ლიბერტარიანული ევროფარსი 26 მაისის მოვლენებს აფასებს

დღეს კოალიციამ "ევროპული საქართველოსთვის" გამოაქვეყნა 21-26 მაისის მისეული შეფასება. სანამ თავად შეფასებაზე გადავიდოდით, თანამედროვე ინტელექტუალურ ელიტასთან ახლოს არმყოფ საზოგადოებას ავუხსნი თავად კოალიციის რაობას.  კოალიციაში გაერთიანებულია 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. კოალიციის საბჭოს აკომპლექტებენ ცნობილი პოლიტოლოგი _ გია ნოდია, ლიბერტარიანული ჟურნალი ტაბულას რედაქტორი, და ცნობილი პოლიტიკოსის _ გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, ასევე […]

¡No pasarán!

2011 წელი მსოფლიოში იმედისმომცემად დაიწყო. არაბული რევოლუციები განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის, პროგრესის,  სოციალური მოძრაობების ახალ ტალღასა და ავტორიტარული რეჟიმების შესუსტებას მოასწავებდნენ. თუმცა საქართველოზე ეს იმედისმომცემი ტენდენცია არ/ვერ გავრცელდა და უფრო მეტიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თითქოს სიმბოლურად განვლილი ორი დეკადის შესატყვისი აღმოჩნდა: ხელისუფლების ძალმომრეობა, პოლიტიკური სპექტრის უგუნურობა, მტრის ხატით მანიპულირება, ძალადობა, უსამართლობა, სისხლი, ქაოსი, ტრაგიზმი და […]