დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი არაფრის შემცვლელი არაა

არ მიყვარს ტრადიციები,  არასოდეს დამიმალავს, რომ ვერ ვხდები რატომ უნდა მომწონდეს საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული საეჭვო ტრადიციები, მაგრამ როგორც ყველაფერში ტრადიციებშიც,  არსებობს გამონაკლისი,  ტრადიციები რომლებსაც ასე თუ ისე ვეგუები და არ მიქმნის დისკომფორტს. ცუდი და  იდიოტური ტრადიციების ნუსხას, დიდი ხანი არ არის,  ასე 4 წელია ოფიციალურად შეემატა, კიდევ ერთი,  უშედეგო მიტინგების ტრადიცია. სხვადასხვა დროს  იკრიბება 100,60, 50, 40, 30 , 5 ათასი კაცი და მოითხოვენ ხელისუფლების შეცვლას,ყოველი წარუმატებლობის შემდგომ ხელისუფლება კიდევ უფრო რწმუნდება საკუთარ სიძლიერეში  და სულ  უფრო მეტად რთული ხდება მისი მზარდი სისულელის კონტროლი.

მიტინგების დასრულების შემდგომ, ფაქტიურად  არ ხდება მიტინგების ანალიზი, არავინ საუბრობს შედეგებზე და რაც მთავარია არავინ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე,მიუხედავად ამისა დროა დროზე ვაღიაროთ , ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ასეთი თუ სხვა მსგავსი(რაც აქამდე საქართველოში ყოფილა)  მიტინგების პირობებში, ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია.

1. ხელისუფლებამ სწორი დასვნები გამოიტანა წინა მიტინგებიდან. 2007 წლის ნოემბრის აქციების შემდგომ ის ადეკვატურად იქცევა. მთავარი გამაღიზიანებელი მიხეილ სააკაშვილი  აქციების დროს საქართველოში არ არის. გამღიზიანებლის გარეშე  რჩება მხოლოდ სახელისუფლებო ბიუროკრატიის უფერული  მასა რომელთან ბრძოლა ხალხისთვის უინტერესოა. 

2. იგნორირებულია  პროტესტის სოციალური კონტექსტი. ოპოზიციონერ გამომსვლელებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში  კი არა სადმე სხვაგან ვცხოვრობთ  ,  სადაც ერთადერთი პრობლემა  არა ტოტალური უმუშევრობა და გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ  რეჟიმის და მისი ლიდერების პიროვნული პრობლემები.

3.  სრულიად უგუბელყოფილია კლასობრივი პრობლემები, ოპოზიციას პრინციპში არ შეუძლია, გაიგოს ის პრობლემები რომლების გააჩნია საქართველოს მოსახლოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპოზიციის დიდი ნაწილის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რბილად რომ ვთქვა ძალიან განსხვავდება  მიტინგზე მდგომი ხალხის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისგან, რთულია მოთხოვო ნინო ბურჯანაძეს გაიგოს ის პრობლემები რომლებიც აწუხებს თუნდაც მისი მომხრეების დიდ ნაწილს.

4. შეცდომების გამეორების დაუოკებელი სურვილი,  არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც ისეთივე სიხარულით და ენთუზიაზმით იმეორებდეს შეცდომებს, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი აკეთებს, გაუთავებლად არის მოწოდებები მეტ ხალხზე, გეგონება სააკაშვილის კაბინეტში, ხალხის მთვლელი დგას რომელიც კონკრეტული ციფრის შემდგომ აიძულებს მას გაიქცეს. გამოცდილება ცხადყოფს რომ ძალიან ბევრი ხალხის გამოსვლაც არც ცვლის არაფერს.

5.ერთადერთი რადიკალი რომელიც მიტინგზე დგას(უფრო სწორად მის ახლოს) ეს ხელისუფლებაა, სააკაშვილის რეჟიმმა მოახერხა და შექმნა მთელი სისტემა, რომელიც მთლიანად  ჩამოკიდებულია  მასზე, მას  ჰყავს საკუთარი ბიუროკრატია, ბურჟუაზია, ძალოვანები და კარის მასხარა/ინტელექტუალებიც. ამ ხალხს აქვს რა დაკარგოს, ამიტომაც როდესაც ოპოზიცია, მორცხვად ცდილობს რაიმეს გაკეთებას მას კარგად ორგანიზირებული ჯგუფი უპირისპირდება რომელთანაც ძველი მეთოდები უბრალოდ არ მუშაობს.

6. ლიდერების პრობლემა. ლიდერების დიდი ნაწილი დისკრედიტირებულია, ფაქტიურად არ ხდება ხალხის მასისგან ახალი ლიდერების გამოსვლა, ლიდერებად რატომღაც მხოლოდ პროფესიონალი ტელე-სახეები არიან წარმოჩენილნი.სტერეოტიპი თითქოს პოლიტიკოსი აუცილებლად მხოლოდ ტელეეთერით იქმნება, დღემდე ძალაშია.

7. ორგანიზაციული პრობლემები. მიტინგებზე სრული ვაკხანალია, არ ხდება მომხრეების მობილიზირება, არავინ უზრუნველყოფს  მონაწილეების დაცვას სხვადასხვა ჯურის მოძალადეებისგან, ათეულობით ადამიანი არის დაპატიმრებული და ოპოზიცია ისიც კი ვერ მოახერხა, საკუთარი მომხრეებზე ინფორმაცია მასმედიისთვის მიეწოდებინა.

       ზემოთჩამოთვლილი ფუნდამენტური და სხვა პატარა მიზეზების გამო ვერც ეს და ვერც სხვა მსგავსი ტიპის მიტინგები ვერ შეცვლის საქართველოში ხელისუფლებას, ერთხელ 2007 წელს მათ შეეძლოთ შეეცვალათ, მაგრამ მაშინ  გულუბრყვილობის ზეიმმა შეუშალათ ხელი , რატომღაც ოპოზოციამ მიიჩნია რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმი, იდეალური მეთოდია მის შესაცვლელად. დღეს მართალია ოპოზიციის "რადიკალური" ნაწილი აღარ დაფრინავს ილუზიებში გვიანია. არამარტო  ხელისუფლებასთან დიალოგი არის ღრუბლებში ნავარდი არამედ ეს "მიტინგებიც".

           მიუხედავად ჩემი წერილის  პესიმისტური შინაარსისა, მე მაინც ვრჩები ოპტიმისტად, დროა  არამარტო ხელისუფლების შეცვლაზე ვიფიქროთ არამედ შევცვალოთ მთლიანად ქართული პოლიტიკა,  მივმართოთ რა ის კონკრეტული საქართველოს მოქალაქის ინტერესებზე ნაცვლად მმართველი კლასის ინტერესებისა , ჩვენმა  საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ არ დაიცავს ის საკუთარ ინტერსებს, მის ინტერესებს ხელისუფლება,  ბურჟუაზიის თუ  ხელისუფლებისგან  გამოგდებული წევრები ვერ და არ  დაიცავენ.

          ჩემს წერილს ირაკლი კაკაბაძის უკანასკნელი წერილის დევიზით დავასრულებ :

          "რევოლუცია  უნდა იყოს სოციალური!

           ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკოსები რომ რევოლუცია მთლიანად სოციალური გახდეს. თუ არ იქნება სოციალური, ყველას გთხოვთ რომ ვჭამოთ მარწყვი!"

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ