სამშობლოსთან ადამიანის მიმართების შესახებ 

ერი და სამშობლო, ეს ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები ცნებები აგერ უკვე რამდენი ხანია უდიდეს განხილვის საგანს წარმოადგენს, ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძე წერდა: არსად შეხვდებით ისეთ გაურკვეველ შეხედულებას ეროვნების შესახებ როგორც საქართველოშიო. ამ ფაქტს თავისი მთელი რიგი მიზეზები აქვს და ახლა არაა მათი განხილვა ჩემი მიზანი, მე მინდა უშუალოდ ადამიანისა და სამშობლოს და შესაბამისად მათგან გამომდინარე ეროვნების პრობლემას შევეხო. სასაუბრო ვრცელია და მე შევეცდები მოკლედ ორი სიტყვით ჩამოვაყალიბო ჩემი სათქმელი, რადგან ზემოაღნიშნული პრობლემა ხშირად ‘სახალხო პატრიოტული მოძრაობის’ კრიტიკის მიზეზი ხდება.

პირველ რიგში ავღნიშნავ რომ ეროვნული თვითგამოურკვევლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისტორიული თვით-გამოურკვევლობაა. მე ამ პრობლემის შესახებ ცალკეც დავწერე ( იხ. ‘პრიმორდიალიზმი და წარსულის ჰაროიკული ჭვრეტა’ ) და ახლაც ავღნიშნავ: რუსული იმპერიის ძალისხმევით, ისტორიის გაყალბებით, საქართველოში ისტორიული მეხსიერების ჯაჭვის წყვეტით ჩვენში გაჩნდა შიშები. ამ შიშებზე მერაბ მამარდაშვილი წერდა: “დამოუკიდებლობის დაკარგვა და აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ, შემდეგ კი ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაპყრობა, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, იმ ეროვნულ ტრამვად იქცა, რომელმაც წარმოშვა ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში და თვითგადარჩენის გრძნობა როგორც ამ შიშის რეაქცია. სუფრულმა თავისუფლებამ განდევნის მექანიზმის როლი შეასრულა. მისი მეშვეობით მოხდა რეალური არათავისუფლების იგნორირება და მისივე თავისუფლების მითით ჩანაცვლება”.
ჩვენ მითებით, წარსულის გამოგონილი მითებითა და შეთხზული ტრადიციებით, ამ ყველაფერზე ჩაბღაუჭებით და თავგამოდებული ნაციონალიზმით შევეცადეთ გადაგვერჩინა ჩვენი თავი. მე ყველა იმ თვითგამოცხადებულ ინტელექტუალს ვამტყუნებ, ვინც ამის გამო ქართველ ერს ამტყუნებს რადგან ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ტყვეობაში მყოფი ერის! თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას რომ ამაზე გაჩუმება და არსებულ პრობლემაზე თვალის დახუჭვა დანაშაული არი იქნება ისევ და ისევ საქართველოს ხალხის წინაშე.
მოკლედ რეალურია პრობლემა და მას აქვს გამომწვევი ასევე რეალური მიზეზები, პრობლემას კი შეგვიძლია ვუწოდოთ – საკრალიზებული სამშობლო ადამიანის გარეშე.

იდენტობის დაკარგვის შიში დღეს გამოიხატება ფრაზით "ეროვნულობას გვართმევენ". რა იმალება ამ "წართმეული ეროვნულობის" უკან თვითონ ამ იდეით შეშფოთებული ქართველისთვისაც ხშირად ბუნდოვანია, ანუ თავად ცნების ეროვნების გარშემოა მთელი ბუნდოვნება.
ადამიანისთვის თავისი ერი უზრუნველყოფს თავისი უსაფრთხოების და მხარდაჭერის გარანტიას და შესაბამისად ერის იდეა და არსი ადამიანთა ერთიანობას, მათ კოლექტიურობას და სოლიდარობას ნიშნავს. ადამიანთა ერთიანობით განპირობებულია მათი საერთო სულიერი ღირებულებების და მატერიალირი ფასეულობების ჩამოყალიბება: საერთო სახელმწიფოთი, ტერიტორიით, ენით, კულტურით, სარწმუნოებით ( საქართველოს შემთხვევაში ქართული კოლექტივის ერთიანობას სარწმუნოება ისტორიულად დიდხანს ინახავდა, ანუ ეროვნულობა იყო სარწმუნოებასთან გაიგივებული ) ერს გააჩნია ისტორიული მეხსიერების ჯაჭვი და ასე შემდეგ. იმისთვის რომ ერმა იარსებოს მას სჭირდება მთელი რიგი ფასეულობები და ღირებულებები გადასცეს თაობიდან თაობას, მასში იყოს მყარი შეჯგუფულობის განცდა ( საერთო ეროვნული ერთიანობის განცდა ) ერში შემავალი ინდივიდები ბუნებრივ თვითიდენტიფიკაციას უნდა ახდენდნენ ერთმანეთთან და თავს საერთო ნაციონალური სივრცის ნაწილად მოიაზრებდნენ. ეს ერთიანობა და საერთო ფასეულობები, ღირებულებები უნდა იყოს ადამიანისთვის გარანტი, რომ იგი ამ კოლექტივში არის დაცული, აქვს მხარდაჭერა, თავისი ხალხის მეშვეობით ახდენს პიროვნულ თვითგამორკვევას და თვითრეალიზაციას.

ერმა რომელმაც დაკარგა სახელმწიფო და ოკუპანტის ტყვეობაში აღმოჩნდა, ბუნებრივი შეჯგუფულობის შენარჩუნება, რეალური თავისუფალი თვითგამორკვევის შესაძლებლობა დაკარგა და თავისსავე მითების ტყვეობაში მოქცეული ოცი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს საკუთარი თავისგან განთავისუფლებას.
განთავისუფლებით მიიღწევა თავისუფლება. განთავისუფლება გზაა რომელიც დამოუკიდებლობით უნდა მიიღწეს. დამოუკიდებელი ინდივიდი საკუთარ პიროვნულ არჩევანს აკეთებს იმ ფასეულობებისა და იდეების გააზრებით რაც მის ერშია მოცემული, იგი საკუთარ ბედს უკავშიორებს კონკრეტულ სოციუმს და ამ გზით მიიღწევა საერთო ეროვნული თავისუფლება. არამც და არამც თავს მოხვეული ღირებულებების ძალდატანებით შთაგონებითა და დიქტატურის დამყარებით, რა სახისაც არ უნდა იყოს ის. დაუშვებელია პოსტ-საბჭოთა საქართველოზე გულაცრულებული კლავიატურაზე მოთამაშე ცინიკოსების დადგენილი სტანდარტებით ‘ბნელით’ და ‘პროგრესულით’ თანამედროვე ძლიერი ერისა და საზოგადოების ფორმორება. ნიბისმიერი იდეა, როგორი ჰუმანურიც არ უნდა ეჩვენებოდეს მავანს თუ არის დადგენილი დოგმა და მისი აღსრულების მიზეზი ხდება ის რომ არ შეირაცზხოს ადამიანი ბნელად და მარგინალად ეს უკვე იდეის დიქტატურაა და თანამედროვე ლიბერალიზმის აპოლოგეტები ინტერნეტ წიაღში სწორედ ამ დიქტატურის დამყარებისთვის არ იმსახურებენ ელიტად და მისაბაძ ნაწილად დასახელებას.

სამშობლო როგორც კულტი რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ადამიანი არის იმ იდეის და არსის უარყოფა რასაც ერი და მისი მნიშვნელობა განაპირობებს. შიშების გამო არ შეიძლება ადამიანი უარს ამბობდეს თავისუფალ აზროვნებაზე და ფასეულობათა გადაფასებაზე. მაგრამ თუ არ გაგაჩნია ალტერნატიული გზა იმისთვის რომ შენი ერთიანობა და კოლექტივის შეჯგუფულობა იყოს დაცული, ბუნებრივია რომ ვერც იმას მოახერხებ უარი თქვა ყველაფერზე ხელაღებით რის გამოც ‘ბნელს’ და ‘ჩარჩენილს’ გიწოდებენ. თუ არ ექნება საქართველოს ის ახალი პარადიგმა რაშიც მისი მოსახლეობა ერთ ერად შედგება, ერთ საერთო ფასეულობებზე შეჯერდება ვერც იმ ძველს მოიშორებს, რაც საბჭოთა მემკვიდრეობა უფროა ვიდრე წინაპართა დანანტოვარი სიწმინდეები რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს – როგორც საღდება ხოლმე ეს ყველაფერი.

ნაციონალიზმი და ეთნოშოვინიზმი ვითარდება ისეთ გარემოში, სადაც არ არსებობს თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანტა შორის სოლიდარობა და ერთიანობა. ეთნოშოვინიზმი და ნაციონალიზმი კი დღეს საქართველოში თავისთავად ნიშნავს დაყოფას, დახლეჩას, დაქუცმაცებული საქართველოს უარესად დაშლა-დანაწევრებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა, გვაქვს ის ფუნდამენტური ფასეულობები და ღირებულებები რაც ღერძია ქართული ერთუსულოვნების. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მდიდარი ისტორია, რომელსაც ახლებური გადახედვა და შესწავლა სჭირდება და მითებისგან განთავისუფლება!

მითების და ილუზიების საბურველში გახვეული პატარა ერი დღევანდელი გლობალირი ურთიერთობების პირობებში განწირულია. თუ ერს არ აქვს თვითგამორკვეული თავისი რეალური რაობა, ფუნქცია, თავისი ავი და კარგი, თავისი ფასეულობები და ღირებულებები რომლის დაცვაც მისი თვითმყოფადი სახის შენარჩუნებას სჭირდება ვერ მოახერხებს შენარჩუნდეს და დარჩეს მსოფლიოს ერთა შორის ღირსეულ ადგილას.

სამშობლოს ცნების განსაზღვრებისას ჩვენ უპირველეს ყოვლისა მთა და ბარს, მიწას და წყალს, მამა-პაპათა ადათ-წესებსა და ქართულ ისტორიას კი არა საქართველოს მოქალაქეეს რომ წარმოვიდგენთ რომლის ავი და კარგი თითოეული ჩვენგანის ინტერესებში შედის, რომ ყოველი ამ ქვეყნის მოქალაქე ურთიერთ დამოკიდებულებაშია და ყოველი ის ფასეულობა და ღირებულება რაც ამ ქვეყნის შემადგენლობაში შედის უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანს, მაშინ შეიძლევა ვიფიქროთ რომ ვართ თანამედროვე, ძლიერი, ჩამოყალიბებული ნაცია.

უგულვებელყოფა ადამიანური კეთილდღეობის, მისი სოციალური პრობლემების და გაჭირვების ნიშნავს რომ ერი არაა ერთსულოვანი და არ არის ძლიერი, შემდგარი და მყარი. ზემოთ ვახსენე რომ კოლექტივთან თვითიდენტიფიკაციის მიზანი ესაა ადამიანმა შეძლოს თავისი თავის რეალიზება, თავისი საქმის მოწესრიგება და პიროვნული თვითგანორკვევა. ის ფასეულობები და ღირებულებები რაც აერთიანებს საქართველოს: სახელმწიფო, ენა, მიწა და სხვა ექვემდებარება სწორედ ადამიანს და მის ინტერესებს.

სოციალურ პრობლემებზე და ეროვნულ იდენტობაზე ერთიანად გაკეთებული აქცენტი საჭიროა, რათა მიიღწეს: საქართველოს ადამიანთა ერთსულოვნება, მათ შორის სოლიდარობა, მათთვის ქართული სახელმწიფოს, ენის, კულტურის, მთელი რიგი სულიერი ფასეულობების და მატერიალური ღირებულებების განცდა როგორც მშობლიურის, როგორც სიწმინდის… ‘ჩემიას’ განცდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეში ქართული ფასეულობების და ღირებულებების, ქართველი ერის მიმართ.

თუ არ გაკეთდება აქცენტები იდენტობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ეროვნულ ფასეულობებზე ამით საქართველოში მცხოვრებ ადამიანს არ ექნება განცდა რომ ის თვითმყოფადი, ჩამოყალიბებული ერის შვილია და არ ექნება განცდა იმისა რომ მას და მის ხალხს საერთო ინდივიდუალური ერთიანობა განასხვავებს დანარჩენი კაცობრიობისგან. ადამიანში შინაგანი მრწამსი, შემდაგარი პიროვნული მსოფმხედველობა და ინდივიდუალიზმი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს როდესაც გააჩნია ეროვნება, ეროვნული იდენტობა და თვითმყოფადი სამშობლო. ამ ეროვნული იდენტობის, ერთიანობის და შეჯგუფულობის მტკიცე განცდას კი სჭირდება ფუნდამენტური ღირებულებები და საკუთარი თავის ცნობა. ანუ თვით-გამორკვევა. სწორედ ამიტომ უნდა გაკეთდეს აქცენტი ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

სოციალურ უფლებებზე, სოციალურ ყოფაზე აქცენტი კი პირდაპირ არის დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოების და საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასთან. თუ ადამიანს აქვს განცდა იმისა რომ მასზე სახელმწიფო ზრუნავს, ხოლო მისი თანამოქალაქეები მასზე ისევე არიან დამოკიდებული, როგორც ის მათზე,რადგან კოლექტიური შრომით მიღწეული საყოველთაო კეთილსდღეობა და სოციალური უზრუნველყოფა ყველასთვის თანაბრადაა საჭირო – ადამიანი იქნება ბუნებრივი სოლიდარობით განმსჭვალული საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. მას ექნება ჩამოყალიბებული სამოქალაქო პატრიოტული შეგნება – რადგან ექნება განცდა იმისა, რომ სახელმწიფო მას სჭირდება კეთილდღეობისთვის. ნეოლობერალური, ანტისოციალური პოლიტიკა და ველური კაპიტალიზმი სახელმწიფოში ინდივიდს აგრძნობინებს რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, რომ უთანასწორობა და უსამართლობაა ცხოვრება, რომ არის დაჩაგრული, სოციალურ უთანასწორობაში ირღვევა მისი უფლებები, შეიძლება მან საერთოდ არც კი იცოდეს თავისი სოციალური უფლებების შესახებ და ასეთ პირობებში ყველანაირ სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი ზედმეტია! ასეთ პირობებში ადამიანს გული აუცრუვდება სახელწიფოზე და ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში დატოვებს მას, არ ექნება მყარი სამოქალაქო ჩამოყალიბებული თვითშეგნება და მოქალაქეთა შორის ერთსულოვნების, სოლიდარობის განცდა.
ასეთ პირობებში ძალიან დიდი შანსია განვითარდეს ფაშიზმი, ეთნოშოვინიზმი და ქსენოფობია. მიზეზი ამის მრავალია. დაყწბული იმით, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ქართველი თუ არ მუშაობს, მისთვის ზედმეტი კონკურენტია ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის წევრი. თუ ადამიანს გული აქვს სახელმწიფოზე აცრუვებული მისი პატრიოტიზმი განიცდის მუტაციას და ლოიალობის ობიექტი ხდება არა სამოქალაქო საზოგადოება ( ან ამ მოქალაქეთა ერთობით შემდგარი თანამედროვე ერი-სახელმწიფო ) ან და სახელმწიფო, არამედ უშუალოდ მისი სისხლით მონათესავე ჯგუფი ანუ ის ადამიანები რომელთა მიმართაც განიცდის ეთნიკურ იდენტობას. ის თავის თვითგამოხატვასა და პიროვნულ თვითგამორკვევას მოახდეს იმ პრიზმაში როგორც აღიქვამს სამყაროს. ასეთი ადამიანი ჩათვლის რომ ათასი შეთქმულების თეორიებით და სხვა ფაქტორებით სახელმწიფო მას ებრძვის, რომ მრავალეთნიკურ მოსახლეობაში გადაჯიშება ემუქრება მის უკანასკნელ იმედსა და ლოიალობის უმაღლეს იდეალს – საკუთარ ეთნოსს, გაუჩნდება შიშები, კომპლექსები და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება როგორც შოვინისტი.
ასეთ პირობებში ჩნდება ორი უკიდურესობა. შესაძლოა შოვინიზმის პარალელურად აღორძინდეს მეორე არანბაკლები საშიშროება – ეროვნული ნიჰილიზმი. ეროვნული ნიჰილიზმის დროს ხელსღება ყოველგვარ მშობლიურზე, ეროვნულზე და მათდამი ნიჰილისტური დამოკიდებულება ადამიანის დენაციონალიზაციას და მის პიროვნულ არანაკლებ დეგრადაციას იცვევს, ვიდრე შოვინიზმი და ქსენოფობია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ