ლუკა ეხვაია: ლიტერატურის ექსჰუმაცია

პამფლეტი ქართულ ლიტერატურაზე ალბათ ბევრი გრძნობს ინტუიციურად, რომ რაღაც რიგზე ვერაა ჩვენს მიკრო-ლიტერატურულ სამყაროში, ასეთი განწყობები კი უმიზეზოდ არასოდეს ჩნდება. რატომღაც ქართველი მწერლების უმეტესობას ორეოლივით დასდევთ მოსაწყენი იმიჯი, სტილურ-ვიზუალური დივერსიფიცირებულობის მიუხედავად ინტერესს მაინც ვერ აღძრავენ საზოგადოებაში, რადგან მეტწილად მათი სტილურობა კიჩია. თანამედროვე  ქართველი მწერლების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანისას აღმოვაჩენთ, რომ უღიმღამოები და ალაგ-ალაგ პრიმიტიულად ეპატაჟურები არიან, […]