კოჰაბიტაციის სამი განმარტება
„კოჰაბიტაცია“ – უკანასკნელი თვეების განმავლობაში ლათინური წარმომავლობის ეს სიტყვა აქტუალურობას არ კარგავს საქართველოში. პოლიტოლოგიურ ტერმინოლოგიაში კოჰაბიტაცია განიმარტება როგორც არჩევნებში დამარცხებულ და გამარჯვებულ გუნდებს შორის მშიდობიანი თანაცხოვრება, თანაარსებობა, მაგრამ ქართულ რეალობაში მის მნიშვნელობას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ მის ინტერპრეტირებასაც. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში კოჰაბიტაცია ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია […]
არა ოკუპაციას და არა და არა ტრავმატულ ნარატივებს
2008 წლის აგვისტოს პირველ ნახევარში არც ამსტერდამში ვყოფილვარ, არც ლონდონში და არც ნიუ იორკში, თბილისში ვიყავი და ვაკვირდებოდი როგორ თანდათან გადაიზარდა მოსახლეობის უმრავლესობაში ცხინვალის დაბრუნებით გამოწვეული აღფრთოვანება თბილისის დაკარგვის შიშით გამოწვეულ თავზარდაცემაში. ის აღშფოთება, გაბრაზება, სასოწარკვეთა და ა.შ. რაზეც ასე ხაზგასმით საუბრობენ ბოლო დროს გავრცელებულ ანტისაოკუპაციო ვიდეორგოლებში გამომსვლელები, მე მათგან განსხვავებით არ დამწყებია მხოლოდ მაშინ, […]