იმ პერიოდიდან მოყოლებული რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სახელმწიფოს თუ
საზოგადოების მოწყობამ ახალ მოდელზე დაიწყო გადასვლა რთული და წინააღმდეგო
ბებით სავსე გზა განვლო ორგანიზაციების განვითარებამ. ერთი მხრივ ორგანიზაციების არსებობის გამოცდილების ნაკლებობა რაც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მისი სახელმწიფოებრივი მოწყობიდან გამომდინარეობდა და მეორე მხრივ იმ ტურბოლენტურმა გარემომ რომელშიდაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ორგანიზაციული ჩანასახების
განვითარება ხდებოდა, განაპირობა ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების სპეციფიკური
თავისებურებები. ამას დაემატა დასავლური ქვეყნების გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა.
განაპირობა ორგანიზაციული მოწყობისა და მართვის ავტოკრატული მოდელების განვითარება.
.
სტუდენტური თვითმართველობების განვითარების სპეციპიკაც არ იყო ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან. სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკამ და მსგავსი ორგანიზაციების მართვისა თუ მოქმედების გამოცდილების არარსებობამ გამოიწვია სტუდენტური თვითმართველობის სტრუქტურის მკაცრად ვერტიკალური სტრუქტურული ფორმის ჩამოყალიბება. საზოგადოების განვითარების საწყის ეტაპებზე, როდესაც სტუდენტური აქტიობეი ახლად ფეხადგმული საქმიანობა იყო და სტუდენტების ჩართულობა თუ ინტერესი მსგავსი საქმიანობის მიმართ სასურველზე დაბალი იყო საჭირო იყო, შეიძლება ითქვას აუცილებელიც კი სტუდენტურ თვითმართველობას ეფექტური მართვის, მაღალი ორგანიზაციული შეჭიდულობისა და მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის ჰქონოდა მაქსიმალურად ვერტიკალური სტრუქტურა. წლების განმავლობაში არ მომხდარა არსებული მოდელის სერიოზულ გადახედვა და ცვლილებების შეტანა მასში. ეტაპობრივად სტუდენტთა ინტერესის ზრდასთან ერთად რაც აღარ აყენებდა საჭიროებას დღის წესრიგში საწყის ეტაპზე შემუშავებული მოდელის შენარჩუნებისა, უნდა მომხდარიყო შედარებით ლიბერალურ მოდელზე გადასვლა რაც სტუდენტური თვითმართველობის განვითარების ლოგიკური გზაიქნებოდა. საწყის ეტაპებზე შემუშავებული მოდელის შენარჩუნებამ შეცვლილ პირობებში განაპირობა ხარვეზები რამოდენიმე მიმართულებით, თვითმართველობაში არსებული მაღალი შეჭიდულობის გამო ის გადაიქცა ჩაკეტილ სისტემად, რამაც შესაბამისად გამოიწვია :
სტუდენტურ თვითმართველობაში მმართველობის ვერტიკალური ფორმის არსებობაგამოწვეულია წესდებაში ასახული სტრუქტურის მოდელით და იმ მიდგომითრომელიც წლების განმავლობაში მისაღებად ითვლებოდა ჩვენს ქვეყანაში სტუდენტური თვითმართველობებისათვის.
მართვის ვერტიკალურ ფორმას გააჩნია როგორც უპირატესობა ასევე ნაკლოვანებები. მართვის მკაცრად ვერტიკალიზებული ფორმის არსებობა შეიძლება ყოფილიყო განპირობებული იმ უპირატესობებით რაც ასეთ მმართველობას გააჩნია ახლად ფორმირებული ორგანიზაციისათვის რომელსაც ტურბოლენტურ გარემოში უწევს არსებობა და მოქმედება, ესენია:
დადებითი მხარეები:
ა) ორგანიზაციის წევრების მაღალი შეჭიდულობა
ბ) ორგანიზაციის არსებობის საფუძვლად მდებარე იდეების გატარებისათვის ხელსაყრელი
გარემო
გ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ინტერესების სწრაფი და შედარეით ეფექტური
გატარება
დ) მიზნების განხორციელების მაღალი ეფექტურობა.
1. რესურსის თანაბარი განაწილებ და ყველასათვის ხელმისაწვდომობა
2. მართვის ჰორიზონტალური მოდელის არსებობა
3. სტუდენტთა უფლებებისა და ღირებულებების პატივისცემა
4. სტუდენტური ინიციატივების წახალისება და მათი განხორციელებისათვის
ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა
5. ორგანიზაციების სამართლებრივ და ეთიკურ ნორმატიულ ჩარჩოში
არსებობა და საქმიანობა.
პრობლემის დასმა
1.მართველობის ვერტიკალური ფორმის არსებობა
2.პროექტების დაფინანსების ალტერნატიული ფონდის არარსებობა
3.სტუდენტთა უფლებების დარღვევა
4.სტუდენტური თვითმართველობის საქმიანობის მონიტორინგის
დამოუკიდებელი სამსახურის არარსებობა.
1.კლუბების ფორმირება სპეციალობებზე და კლუბური სისტემის წახალისება.
რაც შეამცირებს ვერტიკალს და გაზრდის ჰორიზონტალური მოწყობის
ალბათობას.
2.,,ალტერნატიული ფონდის” ფორმირება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება
სტუდენტური თვითმართველობისაგან და დააფინანსებს კლუბის,
სტუდენტური ორგანიზაციისა თუ სტუდენტების მიერ ინიცირებულ
პროექტებს.
3.სტუდენტური თვითმართველობისათვის აღმასრულებელი ფუნქციის
გაუქმება და წარმომადგენლობითი ფუნქციის დაკისრება გამოიწვევს,
სტუდენტური თვითმართველობის როგორც სტუდენტების უფლებებისა და
ინტერესების გამტარებელი წარმონაქმნის არსებობას, ამასთან
აღმასრულებელი ფუნქციის არარსებობა აღარ გახდის საჭიროს
სტუდენტური თვითმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტების და
მისი საქმიანობის დაცვას სხვადასხვა მეთოდებით ( როგორიცაა
სტუდენტების ცემა,მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ
ინფორმაციის დაფარვა)
4.მაქსიმალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მონიტორინგის
სამსახურის დაკომპლექტების წესის შემუშავება.