ფილოსოფია როგორც უზოგადესი მეცნიერება ყოველთვის იკვლევდა დროისა და სივრცის რელატიურობისა და სამყაროს სტრუქტურის არსებობის ცალკეულ კანონზომიერებებს. დროისა და სივრცის როგორც ფილოსოფიური კატეგორიის გაგება აზროვნების ევოლუციაში მუდმივად ფორმებს იცვლიდა. კერძოდ ადრეული გაგებით სამყარო არის ცარიელი ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებულია მატერიალური სამყარო. შესაბამისად მასში არსებული სიცარიელე საგნების მოძრაობის პირობად აღიქმებოდა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ ვერც საგანთა მოძრაობა აიხსნებოდა. ამ ჰიპოთეზას არისტოტელეს მოძღვრება მთლიანად უარყოფს და მიიჩნევს რომ ცარიელი სივრცე არათუ არ არის მოძრაობის წინაპირობა არამედ მისი არსებობა უარყოფს მოძრაობის შესაძლებლობას. შესაბამისად საგანთა მონაცვლეობა მხოლოდ ცვლის სხვა საგნებთან მიმართებას. ანუ რომ არ არსებობდეს მიმართებათა ცვალებადობა არ იარსებებდა მოძრაობაც. აქედან გამომდინარე იგი ახლოს იყო აზრთან, რომ სამყაროში არსებობს რაღაც მოძრაობისა და ცვალებადობის გარკვეული წესრიგი, რაც ლაიბნიცის მსოფხედველობამ კიდევ უფრო განამტკიცა. მას სივრცე ესმოდა როგორც მატერიალური სხეულების განლაგების წესრიგი, ხოლო დრო, როგორც მოძრაობისა და ცვალებადობის მდგომარეობათა თანმიმდევრული წესრიგი.
საგანთა არსებობა ყოველთვის ერთმანეთთან მიმართებითია. კერძოდ: ზოგი საგანი ახლოს არის, ზოგი შორს და ა.შ. რაც ქმნის სივრცეში საგანთა ურთიერთმიმართების წესრიგს. მაგრამ თუ საგნებს გადავაადგილებთ მაშინ ხდება მოძრაობის ხდომილება და ჩნდება დროც, რაც სივრცისგან განუყოფელია. გაჩნდება ლოგიკური კითხვა: იარსებებდა დრო, რომ არ არსებობდეს მოძრაობა? მოძრაობის გარეშე დროის არსებობაც წარმოუდგენელია, ვინაიდან თვითონ დრო არის მოძრაობის საზომი.
აინშტაინისეული დროისა და სივრცის რელატიურობის თეორია ამტკიცებს რომ მოძრავ სისტემაში დრო ნელდება. მაგალითად: თუ ჩვენ რეაქტიული სიჩქარით კოსმოსში გავატარებთ კოსმიურ 1 საათს, ეს უდრის იმას რომ ჩვენი ახლობლების მიერ დედამიწაზე გატარებული დრო დაახლოებით 70 წელს გაუტოლდება. ეს ნიშნავს რომ ჩვენი ახლობლები ან გარდაცვლილი ან უაღრესად დაბერებული დაგვხვდება. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ სამყაროში რომელ ათვლის წერტილს ავირჩევთ.მითუმეტეს თუ სამყაროს ოთხ განზომილებიან კონფიგურაციას გავითვალისწინებთ. სივრცეზე და დროზე არსებული თანამედროვე მოსაზრებები ჯერჯერობით მყარად არის მეცნიერულად გამყარებული. რაც შეეხება უშუალოდ მოძრაობას მასზე დაკვირვება დროისა და სივრცის საკითხებისგან განუყოფელია.
მოძრაობის როგორც ფილოსოფიის კატეგორიის განსაზღვრა იმდენად წინააღმდეგობრივია რომ ხშირად მის არ არსებობაზე გვაფიქრებინებს. ლოგიკურად მოძრაობა არ არსებობს. ანტიკურ საფერძნეთში სჯეროდათ, რომ მოძრაობა და ყველაფერი რაც არსებობს მოჩვენებითია. ძენონის ცნობილი თეორია, რომ აქილევსი ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე კუს ვერასოდეს ვერ დაეწევა, ლოგიკურად ვერავინ ვერ შეძლო ამ აზრის უგულებელყოფა. ვინაიდან 1 საათიან მონაკვეთში კუ აქილევსისგან განსახვავებით რამდენიმე სანტიმეტრს მაინც გაივლის, კიდევ 1 საათში კიდევ რამდენიმე მილიმეტრს და ასე უსასრულობამდე. გამოდის რომ აქილევსი კუს ლოგიკურად ვერასოდეს ვერ დაეწევა. ერთხელ ძენონის მოწაფემ მის თვალწინ დემონსტრაციულად გაიარა და ამით შეეცედა დაერწმუნებინა მასწავლებელი მოძრაობის შესაძლებლობაში, რის გამოც ძენონმა იგი სცემა ვინაიდან იგი არ უარყოფდა მოძრაობის ფაქტს, უბრალოდ მას ამ ფაქტის ლოგიკური ახსნის შეუძლებლობა აწუხებდა. საბოლოო ჯამში აინშტაინმა უარყო აბსოლუტურად უძრავი ათვლის სისტემების არსებობა, რასაც მოძრაობის ხელახალი გააზრება მოჰყვა. ანუ თემა რომ არ გავართულოთ დროის, სივრცის და მოძრაობის ფარდობითობა ერთმანეთისგან განუყოფელია. მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არ შეიძლება არ გაჩნდეს მარადიული კითხვა? რა არის ის რაც უძრაობიდან ყველაფერს ამოძრავებს? არისტოტელე დააკვირდა მოძრაობების ბუნებას და შენიშნა, რომ ყველაფერი რაც მოძრაობს, მოძრაობს რაღაც სხვა მოძრავის მეშვეობით, რაც ქმნის მანკიერ უსასრულობას. კითხვაზე თუ რა არის ის, რაც ამოძრავებს სხვებს და თვითონ რჩება უძრავი? ასეთი რამ არისტოტელესთვის არის აბსოლუტური არსი, ღმერთი ანუ “უძრავი მამოძრავებელი.” ფილოსოფია იქამდე არ ამოწურავს თავს სანამ ონტოლოგიური გაგებით აბსოლუტურ არსს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ შეიმეცნებს. დაბოლოს ეს მომაბეზრებელი და დამღლელი ტექსტი არ შეიძლება რომ ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის ლაო – ძის მარტივი, მაგრამ ღრმა აზრით არ დავასრულოთ: ,,ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.”