დაბალი გადასახადები და დერეგულაცია ეკონომიკურ ზრდას აფერხებს

reichგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, რობერტ რაიშის ვიდეო ბლოგის თარგმანს.

► რობერტ რაიში მუშაობდა ამერიკის პრეზიდენტების, ჯერალდ ფორდისა და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში. ასევე გახლდათ შრომის მდივანი (1993-1997) პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობისას. ამჯერად, რაიში არის კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) Goldman School of Public Policy-ის წამყვანი პროფესორი (Chancellor’s Professor). მანამდე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის John F. Kennedy School of Government კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი.

© European.ge

“წლების განმავლობაში კონსერვატორები გვარწმუნებდნენ, რომ ჯანსაღი ბიზნეს გარემოსა და წარმატებული ეკონომიკისთვის აუცილებელია: დაბალი გადასახადები, მცირე რეგულაციები და დაბალი ხელფასები. მართალია თუ არა ეს?

შეერთებულ შტატებში მიმდინარე ექსპერიმენტი ამ კითხვას პასუხს გასცემს.

ერთ მხარეს დგას კანზასი და ტეხასი – ყველაზე დაბალი გადასახადებით, მცირე რეგულაციებითა და დაბალი ხელფასებით.

ხოლო მეორე მხარეს – კალიფორნია, მაღალი გადასახადებით, უამრავი რეგულაციებით (განსაკუთრებით მდიდარი ფენისთვის და გარემოს დაცვის კუთხით) და მაღალი ხელფასებით.

კონსერვატორებს თუ დავუჯერებთ, კანზასსა და ტეხასში ეკონომიკური ბუმი უნდა იყოს, კალიფორნია კი სულს უნდა ღაფავდეს.

სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. წლებია კანზასის შტატს ერთ-ერთი ყვალაზე ცუდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს ამერიკაში. გასულ წელს კი მისი ეკონომიკა ფაქტობრივად შემცირდა. არც ტეხასია ბევრად უკეთეს მდგომარეობაში. სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებლით ის საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს ჩამოუვარდება. შემცირებულია საცალო ვაჭრობა. ასევე ეცემა ტეხასის ექსპორტის ღირებულებაც.

და რა ხდება ამ დროს ე.წ. ზედმეტად რეგულირებულ, მაღალ გადასახადებიან კალიფორნიაში? კალიფორნია პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ორჯერ აღემატება საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონსერვატორებმა ყველაფერი უკუღმა გაიგეს.

რატომ არის კანზასისა და ტეხასის მაჩვენებლები ასეთი ცუდი და კალიფორნიის ასეთი კარგი?

მიზეზი არის – გადასახადები, რომელიც საშუალებას აძლევს შტატებს მოახდინონ ინვესტირება საკუთარი მოსახლეობის განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში, კვლევით უნივერსიტეტებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კვლევითი ინსტიტუტები ახალ ინსდუსტირიებს აძლევენ ბიძგს, რაც იზიდავს ნიჭიერ გამომგონებლებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან.

სწორედ ამიტომ წარმოადგენს კალიფორნია მაღალი-ტექონოლოგიების, გასართობი ინდუსტრიისა და ვენჩორული კაპიტალის ცენტრს.

კანზასი და ტეხასი არ აკეთებენ მსგავსი მასშტაბის ინვესტიციებს.

კალიფორნია ასევე უზრუნველყოფს სერვისებს მოსახლეობის მრავალფეროვანი ჯგუფებისათვის და მათთვისაც, ვინც იქ შესაძლებლობების სიმრავლის გამო ჩადის.

კალიფორნიის რეგულაციების დამსახურებით დაცულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე გარემო და ამ შტატის ბუნებრივი სილამაზე. სწორედ ამის გამო უამრავი ნიჭიერი ადამიანი კალიფორნიაში არჩევს ცხოვრებას.

კალიფორნიაში მაღალი ხელფასებია, ვინაიდან სწრაფი ეკონოკიკური ზრდის გამო დამსაქმებლები იძულებელი არიან უფრო მეტი გადაუხადონ დასაქმებულებს. ეს სულაც არ არის ცუდი, საბოლოო ჯამში მთავარია ცხოვრების მაღალი სტანდარტი და არა უბრალოდ მაღალი ეკონონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

სამართლიანობისთვის, საჭიროა აღინიშნოს რომ ტეხასის პრობლემები ასევე უკავშირდება ნავთობს. მაგრამ, ეს არ არის გამართლება, ვინაიდან ტეხასმა ვერ მოახერხა თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირება და არ გააკეთა ადეკვატური ინვესტიციები.

კალიფორნია შორსაა იდეალურისგან. საცხოვრისის ნაკლებობამ იჯარისა და ბინის ფასები სტრატოსფეროში გაიყვანა. ასევე პრობლემატურია გზების გადაჭედილობა. ასე რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

თუმცა, საბოლოო ჯამში კონტრასტი ნათელია. ეკონომიკური წარმატება დაკავშირებულია გადასახადებთან, რომელიც საჯარო ინვესტიციაში მიდის, ასევე რეგულაციებთან, რომელიც იცავს როგორც გარემოს, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობას და ნამდვილი ეკონომუკური წარმატება მაღალ ხელფასებში აისახება.

ამის შემდეგ, როდესაც კვლავ გაიგებთ მსგავს მოსაზრებას, რომ – “ დაბალი გადასახადები, მცირე რეგულაციები და დაბალი ხელფასები გადამწყვეტია ეკონომიკისა და ბიზნესის წარმატებისთვის“, უბრალოდ გაიხსენეთ კანზასი, ტეხასი და კალიფორნია.

კონსერვატორების ფორმულა მცდარია!”

► აღნიშნულ თემაზე, ჩვენს ვებგვერდზე ასევე იხილეთ შემდეგი წერილების თარგმანები:

  1. მიწოდების ეკონომიკის კრახი” – Center for American Progress-ის კვლევა.
  2. 4 მიზეზი, რატომაც არ მუშაობს მდიდრებზე გადასახადების შემცირების პოლიტიკა” –
    ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის United for a Fair Economy-ის წერილი.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ