¡No pasarán!
2011 წელი მსოფლიოში იმედისმომცემად დაიწყო. არაბული რევოლუციები განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის, პროგრესის, სოციალური მოძრაობების ახალ ტალღასა და ავტორიტარული რეჟიმების შესუსტებას მოასწავებდნენ. თუმცა საქართველოზე ეს იმედისმომცემი ტენდენცია არ/ვერ გავრცელდა და უფრო მეტიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თითქოს სიმბოლურად განვლილი ორი დეკადის შესატყვისი აღმოჩნდა: ხელისუფლების ძალმომრეობა, პოლიტიკური სპექტრის უგუნურობა, მტრის ხატით მანიპულირება, ძალადობა, უსამართლობა, სისხლი, ქაოსი, ტრაგიზმი და […]
მიტინგი და ცვლილებების აუცილებლობა ქართულ პოლიტიკაში
ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა კარგ ნიადაგს აჩენს საპროტესტო აქციებისთვის, რის გამოყენებასაც ოპოზიცია სისტემატურად ცდილობს და შედეგად ყოველი წლის გაზაფხულზე ახალ-ახალი, საპროტესტო აქციების მომსწრენი და მონაწილენი ვხვდებით, რომელიც საპროტესტოდ განწყობილ ხალხს რევოლუციასა და სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას პირდება. თუმცა უკვე ტრადიციად იქცა, ისიც რომ ამ დაპირების შესრულებას ოპოზიცია ვერ ახერხებს. ეს პერმანენტული წარუმატებლობა, კი უარყოფითად მოქმედებს […]
სისტემაზე დამოკიდებულება და ახალგაზრდობა
ყველა ადამიანის არსებობა, პერსპექტივა და კეთილდღეობა მეტ-ნაკლები დოზით დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან ისინი არსებულ სისტემასთან. არსებობს სამი ყველაზე გამოკვეთილი ალტერნატივა: პირველ შემთხვევაში ადამიანი ხდება სისტემის უმნიშვნელო ნაწილი და იწყებს მისთვის და მასში მუშაობას. თუმცა ძალიან დიდი ალბათობით ის მუდმივად დარჩება დაბალ იერარქიულ საფეხურზე და ვერასდროს მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამაგიეროდ განაღდებული ექნება […]
ჩვენ ვერ დაველოდებით და ჩვენ არ დაველოდებით
ეს ფრაზა 60-იანი წლების რადიკალური სტუდენტური მოძრაობის ”სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის” პრეზიდენტ კარლს ოგლსბის ეკუთვნის და იმ პერიოდში დასავლეთში მძვინვარე ახალგაზრდულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება. ოგლსბის ეს მოწოდება მოქმედებას, სოციალური ცვლილებებისა და გაუმჯობესებისაკენ აქტიურ სწრაფვას გულისხმობს, ამიტომ უნივერსალური და ყველა დროისთვის, მათ შორის ჩვენი რეალობისთვისაც რელევანტურია. მით უფრო, რომ ჩვენში ახლაღა იკიდებს ფეხს მემარცხენე იდეები და შეხედულებები, […]
ქართული ნეოლიბერალიზმი _ კრიმინალური მონოპოლიების ბუდე
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების გატარების პროცესი იწყება. პერიფერიულმა ქვეყნებმაც აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნებისა(განსაკუთრებით აშშ) და საერთაშორისო მონეტარული ინსტიტუტების(საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) ზეწოლითა და ზეგავლენით გაიზიარეს ეს იდეები და განახორციელეს ე.წ. ’სტრუქტურული ცვლილებები’, ’შოკური […]
კარგი საზოგადოების მშენებლობა
2009 წლის აპრილში ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ჯონ კრუდასმა და ანდრეა ნალისმა გამოაქვეყნეს პამფლეტი სახელწოდებით ‘კარგი საზოგადოების მშენებლობა’ სადაც ჩამოყალიბებულ იქნა ‘კარგი საზოგადოების’ ძირითადი პრინციპები. პამფლეტი სწრაფადვე ითარგმნა სხვადასხვა ენებზე და ფართო დისკუსიის საგანი გახდა. დებატების მხარდაჭერის მიზნით ფრიდრიხ ებერტის ფონდმა წამოიწყო პროექტი, რომელიც ‘კარგი საზოგადოების’ შესახებ სისტემატური დებატების გამართვას ითვალისწინებს. […]
ტუნისი, ’ფეისბუქის თაობის’ ამბოხი და საქართველო
უმუშევრობამ, უპერსპექტივობამ, სოციალურმა უსამართლობამ ტუნისისა და, ალჟირის ახალგაზრდობა აიძულა, ქუჩაში პროტესტით გამოსულიყო. თავიანთ ბრძოლაში ისინი აქტიურად იყენებენ ახალ საშუალებებს: ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს. გამძვინვარებული დემონსტრანტები, პოლიციის მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზი, დამწვარი მაღაზიები და ავტომობილის საბურავები. ასეთი სურათი არადამახასიათებელია ტუნისისთვის – ქვეყნისთვის, რომელიც აქამდე ბევრისთვის ცნობილი იყო, როგორც კურორტული სამოთხე. მსგავსი სიტუაციაა ალჟირშიც: ისევე […]
იურგენ ჰაბერმასის პოსტ-სეკულარული საზოგადოების მოდელი
ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანული სოციალიზმის ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ, დამარწმუნა, რომ შესაძლოა სეკულარული ფუნდამენტალიზმი საზოგადოების განვითარებისა და სამოქალაქო უფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამის ნათელი ილუსტრაციაა ნეო კორსერვატორების მიერ მხარდაჭერილი სეკულარული ავტოკრატიები არაბულ სამყაროში, რომელთა დამხობამ დაამსხვრია ნეო კონური მითი იმის შესახებ, რომ ჯერ სეკულარიზმის ექსპორტია საჭირო და უკვე შემდგომ დემოკრატიის. ლოგიკურად […]