ალან ვუდსი რუსეთის რევოლუციაზე (ნაწილი 1)

: რა როლი დააკისრეს რუსმა მასებმა ტროცკის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ როცა ლენინის ჯანმრთელობა გაუარესდა?

 

ავ: ტროცკის როლი ოქტომბრის რევოლუციის დროსაც და მის შემდეგაც იყო უზარმაზარი. ლენინს მაღალი წარმოდგენა ჰქონდა ტროცკიზე. მან თქვა, მაგალითად 1917 წლის 14 ნოემბერს: “ტროცკი დიდი ხნის წინ მიხვდა რომ მენშევიკებთან კავშირი შეუძლებელი იყო, და ამის შემდეგ მასზე უკეთესი ბოლშევიკი არ არსებობსლეონ ტროცკი უნივერსალურად იყო მიჩნეული მეორე ლიდერად პარტიაში ლენინის შემდეგ. ფაქტობრივად, მასები (და ასევე რევოლუციის მტრები) ინსტიქტურად ბოლშევიკურ პარტიას უწოდებდნენ ლენინტროცკის პარტიას.

 

: რა იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ სტალინმა მიიღო უზარმაზარი მნიშვნელობის პოსტები პარტიაში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ?

 

ავ: მუშაობის ორგანიზაციული მხარე კოლოსალურ მნიშვნელობა ენიჭებოდა რევოლუციის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებს ჰქონდათ პასუხიმსგებლობა ემართათ დიდი სახელმწიფო აპარატი, გამოეკვებათ მოსახლეობა, შეენარჩუნებინათ სატრანსპორტო სისტემის ოპერატიულობა და .., მაშინ როდესაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სამუშაომ პარტიული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვა, რომლებიც ჩაერთნენ სახელმწიფო აპარატის მუშაობაში. ასეთ სიტუაციაში იყო ნათელი საფრთხეები და ლენინს სურდა პარტიას შეენარჩუნებინა მკაცრი კონტროლი ამ სამუშაოზე.

 

სვერდლოვი, როგორც პარტიის გენერალურმა მდვივანმა შესანიშნავად შეასრულა ეს ამოცანა. ის იყო ბრწყინვალე ორგანიზატორი, ღირსეული კაცი, სრულად თავისუფალი პიროვნული ამბიციებისგან და სრულად ერთგული რევოლუციისა და პარტიისადმი, თუმცა ის არ იყო თეორეტიკოსი. როდესაც 1919 წელს სვერდლოვი გარდაიცვალა, ლენინი ეძებდა კარგ ორგანიზატორს ძლიერი ხასიათით რომელიც შეძლებდა სამუშაოს ამ ასპექტის შესრულებას. ლენინი ფიქრობდა რომ სტალინი ითამაშებდა სვერდლოვის როლს. მაგრამ შეცდა. სტალინმა გამოიყენა თავისი პოზიცია პარტიაში და სახელმწიფო აპარატი (რომლებიც უკვე მზარდად განაპირობებდნენ ერთი მეორეს) რათა დაეწინაურებინა თავისი ახლო მეგობრები და მოეხდინა ძალაუფლების კონცენტრაცია თავის ხელებში. ლენინმა მოგვიანებით გაუკეთა კომენტარი მის .. ანდერძში.

 

: როგორ ფიქრობთ რატომ გადაწყვიტა ტროცკიმ არ ჩრეულიყო ქართული საკითხის განხილვაში (მიუხედავად იმისა რომ მან იცოდა ლენინის პოზიციის შესახებ და მისი სურვილი ებრძოლა სტალინის პოზიციის წინააღმდეგ) და რატომ არ დაეთანხმა ის გენერალური მდივნის შეცვლას XII ყრილობაზე?

 

ავ: მისი ბოლო ავადმყოფობის დრო, ლენინი მიხვდა პარტიის ლიდერობის სერიოზულ გადახრებს.  მიუხედეავად სტალინის ენერგიული მცდელობებისა მოეწყივტა ის რეალობისგან, ლენინმა შეიტყო სტალინისა და მისი მოკავშირეების, ძერჟინსკისა და ორჯონიკიძის მოქმედებები საქართველოში. გამოიყენეს რა ბიუროკრატიული მეთოდები, მათ ფეხქვეშ გათელევს ხალხის ეროვნული სენტიმენტები და შეავიწროვეს ქართველო ბოლშევიკები, მათ გამოყენეს ფიზიკური ძალაც კი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.

 

ლენინი ამ ფაქტმა აღაშფოთა და მოითხოვა ორჯონიკიძის, სტალინის მარჯვენა ხელის, გარიცხვა პარტიიდან. მან მისწერა წერილი ბუდუ მდივანს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერს და შეპირდა ქართველ ბოლშევიკებს სრული მხარდაჭერა სტალინის, ძერჟინსკისა და ორჯონიკიძის წინააღმდეგ. სიკვდილის უკანასკნელ წუთებში ლენინი ემზადებოდა სტალინისს წინააღმდეგ ბრძოლისთვის (მისმა მდივანმა თქვა: “ვლადიმერ ილიჩი ბომბს ამზადებს სტალინისთვის”) და ტროცკისთან შეკრა ბლოკი.

 

მაგრამ მალევე რაც ლენინის ჯანმრთელობა გაუარესდა, მას აღარ შეეძლო პარტიის ყრილობაზე დასწრება. როდესაც ის უუნარო გახდა ავადმყოფობის გამო, ამან ყველაფერი შეცვალა. არავის არ ჰქონდა ისეთი ავტორიტეტი როგორიც ლენინს, და ტროცკის არ სურდა ბრძოლის დაწყება ყრილობაზე რაც შეიძლებოდა დასრულებულიყო ნაადრევი განხეთქილებით. ამავდროულად მას კვლავ ჰქონდა იმედი ლენინის გამოჯანმრთელების. მაშასადამე მან გადაწყვიტა დრო მოეგო.

 

იმისათვის რომ შევაფასოთ ტროცკის მოტივები, აუცილებელია გავიგოთ ობიექტური კონტექსტი რომელშიც ვიწრო პარტიული ბრძოლა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ