ავტორი: ჯოზეფ შტიგლიცი
თარგმანი: რევაზ კარანაძე
ნიუ–იორკი – მსოიფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლები მივიდნენ იმ აზრამდე , რომ მათი ეკონომიკა ინოვაციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ განვითარებული სამყაროს ქვეყნებში ინოვაცია უკვე ორ ათწლულზე მეტია რაც მათი ეკონომიკის ნაწილია. მართლაც ათასობით წელი, ინდუსტრიულ რევოლუციამდე შემოსავლები განიცდიდნენ სტაგნაციას. შემდეგ შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა და მუდმივად განიცდიდა ყოველწლიურ ზრდას, რომელიც ზოგჯერ ციკლური მერყეობის ეფექტებით ფერხდებოდა.
ჯერ კიდევ 60 წლის წინ ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი რობორეტ სოლოუ აღნიშნავდა, რომ არსებული შემოსავლების ზრდა უკავშირდება ტექნოლოგიურ პროგრესს და არა კაპიტალის აკუმულირებას – ანუ როგორ გავაკეთოთ საქმე უკეთ. მაშინ როდესაც პროდუქტიულობის ნაწილი იზრდება დიდი აღმოჩენების გაკეთების შედეგად, უმეტესი ზრდის წილი არის დაკავშირებული მცირე, ინკრემენტალურ ცვლილებებთან. ამიტომაც, ეს ქმნის განწყობას, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა იმაზე, თუ როგორ სწავლობს საზოგადოება და რა უნდა გაკეთდეს სწავლების წასახალისებლად, მათ შორის იმის შესწავლა, თუ როგორ ვისწავლოთ.
ერთი საუკუნის წინ, ეკონომისტი და პოლიტოლოგი ჯოზეფ შუმპეტერი მოიაზრებდა, რომ ბაზრის მთავარი ღირებულება იყო მისი უნარი განახლებისა. მას სჯეროდა, რომ ეკონომისტების ტრადიციული მოსაზრება კონკურენტუნარიან ბაზართან დაკავშირებით მცდარი იყო; მთავარი არსი იყო კონკურენცია ბაზრისთვის და არა კონკურენცია ბაზარში. ბაზრისთვის კონკურენციას მოქონდა ინოვაცია. ამ მოსაზრებით, შორეულ პერსპექტივაში მონოპოლისტების თანმიმდევრობა, უზრუნველყოფდა უკეთესი ცხოვრების სტანდარტებს.
შუმპეტერის მოსაზრება არ დარჩენილა გამოწვევის გარეშე. მონოპოლისტებს და დომინანტ ფირმებს, როგორც „მაიკროსოფტს“, შესწევთ ძალა ინოვაციის ჩახშობის. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მონოპოლისტებისთვის რეგულაციების დაწესება, მაშინ მათ შეუძლიათ საკუთარი მონოპოლისტური პოზიციების გასამყარებლად მიმართონ ანტი–კონკურენტულ საქციელს.
უფრო მეტიც, შესაძლოა ბაზრები შესაძლებელია არ იყვნენ ეფექტურები კლვევისა და სწავლისთვის სათანადო დონისა და მიმართულების შესაქმნელად. კერძო ინიციატივები შეიძლება ზუსტად ვერ ეწყობოდეს სოციალურ შემოსავლებს: ფირმები შეიძლება სარგებლობდნენ ინოვაციებისგან რათა გაზარდონ საკუთარი საბაზრო ძალა, გვერდი აუარონ რეგულაციებს, მიითვისონ სხვების მოგებები.
მიუხედავად ამისა, შუმპეტერის ფუნდამეტური მოსაზრებები კვლავაც ვალიდურია. კონვენციური პოლიტიკები, გათვლილი მოკლევადიან ეფექტურობაზე შესაძლებელია იყოს არასასურველი, თუ მოხდება გათვლა გრძელვადიან ინოვაციურ/შემსწავლელ პრესპექტივებზე. ეს განსაკუთრებით ერგება განვითარებად ქვეყნებსა და ახლადწარმოქნილ ბაზრებს.
ინდუსტრიული პოლიტიკა – სადაც მთავრობები ერევიან რესურსების სექტორებს შორის გადანაწილებაში ან უპირატესობას ანიჭებენ გარკვეულ ტექნოლოგიებს – ეს ეხმარება „ახლადჩასახულ ეკონომიკებს“ შესწავლაში. შესწავლა შესაძლებელია უფრო გამოკვეთილ იქნას კონკრეტულ სექტორებში (როგორიცაა წარმოება) და შესწავლის სარგებელი, მათ შორის წარმატების მისაღწევად აუცილებელი ინსტიტუციური განვითარება, შესაძლოა გადაიზარდოს ეკონომიკურ აქტივობებში.
ამგვარი პოლიტიკების მიღება ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა აირჩიოს გამარჯვებულები, რადგან თავად ბაზარი უკეთესად შეძლებს ამას.
თუმცა ფაქტები არ მეტყველებენ თავისუფალი ბაზრის მხარდასაჭერად. მსოფლიოს ფინანსურ კრიზისამდე ამერიკული კერძო სექტორი იყო საკმაოდ უნიათო კაპიტალის გადანაწილებასა და რისკების მენეჯმენტში, მაშინ როცა კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლების კვლევითი პროექტების შემოსავლები ეკონომიკაში აღემატება შემოსავლებს კერძო სექტორის პროექტებიდან. საქმე ისაა რომ, ხელისუფლება ახდენს უფრო დიდ ინვესტირებას ძირითად კვლევაში. ამის მაგალითად საკმარისია გავიხსენოთ ის საზოგადოებისთვის სასარგებლო ინოვაციები, როგორიცაა ინტერნეტის განვითარება და დნმ–ის აღმოჩენა.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ წარმატებებს გვერდით გადავდებთ, მაშინ თვალსაჩინო გახდება, რომ ინდუსტრიული პოლიტიკა არაა მიმართული გამარჯვებულების ამორჩევაზე. წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკები არჩევენ დადებითი გარეგანი პირობების რესურსებს – იმ სექტორებს სადაც შესწავლამ შესაძლოა სადმე მოუტანოს სარგებელი ეკონომიკას.
ეკონომიკური პოლიტიკები, დანახული შესწავლა–ინოვაციიის კუთხით, ქმნიან განსხვავებულ წარმოდგენებს სხვადასხვა საკითხზე. დიდი ეკონომისტი კენეთ ეროუ ყურადღებას ამახვილებდა „კეთებით შესწავლის“ მნიშვნელობაზე. ერთადერთი გზა რაც აუცილებელია იმის შესასწავლად თუ რა არის საჭირო ინდუსტრიული ზრდისთვის, არის, მაგალითად, მძიმე ინდუსტრია. ეს კი საჭიროებს რომ გაცვლითი კურსი იყოს კონკურენტუნარიანი ან გარკვეული ინდუსტრიები იყვნენ პრივილეგირებულები, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, რაც იყო მათი აშკარად წარმატებული განვითარების სტრატეგიის ნაწილი.
არსებობს დაუძლეველი არგუმენტი ახალ ეკონომიკებში ინდუსტრიული პროტექციონიზმის მხარდასაჭერად. უფრო მეტიც, თავისუფალი ბაზრის ლიბერალიზაციებმა შესაძლოა დააქვეითონ სახელმწიფოს შემსწავლელი უნარი, რაც აუცილებელია განვითარებისთვის: როგორ გადავანაწილოთ რესურსები და მოვახდინოთ რისკების მენეჯმენტი.
როგორც ინტელექტუალური საკუთრება, თუ კარგად არ იქნა დაგეგმილი, ასევე აქაც გვხვდება გარკვეული საფრთხეები შესწავლის კუთხიდან. მიუხედევად იმისა, რომ გაძლიერდება ინიციატივები შესწავლისთვის ამან შესაძლოა გააძლიეროს ინიციატივები გასაიდუმლოებისთვის – რაც შეაფერხებს ცოდნის ნაკადს, რომელიც შესწავლისთვის აუცილებელია და ფირმებს მისცემს საშუალებას აიღონ მაქსიმუმი საერთო ცოდნის ბაზიდან, რითაც მინიმუმადე დაიყვანენ თავიანთ შენატანს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ინოვაციური ტემპი შენელდება.
უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ, განვითარებადი ქვეყნებისთვის თავსმოხვეული ბევრი პოლიტიკა (განსაკუთრებით ასოციერებული ნეოლიბერალურ „ვაშინგტონის კონსესუსთან)“, ქმნის სერიოზულ დაბრკოლებებს რესურსების გადანაწილების მხრივ და აფერხებს ინოვაციური და შემსწავლელი პოლიტიკების განხორციელებას. ყოველივე, ეს კი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დაბალი სტანდარტების საწინდარია.
ვირტუალურად, ნებისმიერ სახელისუფლებო პოლიტიკას გამიზნულად თუ უნებლიედ, კარგად თუ ცუდად, აქვს პირდაპირი თუ ირიბი ეფექტები შესწავლაზე. იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც პოლიტიკოსებს აქვთ ეს ცოდნა, ეს მათ შესაძლებლობას აძლევს უფრო დაუახლოვდონენ განვითარებულ ქვეყნებს. განვითარებულ ქვეყნებს კი ეძლევათ საშუალება შეამცირონ დაშორება საშუალო და საუკეთესო პრაქტიკებს შორის და თავიდან აიცილონ სეკულარული სტაგნაცია.