რატომ სსიპ?

რატომ მიგვაჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსი გამართლებულად და საზოგადებისთვის სასარგებლო ფორმად?

 

1 – როგორ უნდა ვიმსჯელოთ საკითხზე?

სტატუსთან დაკავშირებული დებატებისას ზოგჯერ  საკითხს წარმოადგენენ, როგორც სპეციფიკურად იურიდიულს. შედეგად, შესაძლებელია განსჯა კაზუისტიკურ ჩიხში შევიდეს. ჩვენი აზრით, აუცილებელია ამ საკითხის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რადგან სამართლებრივ პრაქტიკას არ შეუძლია პასუხი გაგვცეს კითხვაზე, თუ რომელი ფორმატი პასუხობს საზოგადოების განვითარების ამოცანებს დღეს საქართველოში.

2 – არსებული  მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა:

მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის საქართველოში ყველა უნივერსიტეტი იყო სახელმწიფო, რადგან საბჭოთა კავშირი საკუთრების სხვა ფორმას არ ცნობდა. მისი დაშლის შემდეგ დაიშვა კერძო საკუთრების ფორმა და შესაბამისად, 90–იანწლებში საქართველოში  გაჩნდა კერძო უნივერსიტეტები. დღის წესრიგში დადგა უნივერსიტეტთა სტატუსის დიფერენცირების საკითხი, რათა მომხდარიყო განსხვავება კერძოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. შედეგად, სახელმწიფოუნივერსიტეტები გახდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

ეს სტატუსი შეიცვალა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, როდესაც რიგი უნივერსიტეტებისა გახდა კერძო სამართლის იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილება უნივერსიტეტთა ბედის განსაზღვრის შესახებ მიიღებოდა არა საზოგადოებასთან შეთანხმებით, ღია დებატების პროცესში, არამედ ხელისუფლების თვითნებური, ბუნდოვანიდა ხშირად სრულად დაუსაბუთებელი დირექტივებით, აკადემიური პერსონალისა და მოქალაქეთა ჩართულობა–ინფორმირებულობის გარეშე. საზოგადოებას არ ჰქონდა ბერკეტები ამ პროცესის შესაჩერებლად.

ა(ა)იპ–ის სტატუსის მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდაუნივერსიტეტის პრივატიზება, რაც განხორციელდა კიდეც აგრარული უნივერსიტეტისშემთხვევაში. ეს პრეცედენტი ლოგიკურად ქმნის საფუძველს ეჭვისთვის, რომ მსგავსი პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა სახელმწიფო უნივერსიტეტთა პრივატიზაციის პროცესიც გაგრძელებულიყო საზოგადოებრივი აზრის გვერდის ავლით.

არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განათლების სიტემის არსებითი რეფორმის პროცესში დღის წესრიგში დადგა უნივერსიტეტთა იურიდიული სტატუსის ცვლილების, როგორც რეფორმისერთ–ერთი კომპონენტის საკითხი.

ცვლილების მოწინააღმდეგეთა მოთხოვნის შედეგად პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის გადაწყვეტილებას. ვეტოს დასაძლევი კენჭისყრა უნდა გაიმართოს მაისის ბოლოს.

3 – ზოგადი განსხვავება მხარეთა შორის

ა(ა)იპ–ის მომხრეებს არგუმენტები ძირითადად ამერიკული, ან პირობითად, ანგლო–საქსური პრაქტიკიდან მოაქვთ. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ აბსტრაგირებულად, კონტექსტიდან, კულტურული ტრადიციიდან მოწყვეტით თითოეული მოდელის ეფექტურობასა და უპირატესობაზე მსჯელობა უბრალოდ შეუძლებელია. ანგლო–საქსური და ევროპული განათლების სისტემები ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა, თავის კონტექსტში ორივე გამართულად მუშაობს და მისი ეფექტურობის განსაზღვრა შეუძლებელია სისტემის სხვა შემადგენლებთან მიმართების დადგენის, ასევე ისტორიული წინაპირობების, აწმყოს მოცემულობისა და სოციალურ–პოლიტიკური კულტურის გათვალისწინების გარეშე.

ამერიკული საგნამანათლებლო სისტემის ხასიათს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. შეერთებული შტატები ბრიტანულ აბსოლუტურ მონარქიასთან დაპირიპირების ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა და კერძო ინიციატივის ვითარებაში, სადაც ხელისუფლება (მონარქი) შტატებისადმი დესტრუქციულ ძალად აღიქმებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ,რომ ამერიკა ბუნებრივი რესურებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, უზარმაზარი ტერიტორიითა და შიდა ბაზარით. ამ პირობებში ბუნებრივად ჩამოყალიბდა საზოგადებისთვის სასარგებლო ინსტიტუტების შექმნა–დაფინანსების სფეროში სპონსორობისა და კერძო პატრონაჟის ტრადიცია(მეცენატებისა და მეწარმეების მიერ დაწესებული სტიპენდიები, აკადემური კვლევებისხელშემწყობი ფონდები, სპონსორების ინსტიტუტი, ალუმნის ინსტიტუტი, ასოციაციები,სკოლები, ა.შ.), რომელიც უზრუნველყოფილია კანონმდებლობით. თუმცაღა, სახელწიფოს როლი განათლების სფეროს დაფინანსება–უზუნველყოფაში ანგლო–საქსურ მოდელშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპას კი, სადაც სახელმწიფოები შედარებით პატარა და ბუნებრივი რესურსებით არც თუ მდიდარია, სახელმწიფოებრივი აზროვნების განსხვავებული ტრადიცია გააჩნია. სახელმწიფო აღიქმება არა უცხო ძალად, არამედ, სულ მცირე, შესაძლო ინსტრუმენტად საზოგადოების ხელში. განათლება მიიჩნეოდა და მიიჩნევა უმაღლეს და უპირველესსაზოგადებრივ სიკეთედ ყველა სოციალური ფენისათვის. საზოგადოება აცნობიერებს, რომგანათლებული საზოგადება წინაპირობაა განვითარებული ეკონომიკის, სტაბილურობის, სოციალური კეთილდღეობის და მსოფლიოს წესრიგში თვითმყოფადი ადგილის დამკიდრებისათვის. აქედან გამომდინარე, მის უზუნველყოფაზე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო (თუმცა კერძო ინიციატივები და სოციალური სოლიდარობა ევროპაში ასევე დიდ როლს ასრულებს. მაგ: სიმენსის, ფოლკსვაგენის, ბოშის განათლებისა და კულტურის დაფინასების ფონდები დამეწარმეთა დაწესებული სტიპენდიები მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის განვითარებისათვის).

3 – ჩვენი პოზიცია

ჩვენი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საკითხი უნდადაისვას შემდეგნაირად:

არსებული ვითარებიდან, ჩვენი ქვეყნის თავისებურებებიდან გამოდინარე, უნივესიტეტის რომელი იურიდიული სტატუსი იქნება უფროეფექტური და გამოსადეგი?

ვფიქრობთ,რომ ჩვენი ფიზიკური მონაცემებით, კულტურით, ტრადიციით ჩვენსწორედ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ და განათლების სისტემის რეფორმაც ზოგადადკონტინენტურ ევროპულ მიდგომაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენი მოცემულობისგარდაქმნა ამერიკულის მსგავსად, თან – ხანგრძლივ ისტორიულ პროცესზე გადახტომით – არცსაჭიროა და არც შესაძლებელი (თუმცაღა, საქართველოს კერძო მეცენატთა და მეწარმეთამხრიდან მზაობა საზოგადებრივი განვითარებისთვის სასიკეთო პროექტებისა დაინსტიტუციების ჩამოყალიბებაში (სტიპენდიების სისტემა, ფონდები ან პროფესიული განათლებისმოსამზადებელი კერები) ასევე აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნისგანვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში).

სსიპ–ის სტატუსზე გადასვლას ჩვენ განვიხილავთ,როგორც სახელმწიფოს მიერ უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებლობის აღების აქტს, რაცმეტ საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი კონტროლისა და ჩართულობისათვის, ნაკლებადქმნის პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტთა პრივატიზების შესაძლებლობას.

უკეთესი სტატუსი, ვიდრე სსიპ–ია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მყარ ნიადაგს შექმნიდა უნივერსიტეტის აკადემიურად ეფექტური განვითარებისთვის, ვფიქრობთ, რომ უბრალოდ არ არსებობს. ამასთანავე, ეს მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისიზომაა, თავისთავად განვითარების გარანტიას არ ქმნის, და აუცილებელია გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებში სწავლის მაღალიხარისხისა და ხელმისაწვდომობის პირობათა უზრუნველყოფა.

4 – სსპი-ს კონტრარგუმენტები და ჩვენი პასუხები:

I კონტრარგუმენტი:  ოპონენტებს ხშირად მოჰყავთარგუმენტი, რომ უნივერსიტეტის სამართლებრივ სტატუსს არა აქვს არსებითიმნიშვნელობა. რომუნივერსიტეტთა არსებობისთვის მთავარია არაიურიდიული სტატუსი, არამედ ზოგადად სიტუაციის სტაბილურობა. მათი თქმით, აქამდე არსებული პოლიტიკური პრაქტიკა ისეთი იყო, რომ, ყოველი ახალიხელისუფლება თავისებურად ცვლიდა უნივერსიტეტის სტატუსს, ამიტომაც სტაბილურობისსახელით, უმჯობესია არ განვახორციელოთ კიდევ ერთი ცვლილება.

პასუხი:  სტატუსის ცვლილებები ბევრიც რომყოფილიყო (თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ ყოფილა) პრობლემა იქნებოდა არა იმდენად რაოდენობა, არამედ მათიგანხორციელების გზები. ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებული ცვლილებისმიუღებლობა უპირატესად მდგომარებოდა არა თავად ცვლილების აქტში, არამედ ფორმაში –იმაში, რომ ცვლილება მიღებულ იქნა საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით.საზოგადოება არც კი ჩააყენეს საქმის კურსში, არ ყოფილა საჯარო დებატები,საზოგადოებრივი აზრი ვერც კი ჩამოყალიბდა.

ცვლილებები უნდა მოხდეს მანამდე და იმდენი,რამდენიც საჭიროა, რათა მივიდეთ ერთადერთ სწორ კონდიციამდე – ფუნდამენტურიგადაწყვეტილება უნივერსიტეტთა შესახებ უნდა მიიღოს საზოგადოებამ. სწორედ იგიასაბოლოო ინსტანცია. ეს ეხება არა მხოლოდ სტატუსის განსაზღვრის, არამედ უნივერსიტეტების და კვლევითიდაწესებულებების გასხვისების, პრივატიზაციის, რესტრუქტურიზაციისდა ა.შ. საკითხებს. ერთადერთ მისაღებ გზად მიგვაჩნია საზოგადოების, პირველ რიგში, პროფესიონალთა მიერ ღია განხილვის პროცესშიანალიზის, დებატების, მოსალოდნელი შედეგებისა და შესაძლო რისკ–ფაქტორებისგათვლების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები.

I I კონტრარგუმენტი:   უნივერსიტეტის არსებულიიურიდიული სტატუსის (კერძო სამართლის იურიდიული პირი) შენარჩუნების მომხრეები ხშირად სიტუაციას ისე წარმოადგენენ, თითქოს უნივერსიტეტის წარმატება და პროდუქტიულობა მისი იურიდიული სტატუსით და კერძოობით არის განპირობებული. ამისდასამტკიცებლად ისინი ასახელებენ წარმატებულ უნივერსიტეტებს, რომლებიც კერძოსამართლის იურიდიული პირები არიან და ფორსირებენ აზრს, რომ წარმატებულიუნივერსიტეტები მხოლოდ ასეთია. აქედან უნდა გამოდინარეობდეს ‘ლოგიკური’  დასკვნა: უკეთესია ა(ა)იპ–ი, ვიდრე სსიპ–ი.

პასუხი: ეს მტკიცება მხოლოდ ნახევარსიმართლეს შეიცავს. რეალობა ისაა, რომ წამყვან უნივერსიტეტთა შორის ასევე არიანსახელმწიფო და საჯარო უნივერსიტეტები, რომლებიც სხვადასხვა რეიტინგთა პირველხუთულებშიც შედიან: სორბონა, აარჰუსის,  არიზონას, ავსტრალიის სახელმწიფოუნივერსიტეტები, დისკონსის, მედისონის, კემბრიჯის, ტოკიოს, კალიფორნიისუნივერსიტეტი (Berkley), ჰაიდელბერგის, მიუნხენის ტექნიკური (TUM) ლუდვიგმაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტი (LMU), ბერლინის ტექნიკური (TU), თავისუფალი(FU)და ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (HU) და ა.შ.

ასევე, სიმართლის ‘გაუმხელელი’ ნაწილია ისიც, რომარც ერთ წამყვან ქვეყანაში არ არის მხოლოდ კერძო უნივერსიტეტები და ყველაზეწარმატებული კერძო უნივერსიტეტიც კი ნაწილია კონტექსტისა, სადაც სახელმწიფო იღებს უმთავრეს პასუხისმგელობას უმაღლესი განათლების ხარისხზე. მაგ: იგივებრიტანეთში უნივერსიტეტთა დაახლ. ორი მესამედი საჯაროა; გერმანიის უნივერსიტეტთაუმრავლესობა სახელწიფო და საჯაროა; სტუდენტთა საერთო რიცხვის მხოლოდ 1%–ზე ნაკლებისწავლობს კერძო უნივერსიტეტებში, განათლების სისტემა მთლიანად საჯაროა გაეროს განათლების ინდექსისმიხედვით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში: ფინეთში, დანიაში  და ა.შ. აქედან გამომდინარეობსმარტივი დასკვნა:

უნივერსიტეტის წარმატება უცილობლად არ არისდაკავშირებული არც სამართლებრივ სტატუსებთან და არც საკუთრების ფორმასთან.წარმატება უამრავ სხვა ფაქტორთა ერთობლიობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად,რეიტინგებით მანიპულირებაზე დაფუძნებული ეს ‘არგუმენტი’ დებატებიდან უნდამოიხსნას.

III კონტრარგუმენტი:   ოპონენტთაგან ყველაზერადიკალურები უფრო შორს მიდიან და უნივერსიტეტთა სრული კომერციალიზაციისკენმოგვიწოდებენ. სწორედ ამაში ხედავენ ისინი გამოსავალს.

პასუხი: მცდარია და ემპირიულადდაუდასტურებელია მოსაზრება, რომ რიგ ქვეყნებში სახელმწიფოს მოხსნილი აქვსპასუხისმგებლობა უმაღლეს განათლებაზე და ეს ყველაფერი მხოლოდ კომერციისა დასაბაზრო კონკურენციის პირობებში ‘თავისთავად’ დარეგულირების პრინციპებზეამინდობილი. თუ გავეცნობით მზარდი ეკონომიკის ქვეყნების (ჩინეთი, ინდოეთი,ბრაზილია, ჩილე, არგენტინა, სამხერთ აფრიკა, ასევე ევროპა, განსაკუთრებით სკანდინავიისქვეყნები) მონაცემებს და მშპ ხვედრით წილს განათლების სფეროში, კარგადდავინახავთ, რომ განათლებაში სახელწიფო ინვესტიციების წილი უწყვეტად იზრდება.

მიზეზი მარტივია: საზოგადოების წინაშე დგას პრობლემები, რომელთაგადასაჭრელი სახსრების მობილიზება არც ერთ კერძო მეწარმეს, ხშირად ყველა მათგანსერთადაც აღებულსაც კი არ შეუძლია. როგორც უკვე ვთქვით, განვითარებისა დაპრობლემათა გადაჭრის გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფოსჩარევა ხორციელდება, როგორც ევროპის სოციალურად ორიენტირებულ, ასევე უფროლიბერალური კაპიტალიზმის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკისშეერთებული შტატები. ასე რომ, უნივერსიტეტთა სრულად საბაზრო კონიუნქტურაზე მინდობაისეთი აბსურდული მოთხოვნაა, რომელიც ვერც ემპირიულად, ვერც ლოგიკურად ვერდასაბუთდება.

IV კონტრარგუმენტი:  კიდევ ერთი ‘არგუმენტის’ მიხედვით, სსიპ–ი შეზღუდავს უნივერსიტეტებისავტონომიას.

პასუხი: ეს არგუმენტი ფორმალურსამართლებრივ ლოგიკას ეფუძნება. ავტონომიურობაში მოიაზრება სახელმწიფოსაგანიურიდიული დამოუკიდებლობა. რასაკვირველია, თუ ამ განსაზღვრების პირდაპირინტერპრეტაციას მივყვებით, მართლაც, ლოგიკურად მოგვეჩვენება, რომ რაც უფროდამოუკიდებელია ფორმალურად სახელმწიფოსაგან უნივერსიტეტი, მით უფრო ავტონომიურიაიგი. ამ ლოგიკით, ყველაზე ავტონომიური ერთეული შესაძლებელია იყოს მაფიოზურიკლანიც.

მაგრამ თუკი უნივერსიტეტის ავტონომიასპოზიტიურად  განვსაზღვრავთ და ამოვალთ იმსაწყისიდან, რომ უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის, მეცნიერებისა და შემოქმედების კერა,საზოგადოებრივ, კოლექტიურ სიკეთეს ემსახურება და არა კერძო კომერციული მოგებისინტერესებს, მაშინ მისი არსი შემდეგნაირად უნდა ჩამოვაყალიბოთ:

უნივერსიტეტი ავტონომიურია, თუკი მისი მართვა ხორციელდება აკადემიურითავისუფლების პირობებში ჩამოყალიბებული აკადემიური პერსონალის, იმ ადამიანთა მიერ,ვინც თავის სფეროში უმაღლესი რანგის პროფესიონალებს წარმოადგენენ და რომლებიცთავისუფალნი არიან ნებისმიერი პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური თუ სხვა სახისზეწოლისაგან.

ამ პირობათა უზრუნველყოფა არა თუ წარმატებულად შეიძლებასახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, არამედ ჩვენი აზრით, დღეს საქართველოში ამისუზრუნველყოფა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით არის შესაძლებელი.

ამდენად, მათ, ვინც დღეს უნივერსიტეტებში არსებულისტატუს–ქვოსთვის ავტონომიის მინიჭებას მოითხოვენ, უნდა დაასაბუთონ რომ:

 

  1. წლების მანძილზე უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის შერჩევა (კონკურსები) თავისუფალი იყო პოლიტიკური ან სხვა სახის მიკერძოებისგან და აკადემიური კონტინგენტი სწორედ ამ პირობებში ჩამოყალიბდა.

 

  1. შერჩეული კონტინგენტი სრულად სარგებლობს აკადემიური თავისუფლებით და უნიერსიტეტთა მართვა სწორედ მათ მიერ ხორციელდებოდა და ხორციელდება.

მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიშეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტს პრეტენზია ავტონომიაზე, ყველა სხვა შემთხვევაში ესპრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ამ პირობათა დაკმაყოფილების გარეშე გამოვა, რომჩვენ ავტონომიას ვაძლევთ არა უნივერსიტეტს, არამედ იმას, რაც თავისი არსით თვითუნივერსიტეტის  იდეის საწინააღმდეგოა.

ამდენად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შემდეგია:

1– უნივერსიტეტთა იურიდიული სტატუსის შეცვლით ხელისუფლებამგანათლების სისტემის არსებითი რეფორმა უნდა გამოაცხადოს ქვეყნის პოლიტიკური დასაზოგადოებრივი დღის წესრიგის უპირველეს პრიორიტეტად.

2– სამართლებრივი სტატუსის ცვლილება უნდა შეეხოსსახელმწიფოს მიერ დაარსებულ ყველა უნივერსიტეტს – ყველა მათგანი თანაბარ სასტარტოპირობებში უნდა მოექცეს.

3 – ამის შემდეგ, უნდა განხორციელდეს განათლებისარსებითი რეფორმის პროცესი, რომელიც გულისხმობს აკადემიური პერსონალის შერჩევისობიექტური კრიტერიუმებისა და აკადემიური თავისუფლების პირობათა დანერგვას. ესპროცესი მაღალი საზოგადოებრივი მონაწილეობის, სრული გამჭვირვალობისა და საჯაროობისპირობებში უნდა წარიმართოს.

4– მხოლოდ ამ ნაბიჯების გავლის შემდეგ, როცა სახეზეგვექნება საზოგადოებრივი შეთანხმება, რომ უნივერსიტეტები თავისუფალია სახელმწიფოზეწოლის, პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევისაგან და შემოქმედებითი (სამეციერო–კვლევითი და სასწავლო) პროცესები მთლიანად შემოქმედთა – მეცნიერთა და ხელოვანთა მიერ იმართება – უნდა მიეცეთ მათ უფლება თავად აირჩიონ იურიდულისტატუსი და განახორციელონ საკუთარი – უკვე სრულფასოვან უნივერსიტეტთა ავტონომია.

სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

28/05/2013

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ