ვარდისფერი სათვალით დანახული საქართველო

ტიმოთი რაიანი „ჩემს ბავშვობაში, ცივი ომის დროს, ამერიკა ჩვენთვის აბსოლუტური იდეალი იყო“, – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩარლი როუზის შოუ, 2011 წლის 11 მარტი.  მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა, რევოლუციით, რომელმაც ახალი, დემოკრატიული მისწრაფებების მქონე მთავრობის მოსვლის შესახებ გვამცნო, რომლის მზერაც ევროპისა და ამერიკისკენ იყო მიპყრობილი. ეს როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში გამოიხატა. […]

ლეიბორისტების პოზიცია 21 მაისთან დაკავშირებით

რა პოზიციას დაიჭერს ლეიბორისტული პარტია 21 მაისის აქციების მიმართ? ცხადია, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სოლიდარულია სახალხო პროცესისადმი და ჩვენი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტისა და სამართლიანი მისწრაფებებისადმი. თუ ეს სიტყვები ძალიან არ გაცვდა და ჯერ კიდევ არ დაუკარგავს შინაარსი და მნიშვნელობა, ჩვენ ტრადიციულად ხალხის გვერდით ვდგავართ, თუმცა, ამ აქციების, მეტადრე, დაანონსებული რევოლუციების ორგანიზატორთა შემადგნელობაში არ შევდივართ. […]