iDolatry

სტივ ჯობსის სიკვდილმა უპრეცენდენტო სენტიმენტალიზმი გამოიწვია მეინსტრიმსა და სოციალურ მედიაში. ამ ხნის განმავლობაში კრიტიკული რეფლექსიებიც გაჩნდა. თუმცა პირველ გვერდზე გამოტანილი ნეკროლოგებისა და ბანალური ფრაზების შედეგად რთული გახდა იმ შთაბეჭდილების გაბათილება რომ ჩვენ არ ვგლოვობთ ამ ადამიანს, ისე როგორც თაყვანსაცემ კერპს.

 

მატერიალური ილუზიებისა და ცრუ იმედების ეპოქაში სტივ ჯობსი ისე მოსჩანდა როგორც ღმერთი. საჭირო დროს, როდესაც პოსტ მატერიალისტური ცნობიერების baby-boomer თაობა ცდილობდა თავი აერიდებინა და გაქცეოდა თავის შინაგან წინააღმდეგობებს, ის იყო ადამიანი, რომელმაც დასავლეთის ბურჟუაზიულ ინტელიგენციას შესთავაზა გზა, რომლითაც მან შეძლო მათთვის ჰიპად ყოფნის მდგომარეობის ილუზიები შეენარჩუნებინა. ამ პროცესში ჯობსმა შეძლო, რომ მარქსის მიერ საუკუნეზე დიდი ხნის წინ შექმნილი  ’სასაქონლო ფეტიშიზმის’ თეორია ახალ დონეზე აეყვანა.

 

ჩვენი წინააღმდეგობრივი მოთხოვნილებებისა და დაუყოვნებლივ საჭიროებებს  შორის მუდმივად გაჩხირულია თვით-დამტკიცება და ზედაპირული თვით-აქტუალიზაცია, ამ ვითარებაში ჯობსი ისე მოგვევლინა, როგორც ნამდვილი ღმერთი: უხილავი კაცი, რომელმაც ’საქონელი შექმნა’. მან ყველა ჩვენი სურვილი დააკმაყოფილა, iPhone-ის მფლობელისათვის ის არ იყო, მხოლოდ სასარგებლო ნივთი და თვითდამტკიცების საშუალება, ის აგრეთვე ერთგვარი აჯანყების აქტი გახდა. ვის წინააღმდეგ? არავინ იცოდა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ’სხვანაირად ფიქრი’ უკვე მაგარია!

 

გაკერპების უკეთესი მაგალითი რთული მოსაძებნია, ვიდრე ეკონომისტში გამოქვეყნებული სტივ ჯობსის ნეკროლოგი. სადაც მას აღწერდნენ, როგორც ’ჯადოქარს’ და თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიის ნიმუშს. ჯობსი ცნობილი იყო როგორც ’ადამიანი რომელიც ისე გამოიყურებოდა როგორც ჰიპი და მუდმივად აჯანყებული იყო დიდი კომპანიების წინააღმდეგ’ მაგრამ ვისაც ’მისი სიცოცხლის ბოლოსკენ, ამ კორპორატიული გიგანტების უმრავლესობა ისე მიესალმებოდა როგორც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს აღმასრულებელ დირექტორს’. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ ’რევოლუცია, რომელსაც სტივ ჯობსი ხელმძღვანელობდა, ჯერ მხოლოდ იწყება’.

 

’რეაქციებმა მის სიკვდილზე, Apple-ის მაღაზიებთან სანთლებითა და ყვავილებით მგლოვიარე ხალხმა, ინტერნეტში არსებულმა ვითარებამ და პოლიტიკოსების სამძიმრებმა, დაადასტურა რომ სტივ ჯობსი გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ჭკვიანი ფულის-მკეთებელი ინოვატორი. ის რამოდენიმე მხრივ არის გამორჩეული, როგორც ტექნოლოგი კორპორატიული ლიდერის რანგში და როგორც ადამიანი, რომელმაც შეძლო ადამიანებისთვის შეეყვარებინა ის რაც ადრე მათთვის მიუწვდომელი იყო, ფუნქციური მოწყობილობების სახით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი სწორედ ის არის, რამაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ადამიანების ცხოვრების სახესა და სტილზე. პირადი ტექნოლოგიების ერა ბევრი თვალსაზრისით ჯერ მხოლოდ იწყება.’

 

როგორც კვინტენსენციური baby-boomer-ი ჯობსი არ ყოფილა მხოლოდ  ბრწყინვალე ინოვატორი ან მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მეწარმე. ის შესანიშნავი მარკეტოლოგიც იყო. ცხოვრობდა რა 1960-იან წლებში, ჯობსმა ყველაზე კარგად გააანალიზა, გვიანდელ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ესთეტიკის მნიშვნელობა, მზარდი პოსტ-მატერიალისტური საშუალო კლასისათვის. სწორედ ამიტომ  იყო რომ პირველი iPod Nano-ს ხილვისას ყველა შეცბუნებული წამოიყვირებდა ხოლმე ’ეს რა პატარა სექსუალური მანქანაა’. ამგვარ საკითხებში ჯობსი ბრწყინვალე იყო.

 

ამგვარად, დიახ სტივ ჯობსი რევოლუციონერი იყო. კარლ მარქსი როგორც აღნიშნავს ’ბურჟუაზიას არ შეუძლია არსებობა წარმოების იარაღის მუდმივი რევოლუციური განახლების გარეშე,რაც იწვევს წარმოებითი ურთიერთობებისა და მასთან ერთად მთლიანად საზოგადოებრივი ურთიერთობების განახლებას’. ინოვაციური სულისკვეთება და სამეწარმეო ნიჭი ჯობს ჩვენი საზოგადოების რევოლუციურ განახლებაში დაეხმარა. ჯოზეფ შუმპეტერი წერს რომ მეწარმეს აუცილებლად სჭირდება ’კრეატიული დესტრუქციის ქარიშხალი’. კრეატიული დესტრუქცია სწორედ ის იყო რასაც ჯობსი საუკეთესოდ აკეთებდა.

 

ჯობსი ისტორიის ფორმირების პროცესში აღმოჩნდა. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი კორპორატიული ელიტიდან, რომელიც დაეხმარა აშშ-ის იმის სტიმულირებაში რასაც დღეს ჩვენ(შეცდომით) პოსტ-მატერიალისტურ საზოგადოებას ვუწოდებთ.  თუმცა განსხვავებით Goldman Sachs-გან, მან ეს უფრო ადვილად და ელვისებურად  გააკეთა, რადგან  ეს ის დროა როდესაც დასავლური კაპიტალიზმი ფიზიკური წარმოებიდან, ცოდნის ეკონომიკის ფინანსირებაზე გადადის, ეს იყო ვითარება სადაც ჯობსის  Apple-მა უპირატესობა მოიპოვა და მომგებიანი პოზიცია შეიქმნა გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი სიმაღლეების მისაღწევად.

 

Apple დღეს მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო კომპანიად ითვლება, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ნამდვილად წარმოადგენს Apple ახალ ერას კაცობრიობის ისტორიაში? თუ ის იგივე ღვინოა ოდნავ შეცვლილ და გალამაზებულ ბოთლში? Apple-ს მართლა შევყავართ რაიმე სახის პოსტ-მატერიალისტურ ან პოსტ-ინდუსტრიალურ სამყაროში? თუ ჩვენ ვიტყუებთ საკუთარ თავს, როდესაც ვფიქრობთ რომ კაპიტალიზმის სერიოზულ გაუმჯობესებამდე მივედით უკეთესისაკენ და პროგრესივისტულმა ბიზნესმა ჩვენ საბოლოოდ განგვათავისუფლა დიკენსიანური ინდუსტრიალიზაციის უბედურებისგან.

 

როგორც პასუხი ამ კითხვებზე და  სტივ ჯობსის შესანიშნავი ვიდეოსი, სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის სტუდენტებს ცხოვრებაში საკუთარი პოტენციალის აქტუალიზირებისკენ მოუწოდებს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ Guardian-ის ჰედლაინები უკანასკნელი წლის მანძილზე:

 

http://www.guardian.co.uk/technology/2011/apr/30/apple-chinese-workers-treated-inhumanely

 

http://www.guardian.co.uk/technology/2011/feb/15/apple-report-reveals-child-labour

 

http://www.guardian.co.uk/environment/2011/apr/21/apple-least-green-tech-company

 

http://www.guardian.co.uk/technology/2010/aug/17/apple-manager

 

http://www.guardian.co.uk/technology/blog/2007/dec/21/applecensorshipatissueoni

 

http://www.guardian.co.uk/technology/2011/apr/27/apple-denies-iphone-tracking-claims

 

http://www.guardian.co.uk/technology/blog/2008/jan/21/liesdamnliesandstevejobs

 

როგორც ჩვენ ვხედავთ სტივ ჯობსით ყველანაირი უკრიტიკო აღტაცება გასაგები ხდება თუ გავითვალისწინებთ, იმ კონტექსტს რომ ჩვენი ტვინები ჯერ კიდევ მოცული და შერყვნილია  სასაქონლო ფეტიშიზმით.  მარქსი ’კაპიტალში’ წერდა რომ ’საქონელი(მარტივად როგორც სამომხმარებლო პროდუქტი) ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივად, ტრივიალურ საგნად გამოიყურება. თუმცა მის ანალიზს მივყავართ იქამდე რომ ეს არის ძალიან უცნაური საგანი, რომელიც სავსეა მეტაფიზიკური შეუმჩნევლობითა და დოგმატური სიზუსტეებით’. დევიდ ჰარვი ამ ფენომენს შემდეგნაირად ხსნის:

 

’მარქსი ამტკიცებს რომ ეკონომიკაში ფულის გამოჩენამ, გააუქმა ურთიერთობები რომელიც ’ტრადიციულ’ საზოგადოებებს ახასიათებდა, ამგვარად ’ფულმა შექმნა ახალი რეალური საზოგადოება’ ჩვენ გადავედით იმ სოციალური მდგომარეობიდან რომელშიც დამოკიდებულები ვიყავით უშუალოდ იმაზე რაც პირადად ვიცოდით,  იმ მდგომარეობაზე სადაც ჩვენ დამოკიდებულები ვართ არაპირად და ობიექტურ ურთიერთობებზე სხვებთან. […] ფული და საბაზრო გაცვლა სოციალურ ურთიერთობებს ’ნიღბავს’. ეს მდგომარეობა სწორედ ის არის რასაც მარქსი ’სასაქონლო ფეტიშიზმს’ უწოდებს.’

 

მარქსისათვის საქონელი ან რასაც ჩვენ დღეს სამომხმარებლო პროდუქტს ვუწოდებთ, განისაზღვრება, როგორც მისტიური ხასიათის საგანი, რომელიც კაპიტალისტურ საზოგადოებაში და ჩვეულებრივ ურთიერთობებში სხვადასხვა ხალხს შორის ბუნდოვანებით არის მოცული. რაც ნიშნავს იმას რომ როდესაც ჩვენ iStore-ში მივდივართ ’პატარა სექსუალური მანქანის’ შესაძენად, არ ვიცით რომ ეს პროდუქტი დამზადებულია ჩინელი ბავშვების მძიმე შრომის შედეგად, რომლებიც კვირაში 80 საათს მუშაობენ და საათში 1 დოლარს იღებენ  ანაზღაურების სახით, ქიმიური ნივთიერებებით იწამლებიან და ვერ ვხედავთ თუ როგორ ბინძურდება გარემო მათ ირგვლივ.

 

ჯობსის დიდებული მიღწევების პატივისცემის მიუხედავად,  მსგავსი დიადი მიზნების მსგავსი არაფერი არ ყოფილა ვანგარი მაატაის ცხოვრებაში ნობელის პრემიის ლაურეატი აქტივისტის, რომელიც სიღარიბის, კორუფციისა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ იბრძოდა და რომელიც უხმაუროდ გარდაიცვალა კენიაში ჯობსის სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ისე რომ არავის გახსენებია. არა, ამ დროს მთელი ყურადღება მიმართული იყო ადამიანზე, რომლის უდიდესი მიღწევა ცხოვრებაში იყო ესთეტიკისა და მოჩვენებითი ამბოხის შემოტანა გვიანდელ კაპიტალიზმში, პირველ რიგში თავისი ძალიან წარმატებული ბრენდის მეშვეობით, რომლითაც უკვდავყო სასაქონლო ფეტიშიზმი, ჩვენს ე.წ. პოსტ მატერიალური საზოგადოების გულებში.

 

მოხმარებით მართულ, პოსტ მოდერნული კაპიტალიზმის ცირკის არენაზე, სტივ ჯობსი ჯადოქარი იყო. ’ბატონმა ჯობსმა’ წერს ეკონომისტი ’მისი ცხოვრება ელეგანტური დიზაინის, მსუბუქი გამოყენების პროდუქტების ჯადოსნურად შეფუთვაში გაატარა’.  მაგრამ ჯობსის სიკვდილის გამო ’ფეტიშისტებს’ შიშის საბაბი არ აქვთ, რადგან როგორც სლავოი ჟიჟეკი გვახსენებს 'სასაქონლო ფეტიშიზმი არ კონცენტრირდება ჩვენს გონებაში, ისე რომ ჩვენ (ვერ)აღვიქვათ რეალობა, მაგრამ ჩვენს სოციალურ რეალობაში ის ასეთია’. ეს რეალობა სტივ ჯობს კიდევ დიდხანს აცოცხლებს და Apple-ის მისტიკა მის სიკვდილთან ერთად შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ