ჩანგი: არ არსებობს ისეთი რამ, რასაც თავისუფალი ბაზარი ჰქვია

changi1► წარმოგიდგენთ ცნობილი სამხრეთ კორეელი ეკონომისტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის პროფესორის, ჰა-ჯუნ ჩანგის საერთაშორისო ბესტსელერი წიგნის – “23 რამ, რასაც კაპიტალიზმის შესახებ არ გეუბნებიან” – პირველი თავის თარგმანს. რამდენიმე დღეში ასევე გამოვაქვეყნებთ ამავე წიგნის მე-7 თავის – ”თავისუფალი საბაზრო პოლიტიკები იშვიათად ამდიდრებენ ღარიბ ქვეყნებს” – ქართულ თარგმანსაც.

► მთარგმნელი: საბა ტლაშაძე. ჩვენი მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებგვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის.

© European.ge

რას გეუბნებიან ისინი თქვენ

ბაზარს სჭირდება იყოს თავისუფალი. როდესაც მთავრობა ერევა და კარნახობს ბაზრის მონაწილეებს თუ რა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ გააკეთონ, ვერ ხერხდება რესურსების ეფექტური გამოყენება. თუ ადამიანებს არ შეეძლებათ მომგებიანი აღმოჩენები განახორციელონ, ისინი კარგავენ ინვესტიციისა და ინოვაციის ინიციატივას. ამდენად, თუ მთავრობა აწესებს ზედა ზღავრს სახლის რენტაზე, მესაკუთრეებს აღარ აქვთ დაინტერესება საკუთრების შენარჩუნების ან ახლის შექმნის. ან თუ მთავრობა ზღუდავს ფინანსურ პაკეტებს, რომელიც შეიძლება გაიყიდოს ორ მხარეს შორის მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,  ამით იკარგება თავისუფალი კონტრაქტების პოტენციური შესაძლებლობა. ადამიანი უნდა იყოს „თავისუფალი აირჩიოს“, როგორც ამას მილტონ ფრიდმანის ცნობილი წიგნის სათაური გვაუწყებს.

რას არ გეუბნებიან ისინი თქვენ

თავისუფალი ბაზარი არ არსებობს, ყველა ბაზარს აქვს თავისი წესები და ჩარჩოები რაც ზღუდავს არჩევნის თავისუფლებას. ბაზარი ჩანს თავისუფალი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ მის სიღრმეში არსებული შეზღუდვები. რამდენად არის ბაზარი „თავისუფალი“, არ შეიძლება ობიექტურად განისაზღვროს. ეს არის პოლიტიკური განსაზღვრება. თავისუფალი ბაზრის მომხრე ეკონომისტების პრეტენზია არის დაიცვან ბაზარი მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევისგან. იმ მითის დაძლევა კი, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ობიექტურად განსაზღვრებადი „თავისუფალი ბაზარი“ არის კაპიტალიზმის გააზრების პირველი ნაბიჯი.

შრომა უნდა იყოს თავისუფალი

1819 წელს ახალი კანონპროექტი ბავშვთა შრომის რეგულაციის შესახებ განიხილეს ბრიტანეთის პარლამენტში. შემოთავაზებული კანონპროექტი ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე სტანდარტებისგან. ის კრძალავდა ცხრა წლამდე ბავშვების დასაქმებას, შედარებით მოზრდილები (10-დან 16 წლამდე) კვლავ რჩებოდნენ სამუშაო ადგილებზე, თუმცა სამუშაო საათი შემცირდა 12 საათამდე დღეში. რეგულაციები ეხებოდა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საშიშად ცნობილ ბამბის ფაბრიკებს.

პროექტმა გამოიწვია დიდი დაპირისპირება. მოწინააღმდეგეებმა დაინახეს ის, როგორც თავისუფალი კონტრაქტების სიწმინდის შელახვად, რითაც ნადგურდებოდა თავისუფალი ბაზრის საფუძვლები. კანონპროექტის განხილვისას ლორდთა პალატის ზოგმა წევრმა გააპროტესტა ის იმის საფუძველზე, რომ „შრომა უნდა იყოს თავისუფალი“. მათი არგუმენტი იყო : ბავშვებს უნდათ (და ჭირდებათ) რომ იმუშაონ და ფაბრიკის მფლობელებს სურთ მათი დასაქმება. ამდენად რა არის პრობლემა?

დღეს, თავისუფალი ბაზრის ყველაზე გულმხურვალე მომხრეებსაც კი ბიტანეთში და სხვა მდიდარ ქვეყნებში არ სურთ ბავშვთა შრომა განიხილონ ბაზრის ლიბერალიზაციის ნაწილად. მაშინ როცა გვიან მეცხრამეტე ან ადრეულ მეოცე საუკუნეებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვთა შრომის რეგულირებას განიხილავდნენ თავისუფალი ბაზრის პრინციპების წინააღმდეგ.

თუ შენ გჯერა, რომ ბავშვთა უფლება არ  უხდებოდეთ მუშაობა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ფაბრიკის მფლობელის შესაძლებლობა იქირაოს სამუშაო ძალა მომგებიანად, მაშინ ბავშვთა შრომის აკრძალვა არ იქნება თავისუფალი ბარზრის პრინციპების დარღვევა. ხოლო თუ ფიქრობ საპირისპიროდ  მაშინ ეს იქნებოდა ბაზრის შებოჭვა არასწორი სამთავრობო რეგულაციებით.

ჩვენ არ გვჭირდება ორი საუკუნით უკან გადასვლა იმის დასანახად, რომ რეგულაციები, თავდაპირველად, განიხილებოდა როგორც თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ მიმართულ არასწორ ნაბიჯად. როდესაც გარემოს დაცვითი რეგულაციები  (მანქანებზე და საწარმოო გამონაბოლქვზე) დღისწესრიგში დადგა რამდენიმე დეკადის უკან, ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა და განიხილებოდა თავისუფალი არჩევნის ხელყოფად. ამ დღისწესრიგის ოპონენტები სვამდნენ კითხვას: თუ ადამიანებს სურთ იყოლიონ მანქანა მეტი გამონაბოლქვით ან საწარმოები მეტი გამონაბოლქვით მომგებიანობიდან გამომდინარე, რატომ უნდა აიძულოს მთავრობამ ისინი არ გააკეთონ ეს არჩევანი? დღეს კი ამ რეგულაციებს ბევრი ადამიანი „ბუნებრივად“ მიიჩნევს. მათ სჯერათ რომ ქმედებები, რომლებიც თუნდაც განუზრახავად აზიანებენ სხვებს უნდა აიკრძალოს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ბაზარი აღიქმება ცვალებადი თავისუფლების ხარისხის მქონედ, ვერ იარსებებს ობიექტური განმატება იმის თუ რა არის თავისუფალი ბაზარი.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისუფალი ბაზარი არის ილუზია. თუ ბაზარი ჩანს თავისუფალი ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ტოტალურად ვიღებთ იმ რეგულაციებს, რომლებიც მის სიღრმეში არის უხილავი.

ფოლადის მავთული და კუნგ-ფუს ოსტატები

როგორც ბევრი სახვა, ბავშობაში მეც მოხიბლული ვიყავი ჰონგ-კონგის ფილმების მფრინავი კუნგ-ფუს ოსტატებით და როგორც ბევრი სხვა ბავშვი, მეც საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც გავიგე რომ კუნგ-ფუს ოსტატები ფოლადის მავთულებზე ეკიდნენ.

თავისუფალი ბაზარი არის დაახლოებით მსგავსი შემთხვევა. ჩვენ ვიღებთ მთელ რიგ რეგულაციებს აბსოლუტურად, ისე რომ ვერც ვამჩნევთ მათ. ყურადღებით შესწავლა ააშკარავებს რომ ბაზრები იმართებიან უამრავი წესებით.

დავიწყოთ იქიდან, რომ უამრავი შეზღუდვაა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება რომ გაიყიდოს. ეს შეზღუდვები არ ეხება მხოლოდ ნარკოტიკებითა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას. ამომრჩეველთა ხმები, სამთავრობო სამსახურები და სამართლებრივი გადაწყვეტილებები არ იყიდება, თანამედროვე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, თუმცა მსაგავსი რამ ხდებოდა წარსულში. საუნივერსიტეტო ადგილები ყოვეთვის არ იყიდება, მაგრამ ზოგ ერებში შეიძლება ფულით მათი ყიდვა, არალეგალურად- სელექტორების მეშვეობით, ან ლეგალურად უნივერსიტეტებისთვის ფულის შეწირულობით. მედიკამენტები ყოვეთვის იყიდება სამთავრობო ლიცენზიებით, უსაფრთხოების დამადასტურებელი საბუთით. ყველა ეს შეზღუდვა პოტენციურად შეიძლება იყოს საკამათო, როგოც საკამათო იყო ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვა ერთნახევარი საუკუნის უკან.

ასევე შეზღუდვებია იმასთან დაკავშირებითაც თუ ვინ შეიძლება იყოს ბაზრის მონაწილე მხარე. ბავშვთა შრომაზე რეგულაციებმა აკრძალა ბავშვების გამოსვლა შრომის ბაზარზე. ლიცენზიებია საჭირო იმ პროფესიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ადამიანთა ცხოვრებაზე, ესაა მაგალითად ექიმის და იურისტის პროფესია. უამრავი ქვეყანა უფლებას აძლევს მხოლოდ იმ კომპანიებს შექმნან ბანკი, რომელთაც აქვთ გარკვეული ოდენობის კაპიტალი. იმ საფონდო ბირჟებსაც კი, რომელთა რეგულაციებიც იქცა 2008 წლის რეცესიის მიზეზად აქვთ შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ივაჭრონ. შენ არ შეგიძლია ნიუიორკის სფონდო ბირჟაზე მცირე აქციების გაყიდვა. კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ მოთხოვნები და აუდიტის სტანდარტები წლების მანძილზე იმისთვის რომ შეძლონ აქციების გაყიდვა. აქციების გაყიდვა ხდება მხოლოდ ლიცენზირებული ბროკერებისა და მოვაჭრეების მიერ.

ვაჭრობის პირობებიც არის ძალიან სპეციფიური. ერთ ერთი რამ, რამაც მე ძალიან გამაკვირვა როდესაც გადავედი ბრიტანეთში 80 იანი წლების ნახევარში, იყო ის რომ ნებისმიერს შეეძლო მოეთხოვა თანხის სრულად დაბრუნება უკან იმ პროდუქტზე, რომელიც არ მოეწონებოდა იმ შემთხვევაშიც კი თუ პროდუქტი იყო ვარგისი. ასეთი რამ კორეაში არ ხდება. ბრიტანეთში, მომხმარებლის უფლება, შეიცვალოს აზრი, არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე გამყიდველის უფლება მიიღოს ნაკლები დანაკარგი პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში. ასევე არის სხვა უამრავი წესი, რომელიც არეგულირებს მიმოცვლის პროცესს ესაა მაგალითად: პროდუქტის ვარგისიანობა, მიწოდების უზრუნველყოფა, გადახდის წესი. ბევრ ქვეყანაში აუცილებელია ნებართვა გაყიდვების ობიექტის ადგილმდებარეობაზე. არსებობს აკრძალვები ქუჩებში ვაჭრობაზე და საცხოვრებელ არეალებში.

აგრეთვე არსებობს რეგულაციები ფასებზე. აქ არ ვსაუბრობ იმ უთვალსაჩინოეს მაგალითებზე როგორიცაა რენტის ზედა ზღვარი და მინიმალური ხელფასი, რაც ასე სძულთ თავისუფალი ბაზრის დამცველებს.

ხელფასების ზღვარს უამრავ ქვეყანაში ძირითადად განსაზღვრავს საემიგრაციო კონტროლი.  რაც ხდება არა „თავისუფალი“ შრომის ბაზრით, რასაც შეუძლია 80-90 პროცენტი გააღარიბოს და გაზარდოს პროდუქტიული ძალების ემიგრაცია, არამედ პირიქით მისი შეზღუდვით. ემიგრაციას განსაზღვრავს პოლიტიკა, ასერომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში რომ მთავრობა დიდ როლს ასრულებ ეკონომიკაში, მაშინ დაუკვირდეს იმას რომ ჩვენი ხელფასები პოლიტიკურადაა განსაზღრული.

2008 წლის კრიზისის შემდეგ სესხის ფასები ბევრ ქვეყანაში შემცირდა საპროცენტო განაკვეთის შემცირებით. მოხდა ეს იმის გამო რომ უცბად ხალხს აღარ მოუნდათ სესხის აღება და ამისგამო ბანკებს დაჭირდათ სესხების გაიაფება? არა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოთხოვნით. ჩვეულებრივ დროსაც კი, როდესაც მსგავს კრიზისებს ადგილი არ აქვს, ბევრ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს ცენტრალური ბანკი, რაც იმას ნიშნავს რომ პოლიტიკა ერევა ეკონომიკაში.

თუ ხელფასები და საპროცენტო განაკვეთები განსაზღრუება პოლიტიკურად, იმის გამო რომ ისინი გავლენას ახდენენ სხვა ფასებზეც, ნიშნავს იმას, რომ სხვა ფასებიც ასევე განსაზღვრება პოლიტიკურად.

არის თავისუფალი ვაჭრობა სამართლიანი?

ჩვენ ვხედავთ რეგულაციებს როდესაც მხარს არ ვუჭერთ მორალურ ღირებულებებს. მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ მკაცრად შეზღუდა ადამიანებით თავისუფალი ვაჭრობა, კანონს არღვევდნენ მონათმფლობელები, რომლებიც თავის მხრივ ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდნენ ადამიანებით თავისუფალ ვაჭრობაში. იმათთვის, ვისაც სჯეროდაა, რომ ადამიანების ფლობა შეიძლება, მონებით თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვა ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც წარმოებული საქონლით ვაჭრობის აკრძალვა. 80 იან წლებში, კორეაში, მაღაზიათა მესაკუთრეები, მოთხოვნას „უპირობო დაბრუნების“ შესახებ, მიიჩნევდნენ მთავრობის მიერ თავისუფალი ბაზრის უსამართლო დამამძიმებელ რეგულაციად.

ღირებულებათა შორის ამგვარი დაპირისპირება კვლავ გრძელდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ირგვლივ დებატებისას. ბევრ ამერიკელს სჯერა, რომ ჩინეთის შესვლა საერთაშორისო ვაჭრობაში, შეიძლება იყოს თავისუფალი, მაგრამ არა სამართლიანი. მათი ხედვით, მუშებსთვის დაუმსახურებელი დაბალი ხელფასების გადახდით და არა ჰუმანური სამუშაო პირობების შექმნით ჩინეთი მოქმედებს უსამართლოდ. თავის მხრივ, ჩინელებისთვის მიუღებელია, რომ მდიდარი ქვეყნები, მაშინ როცა ისინი იცავენ თავისუფალ ბაზარს, ბარიერებს უქმნიან ჩინურ ექსპორტს. უსამართლოდ თვლიან ისეთი მნიშვნელოვანი და დიდი რესურსის ექსპორტის შეზღუდვას, როგორიცაა იაფი სამუშაო ძალა.

აქ რა თქმა უნდა პრობლემა ისაა, რომ  არ არსებობს ობიექტური გზა „არა ჰუმანური სამუშაო პირობების“ და „მიუღებელი დაბალი ხელფასების“ განმარტებისთვის. საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკის განვითარების საფეხურსა და ცხოვრების სტანდარტს შორის არსებული უზარმაზარი გეფიდან გამომდინარე, ხელფასი, რაც ამერიკაში აკმაყოფილებს საბაზისო მოთხოვნილებებს, ჩინეთსა და ინდოეთში ითვლება კარგ ხელფასად. სამართლიანი ვაჭრობის მომხრე ამერიკელების წინა თაობაც მუშაობდა ძალიან ბევრს არაჰუმანურ პირობებში. ვიდრე მეოცე საუკუნის დასაწყისში საშუალო სამუშაო ხანგრძლივობა კვირაში არ შემცირდა 60 საათამდე. ეს იყო ქვეყანა, სადაც 1905 წელს უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნიუიორკის კანონი საცხობებში სამუშაო დღის ათ საათამდე შემცირების შესახებ, იმ საფუძველზე, რომ ეს კანონი ზღუდავდა მცხობელთა უფლებას ემუშავათ იმდენხანს რამდენიც უნდოდათ.

ასე რომ, დებატები სამართლიან ვაჭრობაზე, ეხება მორალურ ღირებულებებს და პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებს და არა ეკონომიკას მისი ჩვეული მნიშვნელობით. მიუხეავად იმისა, რომ ეს არის ეკონომიკური საკითხი,  არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ეკონომისტები თავიანთი პრაქტიკული უნარჩვევებით სათანადოდ წარმართავენ.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ რელატივისტურ პოზიციაზე და ვერ შევძლოთ რაიმეს კრიტიკა. ჩვენ შეგვიჩლია გვქონდეს ხედვა ჩინეთის პირივილეგირებული სამუშაო პირობების შესახებ და გავაკეთოთ რაიმე ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმის, რომ ჩინეთს არ შეუძლია შექმნას შვედეთის მსგავსი სამუშაო პირობები ან ქონდეს ამერიკის მსგავსი დონის ხელფასები, რაღაც დონეზე შესაძლებელია, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ისე ხელფასების ზრდა. იმის მიუხედავად რომ ჩინეთში ბერი ვერ იღებს პრივილეგირებულ სამუშაო პირობებს და უწევს მკაცრ რეგულაციებს დაემორჩილოს, ეკომომიკურ თეორიებს (პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ თეორიებს) არ შეუძლიათ გვითხრან რა შეიძლება იყოს „სამართლიანი“ ხელფასი და სამუშაო პირობები ჩინეთში.

2008 წლის ივლისში  ფინანსური სისტემის ჩამოშლის შემდეგ, ამერიკის მთავრობამ 200 მილიარდი დოლარი ჩადო იპოთეკართა ფედერალურ ასოციაციასა (Fannie mae) და  საცხოვრებელ სახლებზე ფედერალურ სასესხო კორპორაციაში (Freddie Mac), ამ ფაქტთან დაკავშირებით რესპუბლიკელმა სენატორი ჯიმ ბუნინგმა აღნიშნა, რომ ეს იყო ისეთი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო ისეთ „სოციალისტურ“ ქვეყანაში როგორიცაა საფრანგეთი.

საფრანგეთი გაცილებით რთულ მდგომარეობაშ იყო, მაგრამ 2008 წლის 19 სექტემბერს სენატორ ბუნინგს სწამდა რომ ქვეყანას მისივე ლიდერი მიაქანებდა ბოროტების იმპერიაში. ამავე დროს, პრეზიდენტი ბუშის სამოქმედო გეგმა ითავლისწინებდა გადასახადების გადამხდელთა 700 მილიარდის გამოყენებას „ტოქსიკური აქტივების“ შესაძენად ფინანსური სექტორის გამოცოცხლებისთვის. ბუში არგუმენტირებდა, რომ „სოციალისტად“ ყოფნის ნაცვლად, ეს იყო გეგმა, რაც გააგრძელებდა თავისუფალი წარმოების ამერიკულ სისტემას, რაც ეფუძნება, რწმენას, რომ ფედერალური მთავრობა უნდა ჩაერიოს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ამგვარად, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე  მასშტაბური ინტერვენცია ინიღბებოდა, როგორც ჩვეულებრივი საბაზრო პროცესი. თუმცა ამით ბატონმა ბუშმა გამოავლინა თავისუფალი ბაზრის მითი.

თუ არაფერი სიწმინდე არ არსებობს რომელიმე კონკრეტული ბაზრის საზღვრებში, მცდელობას ამ საზღვრების შესაცვლელის, ამართლებს მიზანი ამ ბაზრის დაცვის. მართლაც კაპიტალიზმის ისტორია არის ბრძოლა ბაზრის საზრვების წინააღმდეგ.

უამრავი რამ: ადამიანური არსებობა, სამთავრობო სამსახურები, ამომრჩეველთა ხმები, სამართლებრივი გადაწყვეტილებები ან საუნივერსიტეტო სივრცეები, რაც დღეს ბაზრის მიღმაა, მათი ამოღება მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით და არა საბაზრო პროცესით  თავისთავად. მიუხედავად აქ არსებული ლეგალური და არალეგალური მცდელობებისა, მარკეტიზაციისა ტედენცია ამ მიმართულებით მაინც შემცირებულია.

პროდუქტები, რომლებიც ჯერ კიდევ ვაჭრობის საგანია, მათ დროთა განმავლობაში უამრავი რეგულაცია შეეხო. უახლოეს წარსულთან შედარებით, დღეს, ჩვენ გვაქვს უფრო მძლავრი რეგულაციებზე თუ რა უნდა იწარმოოს, როგორ უნდა იწარმოოს (შეზღუდვები გამონაბლქვზე) და როგორ უნდა გაიყიდოს (პროდუქტის მარკირება და უკან დაბრუნება).

გარდა ამისა, ბაზრების საზღვრების უკან დაბრუნების პროცესი, მწვავე კონფლიქტების პარალელურად, მიუთითებს მის პოლიტიკურ ბუნებაზე. ამერიკას ქონდა სამოქალაქო ომი მონებით თავისუფალი ვაჭრობის ირგვლივ, ბრიტანეთს ქონდა ოპიუმის ომი ჩინეთთან, რომ უზრუნველეყო თავისუფალი ვაჭრობა. რეგულაციები ბავშვთა შრომის თავისუფალ ვაჭრობაზე იმპლემენტირებულ იქნა სოციალური რეფორმებით. სამთავრობო სამსახურებით და ამომრჩეველთა ხმებით თავსუფალი ვაჭრობა შეხვდა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგობას. ეს პრაქტიკები დასრულდა პოლიტიკური აქტივზმისა და საარჩევნო რეფორმის კომბინირებით.

ბაზრის საზღვრები არის ბუნდოვანი და შეუძლებელია მისი ობიექტური გზით განსაზღვრა, უნდა გავიაზროთ, რომ ეკონომიკა არ არის ისეთი მეცნიერება როგორც ფიზიკა ან ქიმია, თუმცა არის პოლიტიკური გამოცდილება. თავისუფალი ბაზრის მომხრე ეკონომისტებს შეიძლება სურთ საზღვრები მეცნიერულად განისაზღვრონ, მაგრამ ეს არასწორია.  საზღვრებს, რომელსაც შენ სწავლობ, ვერ განისაზღვრება მეცნიერულად, რასაც შენ აკეთებ არაა მეცნიერება.

ამგვარად, ჩანს რომ ახალი რეგულაციების ოპოზიციური მხარე მოითხოვს სტატუს კვოს შენარჩუნებას, იმის მიუხედავად, რამდენად უსამართლოც არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ვინმეს. მართი პოზიციის მთავარი აზრი, როცა მოითხოვენ არსებული რეგულაციების გაუქმებას არის ის, რომ  ბაზრის არეალი უნდა გაფართოვდეს, რაც ნიშნავს- ვისაც ფულია აქვს მიეცეს ძალაუფლება ამ სივრცეში, იმ პრინციპის მსგავსად რითაც ბაზარი ფუნქციონირებს ერთი დოლარი-ერთი ხმა.

როდესაც, თავისუფალი ბაზრის მომხრეები მხარს არ უჭერენ რეგულაციებს იმ არგუმენტით, რომ ამით შეიზღუდება ბაზრის თავისუფლება,  ისინი გამოხატავენ პოლიტიკურ პოზიციას. მათი იდეოლოგიურ ხედვას აქვს პრეტენზია, რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ არის პოლიტიკა, არამედ ობიექტური ეკონომიკური ჭეშმარიტება. მაშინ როცა სხვების პოლიტიკა არის პოლიტიკა. ასე რომ, ისინი ისევე არიან პოლიტიკურად მოტივირებულები, როგორც მათი ოპონენტები.

ბაზრის ობიექტურობის ილუზიის დამსხვრევა არის პირველი ნაბიჯი კაპიტალიზმის გასაგებად.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე აქამდე გამოქვეყნებული ჩანგის წერილები:

დაივიწყეთ პრო-ბიზნეს რიტორიკა: მდიდრების მთავრობა, სინამდვილეში ბიზნესის წინააღმდეგია

ჩანგი – ინდუსტრიული პოლიტიკა: შეგვიძლია თუ არა გავცდეთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ