რატომ სსიპ?
რატომ მიგვაჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსი გამართლებულად და საზოგადებისთვის სასარგებლო ფორმად? 1 – როგორ უნდა ვიმსჯელოთ საკითხზე? სტატუსთან დაკავშირებული დებატებისას ზოგჯერ საკითხს წარმოადგენენ, როგორც სპეციფიკურად იურიდიულს. შედეგად, შესაძლებელია განსჯა კაზუისტიკურ ჩიხში შევიდეს. ჩვენი აზრით, აუცილებელია ამ საკითხის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რადგან სამართლებრივ პრაქტიკას არ შეუძლია პასუხი გაგვცეს კითხვაზე, თუ რომელი ფორმატი პასუხობს […]