გასულ წელს, “საზოგადოების კვლევის ცენტრმა” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა საქართველოში ინდუსტრიული სექტორის გამოწვევების შესახებ კვლევა. ნაშრომში მიმოხილულია საქართველოში არსებული ეკონომიკური პროცესები ინდუსტრიული პოლიტიკისა და ზოგადად ინდუსტრიის მდგომარეობასთან მიმართებაში.
► პირველი თავი ეთმობა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური საკითხების მიმოხილვას, რომლებიც აფერხებენ ან ხელს უწყობენ წარმოების განვითარებას. ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს განათლებისა და განვითარების პოლიტიკა, აგრეთვე სავაჭრო პოლიტიკა და რეჟიმები, რომლებიც გავლენას ახდენს სამრეწველო პროცესებზე. ამასთან, ტექსტში აღწერილია კონკრეტული ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებს საქართველოს მთავრობა საქართველოში მრეწველობის განვითარებისთვის.
► ნაშრომის ბოლო ნაწილში შეჯამებულია გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო ინდუსტრიულ პოლიტიკასთან მიმართებაში.
► ნაშრომს ასევე, თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც ავტორთა აზრით, პირველ ეტაპზე უნდა გაატაროს საქართველოს მთავრობამ ეფექტური ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების მიზნით.
► იხილეთ ნაშრომი შემდეგ ბმულზე – საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები.