ქურთული სეპარატიზმი – როდემდე იქნება დამოკლეს მახვილი თურქეთის თავზე?

,,…ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ – მხოლოდ მთები…” (ქურთული ანდაზა) თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სამართლიანად ითვლება სეპარატიზმი. დღესდღეობით დედამიწაზე დაახლოებით 5 ათასამდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს ანუ სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა პოლიეთნიკურია. სეპარატიზმისა და სადავო ტერიტორიების პრობლემა კი თანამედროვე მსოფლიოს დაახლოებით 75 ქვეყანას აწუხებს. 2013 წლის 10 იანვარს პარიზში ქურთების ინსტიტუტის შენობაში სამი ქურთი აქტივისტის გვამი იპოვეს. […]