სტუდენტთა ინფორმირების საშუალებები და სტუდენტების ინფორმირებულობის ხარისხი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიოფო
სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ გვერდებზე განთავსებულია აღნიშნული
უნივერსიტეტების თვითმმართველობების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ
დეტალური ინფორმაცია. ასევე, თვითმმართველობის მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული აგრარული უნივერსიტეტის
ვებ გვერზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის უნივერსიტეტის ვებ
გვერდებზე მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ვებ გვერდზე შესაძლებელია თვითმმართველობის წევრთა სიის
ნახვა ფაკულტეტების მიხედვით. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
უნივერსიტეტის გვერდზე განთავსებულია ბმული “თვითმმართველობა”. თუმცა,
აღნიშნულიბმული ინფორმაციას არ შეიცავს. დარჩენილი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ გვერდები არ შეიცავს ინფორმაციას
თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ.

ინტერვიუებში შემდეგ საკითხზე, თუ რამდენად ინფორმირებულები არიან
სტუდენტები თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, თვითმმართველობის
წევრების აზრი ორად გაიყო. ნაწილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა
სამ ინტერვიუებში აღნიშნა, რომ სტუდენტები არიან ინფორმირებულები თმმ-ს
საქმიანობის შესახებ. ეს უნივერსიტეტის მცირე ზომით ახსნა: “შემიძლია
ხმამაღლა განვაცხადო, რომ საქართველოს მასშტაბით არც ერთ უნივერსიტეტში
არ იქნებიან ასე იმიტომ, რომ მოგეხსენებათ პატარა უნივერსიტეტია, ერთი
შენობაა ეს ძირითადი და ლექციასავით უტარდება, ყველას ამ შენობაში
უტარდება.” ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ეს ყოველივე გამოწვეულია
სტუდენტების დიდი დაინტერესების გამო თმმ-ს მიმართ, ამ ყოველივეს
დამამტკიცებელ საბუთად კი არჩევნებზე სტუდენტების მაღალი აქტიურობის
დონეს ასახელებენ: “მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ
დღევანდელ დღეს თმმ-ს შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტების 99%-მა იცის. ჩვენ
ყველაფერს ვაკეთებთ სტუდენტთა ინფორმირებისთვის და ეს გამოიხატა
არჩევნებზე, რომელიც ახლახანს ჩატარდა. თმმ-ს არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა
ასეთი აქტიობა, როგორც წელს.”
რაც შეეხება თმმ-ს წევრების მეორე ნაწილს, ისინი სტუდენტების
ინფოორმირებულობას მაღალი პროცენტებით ვერ აფასებენ და ამ ყოველივეს
მიზეზად ხშირ შემთხვევაში სტუდენტების “ინერტულობას” ასახელებენ:
“განცხადებების გამოკვრას აზრი არ აქვს, მაინც არ კითხულობენ, ჩვენ თვითონ
მივდივართ და ვეჩიჩინებით, მაგრამ მაინც პასიურები არიან ძალიან.”
სტუდენტების ინფორმირებისათვის თვითმმართველობა ძირითადად იყენებს
ბანერებს და განცხადებებს. თუმცა, როგორც ისინი აღნიშნავენ, იმის გამო, რომ
სტუდენტების უმრავლესობა მათ არ ეცნობა, ისინი სხვა საშუალებებსაც
მიმართავნ, რათა გაზარდონ ინფორმირებულ სტუდენტთა რიცხვი. ასეთ
საშუალებებად კი თმმ-ს წევრები ბუკლეტებს, თმმ-ს საიტს, “ჯგუფხელების
ინსტიტუტს” და წარმომადგენლების/დელეგატების მიერ ჯგუფხელების და
16
სტუდენტების ინდივიდუალურ გაფრთხილებას მიიჩნევენ. ასევე, ზოგიერთმა
რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ისინი სტუდენტებს მესიჯებითაც უკავშირდებიან,
რათა გააცნონ ესა თუ ის ღონისძიება მათ: “ ჩვენ გვაქვს ბაზა, სტუდენტების
ნომრები, მაგ: იურიდიულ-სამეცნიერო კონფერენციაა სიტყვაზე, მივდივართ
იურისტების დეკანატში, ვითხოვთ სტუდენტების ნომრებს და შემდეგ ყველას სმს-
ს ვუგზავნით.” აგრეთვე, ცალკეული უნივერსიტეტების თმმ სხვა სახის
ინფორმირების საშუალებებს იყენებს. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ისინი
საკუთარ გაზეთში ბეჭდავენ განცხადებებს ღონისძიებების შესახებ, ასევე მეორე
რესპონდენტმა განგვიცხადა, რომ უნივერსიტეტის ეზოში ისინი რუპორით
ცდილობენ სტუდენტების ყურადღების მიპყრობას. რამდენიმე წარმომადგენელმა
ისიც აღნიშნა, რომ ისინი ღია კარის დღის მსგავს შეხვედრებსაც კი მართავენ
სტუდენტებთან შესახვედრად.
სტუდენტების უმრავლესობა არ არის ინფორმურებული სტუდენტური
თვითმმართველობის უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც ნათლად ჩანს
სტუდენტების პასუხებიდან. კითხვაზე, აქვთ თუ არა თვითმართველობის წევრებს
სასწავლო პროცესში ცვლილებების შეტანი უფლება, სტუდენტების დიდი ნაწილი
წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ქვს ინფორმაცია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ