სულ სხვანაირი სტუდენტები

ქართული პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმ პარადოქსალურ სიტუაციას,  რომელიც სუფევს ქართულ პოლიტიკოსებში სტუდენტური და საერთოდ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ.  პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს  გამონახოს საერთოდ ენა ახალგაზრდებთან, შედეგად ,  სტუდენტებს აცხადებენ ხოლმე სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერებად და გულისტკივილით აღნიშნავენ უცხოელი სტუდენტების წამყვან როლს საპროტესტო მოძრაობებში. 
 
აღსანიშნავია,  როგორც ყოველთვის  ქართველი პოლიტიკოსები ან ვერ ახერხებენ ან აგვიანებენ  იმ პოლიტიკური ტენდენციების შემჩნევას რომელიც მათ თვალწინ ყალიბდება ან უკვე ჩამოყალიბდა. არაფორმალური ქორწინება ,რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდგომ  არსებობდა ქართველ ახალგაზრდობასა და ხელისუფლების შორის  უკვე დასრულდა და დღეს უკვე  აქტიური ახალგაზრდების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ მტრულად არის განწყობილი.  უბრალოდ განსხვავებით ქართული პოლიტიკაში არსებული დღის  წესრიგისა, სტუდენტობის განწყობა მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა  და სწორედ ამიტომაც მათი  დიდი ნაწილი ისევე ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს როგორც თავად ხელისუფლებას.
 
ბუნებრივია, როდესაც ხედავ რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის  არსებითად სხვაობა მხოლოდ ის არის რომ “მიშა უბრალოდ ცუდი ტიპია” და მისი ოპონენტები კიდევ კარგები და  და კეთილები არიან და ეს არის უმთავრესი განსხვავება, წარმოუდგენელია  ასეთი პოლიტიკის მიმართ არ ჩამოგიყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება.
 
ბოლო პერიოდში, მიუხედავად არნახული და ევროპაში და მსოფლიოში სრულიად წარმოუდგენელი ეკონომიკური აღმავლობის ტემპების მიუხედავად ეს არანაირად არ აისახება, სტუდენტების და მათი ოჯახების ცხოვრებაზე. ბევრი სტუდენტისთვის ცხადი რეალობაა, როდესაც ვეღარ ახერხებენ სწავლის არაადეკვატური გადასახადის გადახდას და განათლების გარეშე რჩებიან, ასევე სათუოა განათლების მიღების შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივებიც . ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკა ფაქტიურად ადგილს არ ტოვებს სტუდენტებისთვის, გამომდინარე იქიდან რომ  ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია დაბალკვალიფიცირებული მშრომელების არსებობაზე, რომლებმაც საკუთარი სიიაფით და მშრომელებისადმი ნებისმიერი მოპყრობის უფლებით(ლიბერალური შრომის კოდექსი) უნდა მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები.(აქვე შეიძლება აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ, დამქირავებელს ვგონებ მოკვლის გარდა ნებისმიერი რამის უფლება აქვს, რატომღაც არ ჩანს უცხოელი ინვესტორების მიერ ატალახებული  საქართველოს საზღვრები)
 
სწორედ ასეთ პირობებში ახალგაზრდობის გამემარცხენება,   სრულიად ბუნებრივი და ავთენტური პროცესია. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად  სხვადასხვა  ქალაქების სტუდენტურ სასწავლებლებში მცირე თუ დიდი ჯგუფები იქმნებიან. ამ პროცესის ყველაზე ნათელი დადასტურებაა “ლაბორატორია 1918” რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა, სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტების ბაზაზე და დღეს  აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობებში და ხშირად თავად არის ინიციატორი ამა თუ იმ საპროტესტო პროცესის.
 
ყველაფერ ამაში გასაკვირი  მხოლოდ ის შეიძლება იყოს რომ ეს პროცესები საქართველოში მხოლოდ ახლაღა დაიწყო, მაგრამ როგორც ამბობენ  სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.  გლობალურ ნეოლიბერალურ  წესრიგს უკვე დიდი ხანია  წყალი შეუდგა და ამ  ტენდენციებმაც  საქართველოშიც ჩამოაღწია, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს  მხოლოდ საზოგადოების ყველაზე პროგრესულ ნაწილში, სტუდენტობაში გამოიხატება.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ