ჟილ დელიოზი: P.S. კონტროლის საზოგადოების შესახებ
მარიამ გაჩეჩილაძის თარგმანი 1. ისტორიული მიმოხილვა ფუკო დისციპლინარული საზოგადოებების წარმოშობას მიაკუთვნებს მეთვრამეტე და მეცხრამეტე ასწლეულს. მათ საკუთარ აღმავლობას მიაღწიეს მეოცე საუკუნის დასაწყისში. ისინი შეუდგნენ პატიმრობის უზარმაზარი სივრცეების ორგანიზებას. მას შემდეგ ინდივიდუუმი უწყვეტად გადადიოდა პატიმრობის ერთი სივრციდან – მეროეში, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კანონი გააჩნდა: ჯერ ოჯახის კანონი, შემდეგ სკოლის, ( „შენ უკვე აღარ ხარ შენს […]