ლეიბორისტების პოზიცია 21 მაისთან დაკავშირებით

რა პოზიციას დაიჭერს ლეიბორისტული პარტია 21 მაისის აქციების მიმართ?

ცხადია, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სოლიდარულია სახალხო პროცესისადმი და ჩვენი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტისა და სამართლიანი მისწრაფებებისადმი.

თუ ეს სიტყვები ძალიან არ გაცვდა და ჯერ კიდევ არ დაუკარგავს შინაარსი და მნიშვნელობა, ჩვენ ტრადიციულად ხალხის გვერდით ვდგავართ, თუმცა, ამ აქციების, მეტადრე, დაანონსებული რევოლუციების ორგანიზატორთა შემადგნელობაში არ შევდივართ.

ვისუვებდით, რომ ჩვენს მოსახლეობას იმედები კვლავ არ გაუცუდდეს.

თუ აქციებმა ხელისუფლება შეცვალეს, მისი ინიციატორები სავარაუდოდ ხელისუფლებაში მოვლენ, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, როგორი უნდა იყოს ინიციატროთა პასუხისმგებლობა?

ჩვენი და თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების მონაწილეთა ყველაზე სამართლიანი მიზანი უნდა გახდეს ის, რომ ძალაუფლება დავუბრუნოთ ხალხს და არა ხელისუფლებიდან წამოსულ პოლიტიკურ პერსონებს.

მიზნის სწორად გააზრებისა და ერთსულოვანი ნების შემთხვევაში ეს შესაძლებელია. ეს სამართლიანია. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ.

ინიციატორთა პასუხისმგებლობა კი, როგორც ხალხის გულწრფელი ემოციების გაფრთხილებაზე, მოვლენათა განვითარებაზე, ასევე პოლიტიკურ შედეგებზე განუზომლად დიდია.

იმედია, აქციის ორგანიზატორებს კარგად აქვთ გააზრებული პროცესიც, თავისუფალ დემონსტრანტთა უსაფრთხოებაც და პოლიტიკური შედეგიც.

ჩემი აზრით, ამ აქციების შედეგებმა, სულ მინიმუმ, რეალური ცვლილებების საფუძვლები მაინც უნდა მოამზადოს და თუ კვლავ გამოიჭედა რეჟიმის უძლეველობის ხატი; და თუ ეს კვლავ ჩვენი საზოგადოების ხანგრძლივვადიან ფლუსტრაციაში გადავიდა, აქ ორგანიზაოტრებისადმი პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი,საზოგადოების ყველა ფენიდან, ყველა სოციალური ჯგუფიდან და ყველა პოლიტიკური პარტიიდან.

 

თვლით თუ არა, რომ ღევანდელი ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ საზოგადოების სხვადასხვა ფენების ინტერესებს, თუ პარტიები ჯგუფდებიან ინტერესების გარშემო _ ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესი, ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი, დასაქმების ინტერესი, გამდიდრების ინტერესი?

თქვენი შეკითხვა პასუხების მთელ წყებას მოიცავს.

სამწუხაროდ, ეს თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცხოვრების რეალობაა, იმის მიუხედავად, რომ ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში არსებობს უდიდესი არსენალი და მემკვიდრეობა განსხვავებული იდეოლოგიური და მსოფლხედველობრივი პოლიტიკური პარტიებისა, დღეს ერთმანეთის მონათესავე და ერთმანეთისაგან, პრაქტიკულად, განუსხვავებელი პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფები იქმენბიან ძირითადად ლიდერების გამო.

ერთადერთი განსხვაებული იდეოლოგია გახლავთ მემარცხენე იდეოლოგია და ლეიბორისტული პარტია. თუმცა ვისურვებდი, რომ გაძლიერდნენ სხვა სოციალურად ორიენტირებული და სოციალდემოკრატული ღირებულებების პოლიტიკური პარტიები, რადგან ამ ხელისუფლების, ამ პოლიტიკური სისტემის, ამ ფსევდონეოლიბერალური იდეოლოგიის ერთადერთი და რეალური ალტერნატივა სწორედ მემარცხენე ალტერნატივაა.

როგორი სახის პარტიების ხილვა გინდოდათ საქართველოში ლეობორისტების ხელისუფლებაში ყოფნის მაგალითად მეხუთე წლისთავზე?

მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა, რომელიც მუდმივი ბუნებრივი კონკურენციის რეჟიმში იმყოფება და მუდმივად მიმართულია მსახურებაზე და არა პოლიტიკურ ბატონობაზე.

რა უშლის ხელს ხელისუფლებაში მემარცხენე პარტიების მოსვლას?

რამდენიმე ობიექტური გარემოება:

1. რეჟიმის თვისებაპოლიტიკურ სივრცეში არ დაუშვას და არ გააძლიეროს ხალხის ინტერესების გამომხატველი და სოციალურ იდეოლოგიაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები.

2. არათავისუფალი კონკურენტული გარემო.

3. საერთაშორისო კონტექსტი, კერძოდ, ნეოლიბერალიზმის ჯერ კიდევ ძლიერი ინერცია მთელს მსოფლიოში.

დავუშვათ მოხვედით ხელისუფლებაში და მედია გაათავისუფლეთ, იმედი და რუსთავი იყიდა სააკაშვილის გუნდის ორმა წევრმა, შეძლებთ ქვეყნის მართვას თქვენდამი ოპოზიციური არხების არსებობისას?

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მედია იყოს თავისუფალი, მფლობელის მიუხედავად.

ჩემი აზრით, ჩვენ ყველას ერთად არ გვჭირდება ოპოზიციური ტელევიზია, ისევე, როგორც არ გვჭირდება სახელისყფლებო პროპაგანდა.

ჩვენ ყველას ერთად გვჭირდება ობიექტური და თავისუფალი მედია, თავისუფალი და დაბალანსებული სიანფორმაციო პოლიტიკით რაც რეალურ საფუძვლებს ქმნის კონკურენციის განახლების, დემოკრატიის და წინსვლისათვის.

თქვენს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა მომავალი ექნება სააკაშვილს? ის წარმოგიდგენიათ ერთ ერთ ოპოზიციონერად?

დიდი ხანია მზად გვაქვს კანონპროექტიოპოზიციის შესახებ”. ეს უსათუოდ მისაღები კანონია, რომელიც დაიცავს ოპოზიციას, მის უფლებებსა და თავისუფლებებს და მკაფიოდ განუსაზღვრავს მის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.

რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს, მიგვაჩნია, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური პასუხისმგებლობები აქვთ და ექნებათ ბოლო 15 წლის და განსაკუთრებით ბოლო7 წლის სახელისუფლებო საქმინობაზე. მათ სამართებრივ პასუხისმგებლობაზე კი უნდა ილაპარაკოს კანონმა და მართლმსაჯულებამ.

თუ ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით, დაუჭერთ თუ არა მხარს ბოლო წლების პრივატიზაციების გადახედვას და სააკაშვილის პერიოდის ბიზნესმენების დაფერთხვას?

აქ ვითარება მრავალპლასტიანია:

კერძოდ: გადასახედია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში. უფრო კონკრეტულად _ საქართველოს კონსტიტუციამ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე განსაზღვრა სტრატეგიულ მიმართულებთა და ობიექტთა ის ნუსხა, რომელიც პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა და იგი სახელმწიფო საკუთრებად უნდა დარჩენილიყო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი ქართული სახლემწიფოს საკუთრებიდან გადავიდა სხვა სახელმწიფოთა საკუთრებაში

ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ კერძო საკუთრებას, როგორც პიროვნების თავისუფლების საფუძველს. არ ვისურვბდით ეკონომიკური და ფინანასური ხელხალი გადანაწილების პროცესში ჩართვას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ მართლმსაჯულებას და კანონს ჰქონდეთ ბევრი კითხვა დღეს მოქმედ ბიზნეს პერსონებისა და კომპანიების მიმართ.

რა მომავალი აქვს ივანიშვილის მსგავს მდიდრებს ლეიბორისტულ საქართველოში?

ქართულმა სინამდვილემ მდიდარ ადამიანთა ქველმოქმედების გასაოცარი გამოცდილება იცის. მათ შორის, სარაჯიშვილების, ზუბალაშვილების, ხოშტარიების და სხვათა. უახლესი წარსულის ამ გვარებს თანამედროვე ქველმოქმედნიც შეემატნენ,… ვისურვებდი, რომ შეძლებული და მდიდარი ქართველები ქველ მოქმედებდნენ ქვეყანას, ხალხს, სხვადასხვა მასშტაბურ სახელმწიფოებრივ, სოციალურ და კულტურულ პროექტებს და არა ხელისუფლებას, არა მმართველ კლასს, ვინც უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში.

ნანობთ თუ არა, რომ სააკაშვილს მაშინ საკრებულოს თავმჯომარეობა დაუთმეთ ლეიბორისტებმა?

ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს მე არ გახსლდით აქტიურ პოლიტიკაში და კათოლიკოსპატრიარქის დავალებით ვმუშაობდი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ შეფასება მომიწევს დისტანცირებული პოზიციიდან.

ჩემი აზრით, მაშინდელმა პოლიტიკურმა სპექტრმა რეალურად ვერ შეაფასა და მითუმეტეს, იმჟამინდელი საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით სწორად ვერ გაიაზრა პოსტ შევარდნაძისტული პერიოდი, რომელიც პრაქტიკულად უკვე დამდგარი იყო.

ვფიქრობ, რომ დროის სწორად შერჩევა და დროის განცდა წარმატების საფუძველია ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის, მითუმეტეს პოლიტიკური პარტიისთვის.

 

ხანგრძლივი ოპოზიციონერობა მხარდამჭერებს გიმრავლებთ თუ გიმცირებთ?

ცხადია, ოპოზიციონერობა თვითმიზანი, აკვიატება და კომფორტი არ არის, მაგრამ იმ რელობაში, როდესაც გაბატონებული მმართველი კლასი რევოლუციებით და სახლემწიფო გადატრიალების გზით იცვლის ფერს, სახელწოდებებს და ასე აგრძელებს მმართველობაში ყონას, დამერწმუნეთ, ეს უდიდესი ბარიერია არა თუ ხელისუფლებში მოსვლის გზაზე, არამედ ზოგადად პოლიტიკური არსებობის, დამკვიდრების, შენარჩუნებისთვისაც კი. ამიტომაც ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს მოვამზადოთ რეალური საფუძვლები რეალური ცვლილებებისათვის და ხელისუფლების სათავეში, ხალხის ნებითა და დასტურით მოვიყვანოთ რეალური მემარცხენე ალტერნატივა _ ლეიბორიტული პარტია და სხვა სოციაურად ორიენტირებული პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია. სწორედ ეს იქნება თვისობრივად ახალი შედეგი მიმართული სოციალური სამართლიანობის, სოც. თანასწორობის და სოც. წონასწორობის აღდგენისაკენ, და ძლიერი დემოკრატიული საქართველოს მომავლისათვის.

european.ge

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ