კონკურსი ახალგაზრდა ანალიტიკოსებისთვის

საქართველოს პროგრესის ცენტრი, “სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, „ახალგაზრდები პროგრესული პოლიტიკისთვის“. ამ პროექტის ფარგლებში, პროგრესის ცენტრი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდების მიღებაზე. კონკურსის საშუალებით შეირჩევიან ახალგაზრდები, რომლებიც მოამზადებენ პოლიტიკის დოკუმენტებს შემდეგ თემებზე: ახალგაზრდობა და უმაღლესი განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაზღვევა. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგ-გადამზადება პოლიტიკის დოკუმენტების წერაში.
კონკურსის კრიტერიუმები:
– უმაღლესი განათლება შედმეგ სფეროებში: პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები;
– ასაკი: 21–30 წელი;
მსურველებმა სამოტივაციო წერილი და CV უნდა გადმოაგზავნონ 31 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: g.progresscenter@gmail.com; 5 აგვისტომდე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ