ნეოლიბერალიზმის აღმასვლა პოლიტიკურ ეკონომიკაში (ნაწილი I)
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა შერეული ეკონომიკის არსებობის შესახებ ფართო კონსესუსი არსებობდა. განსხვავებები იყო იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა გავლებულიყო ზღვარი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის(მაგალითად უნდა მომხდარიყო თუ არა საბაზისო ინდუსტრიების ნაციონალიზება) და რომელია ეკონომიკური დაგეგმვის უკეთესი ფორმა, რომელიც შესაბამისი დონის რედისტრიბუციას უზრუნველყოფდა, მაგრამ პრინციპი ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ ფართოდ […]
სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები
თანამედროვე დემოკრატიები ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ესენია სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის მოდელზე არიან დაფუძნებული და ამდენად საერთო საფუძვლებიც გააჩნიათ, რომელთა ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება: პლურალისტური დემოკრატია კანონის უზენაესობით, კონსტიტუციაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალაუფლება და დემოკრატიული უმრავლესობის პრინციპზე დაფუძნებული მმართველობა. თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობებიც არსებობს სოციალური სფეროს აქტორებს შორის ძალთა გადანაწილების, პოზიტიური და ნეგატიური […]
iDolatry
სტივ ჯობსის სიკვდილმა უპრეცენდენტო სენტიმენტალიზმი გამოიწვია მეინსტრიმსა და სოციალურ მედიაში. ამ ხნის განმავლობაში კრიტიკული რეფლექსიებიც გაჩნდა. თუმცა პირველ გვერდზე გამოტანილი ნეკროლოგებისა და ბანალური ფრაზების შედეგად რთული გახდა იმ შთაბეჭდილების გაბათილება რომ ჩვენ არ ვგლოვობთ ამ ადამიანს, ისე როგორც თაყვანსაცემ კერპს. მატერიალური ილუზიებისა და ცრუ იმედების ეპოქაში სტივ ჯობსი ისე მოსჩანდა როგორც ღმერთი. საჭირო დროს, […]
11.11.11-ის გლობალური აქცია დაიკავე მსოფლიო.
2011 წლის სოციალური მოძრაობები და ’ისტორიის დასასრულის’ დასასრული ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები, არაბული გაზაფხული, საბერძნეთის ფინანსური დეფოლტი, ევროზონის სულ უფრო მზარდი კრიზისი, დრამატული საპროტესტო გამოსვლები მკაცრი ეკონომიკის(austerity), უთანასწორობისა და ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ესპანეთში, საბერძნეთში, ჩილესა და ისრაელში. მასობრივი არეულობები ლონდონში, ათენსა და რომში. Wall Street -ის დაკავება და ამ მოძრაობის გავრცელება მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე, მილიონობით ადამიანის […]
ლაბორატორია ცვლილებებისთვის
ლაბორატორია 1918 თვითორგანიზებულ სტუდენტურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამოდენიმე ათეულზე მეტ სტუდენტს აერთიანებს, დღიდან დღემდე იზრდება და სამოქალაქო აქტივიზმის გაღვივების, ქვეყნის განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებისა და ახალგაზრდების თვითგანვითარებისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნისათვის მიისწრაფვის. დღეს საქართველოს მიერ არჩეული განვითარების პრიორიტეტები და სოციალ ეკონომიკური კურსი აყალიბებს ისეთ სოციალურ რეალობას, სადაც განათლება არ ითვლება ადამიანის ფუნდამენტურ […]
ნეოლიბერალური "წარმატების ისტორია" – ჩილე და ისრაელი
პოლიტიკურ ეკონომიკაში და სოციოლოგიაში ხშირად გამეორებადი კლიშე არსებობს, რომ როგორც წესი ეკონომიკურ კრიზისებს სოციალურ მღელვარებამდე მივყავართ. როგორც იურგენ ჰაბერმასი წერდა თავის ეპოქალურ ტექსტში ’კრიზისის ლეგიტიმაცია’ კაპიტალიზმის კრიზისი, სწრაფადვე გადაიზრდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისში. უკანასკნელი პერიოდის მანძილძე ჩვენ მსგავსი სცენარი ესპანეთსა და საბერძნეთში ვიხილეთ. სადაც მილიონობით ხალხი გამოვიდა თავისი არჩეული პოლიტიკური წარმომადგენლების წინაღმდეგ და მათ ნაცვლად პირდაპირ […]
ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი. ავსტრია
ავსტრია ავსტრიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ: · ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია) · ავსტრიის სახალხო პარტია (იდეოლოგია: ქრისტიან დემოკრატია, კონსერვატიზმი) · ავსტრიის თავისუფალი პარტია (იდეოლოგია: მემარჯვენე პოპულიზმი) · ალიანსი ავსტრიის მომავლისათვის (იდეოლოგია: მემარჯვენე პოპულიზმი) · მწვანეები – მწვანე ალტერნატივა (იდეოლოგია: მწვანე პოლისები) ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტია ამჟამად სამთავრობო კოალიციის ლიდერი პარტიაა, […]
ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი. ნიდერლანდების სამეფო
ნიდერლანდების სამეფო ჰოლანდიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ: · სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (იდეოლოგია: კონსერვატიული ლიბერალიზმი) · ლეიბორისტული პარტია (იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია, მესამე გზა) · თავისუფალი პარტია (იდეოლოგია: მემარჯვენე პოპულიზმი, კონსერვატიული ლიბერალიზმი) · ქრისტიან დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია: ქრისტიან დემოკრატია) · სოციალისტური პარტია (იდეოლოგია: დემოკრატიული სოციალიზმი) · დემოკრატები 66 (იდეოლოგია: სოციალური ლიბერალიზმი) […]
ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი. გერმანია
გერმანია გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ: · გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირი (იდეოლოგია: ქრისტიან დემოკრატია, ლიბერალური კონსერვატიზმი) · გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია, მესამე გზა) · თავისუფალი დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია: ლიბერალიზმი) · Die Linke (იდეოლოგია: დემოკრატიული სოციალიზმი) · ალიანსი 90/მწვანეები (იდეოლოგია: მწვანე პოლისები) · ქრისტიან-სოციალური კავშირი ბავარიაში (იდეოლოგია: რეგიონალიზმი, ქრისტიან დემოკრატია, კონსერვატიზმი) […]
კეინზი-ჰაიეკი რემატჩი
ვარვიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორის, ბრიტანეთის ლორდთა სახლის წევრის, რობერტ სკიდელსკის სტატიის ქართული თარგმანი ავსტრიელმა ეკონომისტმა ფრიდრიხ ვონ ჰაიეკმა, რომელიც 1992 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთხელ აღნიშნა რომ იმისათვის რომ უკანასკნელი სიტყვა გქონდეს საჭიროა შენს ოპონენტზე მეტხანს იცოცხლო. მისი უდიდესი უპირატესობა სწორედ ის იყო, რომ კეინზზე თითქმის 50 წელზე მეტხანს იცოცხლა და ამგვარად […]