური თვითმმართველობისა და საუნივერსიტეტო პრობლემების გადაჭრისა და რეფორმირების გზები.

თქვენი სტატიები და მოსაზრებები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე შემდეგ მისამართზე: european.ge2@gmail.com

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ