სოციალური სახელმწიფო და ქართული ნაციის მოდერნიზაცია

საქართველო, ეს ოდითგანვე მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა გადაკვეთის წერტილი წარმოადგენს ერთ სამშობლოს მასში მცხოვრები მონათესავე და არამონათესავე ეთნოსების, მათ შორის დომინანტი ეთნოსი კი არის ქართული ეთნოსი. დღეს ჩვენთან ქართული ნაციონალური იდენტობის უმთავრესი განმსაზღვრელი წყარო არის ეთნიკური მომენტი. საქართველოში სახელმწიფოებრიობის არარსებობის გამო საბჭოთა რეჟიმის დროს, ჩვენში ქართველებმა გამოვიგონეთ მრავალი ტრადიცია, გავერთიანდით ქართული წარმომავლობის იდეის გარშემო და ამით ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ჩვენი იდენტობა და ეთნიკური სახე.

სრულიად ბუნებრივი და გასაგებია, არაფერია იმაში გასაკვირი და ამ საკითხებში გარკვეულ მკითხველს არ ეუცხოვება ის მომენტი რომ ხალხის კოლექტივები მუდმივად განიცდიან სახეცვლილებას და არის მონახვლეობითი ხასიათის. პრიმორდიალისტური მიდგომები ან ინფანტელურ და ირაციონალირ ეთნოშოვინისტებს ახასიათებთ, ან და გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. დღეს საქართველოში ისტორიის არაადეკვატური და მისდამი ჰეროიკული დამოკიდებულების არსებობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული და ამაზე მე განხილვა მქონდა სტატიაშიპრიმორდიალიზმი და წარსულის ჰეროიკული ჭვრეტა’. დღევანდელ ქართველ ადამიანს, რომლისთვისაც კოლექტივის მეცნიერული დახასიათება აბსოლუტურად სულერთია, ურცევნია მარტივად ქართველი უწოდოს დმანისში აღმოჩენილი არსებიდან დღემდე ყველა ამ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანს, რეალობა კი გვეუბნება რომ კოლექტივის მონაცვლეობითობა ბუნებრი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ