¡No pasarán!

2011 წელი მსოფლიოში იმედისმომცემად დაიწყო. არაბული რევოლუციები განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის, პროგრესის,  სოციალური მოძრაობების ახალ ტალღასა და ავტორიტარული რეჟიმების შესუსტებას მოასწავებდნენ. თუმცა საქართველოზე ეს იმედისმომცემი ტენდენცია არ/ვერ გავრცელდა და უფრო მეტიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თითქოს სიმბოლურად განვლილი ორი დეკადის შესატყვისი აღმოჩნდა: ხელისუფლების ძალმომრეობა, პოლიტიკური სპექტრის უგუნურობა, მტრის ხატით მანიპულირება, ძალადობა, უსამართლობა, სისხლი, ქაოსი, ტრაგიზმი და უპერსპექტივობის განცდა… ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც განვლილმა მოვლენებმა უფრო მკაფიო და იოლად შესაგრძნობი გახადა ხალხისთვის.

საქართველო უკვე ორი ათწლეულია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მისი მოქალაქეთა უმრავლესობა, ვერ გრძნობს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რადგან საზოგადოება და ხალხი კვლავაც ვერ ფლობს ძალაუფლებას. ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ რეალობაში სადაც ძალაუფლება და მატერიალური რესურსები უმცირესობის ხელშია კონცენტრირებული, რომელსაც რეპრესიულ-პოლიციური აპარატი იცავს პატრიოტიზმისა და სამშობლოს ლამაზი იდეალების ლიცემერული სიმულირებით.

ამ გაბატონებული ჯგუფების მიერ სრულად არის მონოპოლიზირებული პოლიტიკური დისკურსი და შექმნილია პოლიტიკის ერთპოლუსიანი განზომილება, რომელიც სხვას არაფერს არ წარმოადგენს თუ არა ექსტრემისტულ მემარჯვენე პოლისებს სხვადასხვა კონფიგურაციებით: საბაზრო ფუნდამენტალიზმით იგივე მემარჯვენე ლიბერალიზმით(ლიბერტარიანიზმი) დაწყებული და რადიკალურ ტრადიციონალისტური, ანტიპროგრესული კონსერვატიზმით დასრულებული.

ოლიგარქიული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, ჰეგემონური იდეოლოგიური მიმართულების არსებობა, გამუდმებული საუბარი შეთქმულებებსა და აგენტებზე  საქართველოს ნეო-ლიბერალური ხელისუფლების დამახასიათებელი თვისებებია, რომლებიც შეუძლებელს ხდის ქვეყანაში სრულყოფილი დემოკრატიული პროცესის ჩამოყალიბებას და არაჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას ქმნის, სადაც უკიდურესად შეზღუდული ან გამარტივებულია პოლიტიკური დისკუსიის შინაარსი(იდეოლოგიური მხარე) და პოლიტიკური მეცნიერების ანბანურ ჭეშმარიტებამდეა დაყვანილი. პოლიტიკური ბრძოლის გზები კი შორს არის ცივილიზებული მეთოდებისგან.

 

ამის შედეგია, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა იპოვნოს სანდო პოლიტიკური პარტია, რომელიც ზუს

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ