ეთნოცენტრიზმის საფრთხე და გზა ეროვნული ერთსულოვნებისკენ

საქართველო, როგორც მრავალეთნიკური სახელმწიფო ოდითგან თანაბრად და თანასწორად იღებდა თავის წიაღში აქ მცხოვრებ ნებისმიერი წარმომავლობისა და აღმსარებლობის ადამიანებსა და ჯგუფებს. ქართველისთვის დღესაც საამაყოა ქართული ტოლერანტობა, ქართულ-ებრაეული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები და ყველსათვის ცნობილი ძველი თბილისის უბანი რომელშიც მეჩეთსა და სინაგოგას გვერდს ქართული ტაძარი უმშვენებდა და ეს არ ქმნიდა კომფლიქტსა და დაძაბულობას. საქართველოს არ ახსოვს ყოფილიყოს ჩვენში ისტორიულად ეთნიკური დევნა და რელიგიური ნიშნით ადამიანების შევიწროვება, უცხო იყო ჩვენში ქსენოფობია და ეთნოშოვინიზმი.

ამ ბოლო დროს საქართველოს მძიმე პოლიტიკურ – ეკონომიკურმა ვითარებამ წინა პლანზე წამოსწია ქართულ -სომხური საკითხი. ხალხი ალაპარაკდა, რომ მათ არ სურთ სომეხი პრეზიდენტი და სხვა მსგავსი განცხადებები გაჟღერდა პრესასა თუ ინტერნეტ სივრცეში. სწორედ მძიმე სოციალური ვითარების გამო ჩნდება ქვეყანაში ეთნიკური დაპირისპირებები. ყველანაირი ფაშიზმის და ქსენოფობიის უკან დგას ყველასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალური საკითხი. საქართველოს მოქალაქეებმა პრობლემის ძიება დაიწყეს ისევ და ისევ სხვაში, უცხოში, როგორც ახასიათებს ხოლმე ქართულ საზოგადოებას. საკითხი კი თავის მხრივ გაამწვავა იმ რელიგიურმა საკითხმა რომელიც გარიგინ მეორის ჩამოსვლას მოჰყვა საქართველოში.

პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რას ნიშნავს ერი. საკრალიზირებული სამშობლო რომელსაც არ ახლავს რაციონალური განსჯა ადამიანის ცნობიერებაში ქმნის გარკვეულ ბურუსს და იდეალთა ტყვეობაში ამყოფებს ინდივიდს. როდესაც ჩვენ შევხედავთ ერის და ქვეყნის თემას გააზრებული რაციონალური გონებით დავინახავთ, რომ ადამიანს განურჩევლად მისი აღმსარებლობისა თუ წარმომავლობისა საკუთარი საქმის მოსაწესრიგებლად და თვითრეალიზაცის მოსახდენად სჭირდება კოლექტივი, სოციუმი. ადამიანი სოციუმში ახდენს თვითრეალიზებად, თვითგამორკვევას. საქართველოს მოსახლეობა განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნისა ქმნის იმ ხალხს რომელსაც თანაბრად სჭირდება განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, კულტურული გარემო, თვითრეალიზება. ყველა ინდივიდს განურჩევლად მისი წარმომავლობისა სჭირდება კულტურული ფასეულობები და სოციალური გარემო რომ ადამიანად იგრძნოს თავი და პიროვნებად შედგეს. ქართული კულტურა და ქართული ენა საქართველოს განუყოფელი ნაწილია, აქ მცხოვრები უმცირესობები კი თავს ვერ იგრძნობენ სრულუფლებიან ინდივიდებად თუ არ გააჩნდათ დომინანტ კულტურასთან იდენტობა. აქ მცხოვრებ ინდივიდებს სჭირდებათ გარემო სადაც თანასწორ, სოლიდარულ კოლექტიურ ცხოვრებაში საკუთარ სიტყვას იტყვიან და საკუთარი თავის გამოხატვას მაქსიმალურად შეძლებენ. ადამიანებს ჭირდებათ ღირსეული საარსებო გარემო და პირობები, ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფო და საზოგადოება აშენდეს რაღაც გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძველზე და მაქსიმალურად მიიღწეს საერთო კეთილდღეობა. საყოველთაო კეთილდღეობა სოლიდარობისა და ერთიანობის გარეშე მიუღწევადია, ერთიანობის განმაპირობებელი წყაროები კი ქართული ენა, ქართული კულტურა და ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა გახდეს. ამით საქართველოს მოქალაქები შედგებიან ახალ ქართულ ნაციად, რომელიც მსოფლიო გლობალურ პროცესებში არ დაკარგავს ეროვნულ ინდივიდუალიზმსა და თვითმყოფად სახეს.

საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება ქართულ ფასე

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ