დაუსრულებელი ლიბერალური უტოპია

საქართველო უკვე 20 წელზე მეტია, რაც ლიბერალური მითებისა და უტოპიების ტყვეობაში ცხოვრობს.  ეს გაბატონებული წარმოდგენები მთლიანად განაპირობებენ ქვეყნის განვითარების კურსს და მემარჯვენე-ლიბერალურ გზას აქცევენ ერთადერთ და უალტერნატივო მოდელად რომელსაც მთლიანად აქვს მონოპოლიზებული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიციური პარტიები. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის რომ განვითარების ეს კურსი სულაც არ არის ხალხის არჩევანი და პირიქით […]

დავეწიოთ და გავუსწროთ გამოგონილ სინგაპურს

ლაშა ნიკოლაიშვილი საქართველოში `სინგაპურიზაციის’ თემა აქტუალობას არ კარგავს. ეს თემა მას შემდეგაა პოპულარული, რაც 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდა. მისი ლიბერტარიანული ხედვა ეკონომიკური განვითარების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმაც გაიზიარა. ამის შემდეგ მუდმივად გვესმოდა სამთავრობო სტრუქტურებიდან და მათთან დაახლოებული წრეებიდან, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ თავისუფალი ბაზრის საშუალებით არის […]

შვედეთი – ალტერნატიული მოდელი განვითარებისათვის

  ნეოლიბერალიზმისა და ტეტჩერიზმის პოლიტიკური ტრიუმფის მთელი ლოგიკა მდგომარეობდა იმის მტკიცებაში რომ არ არსებობს სხვა ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა(There is No Alternative aka TINA). ყველა პოლიტიკურ კლასში ფართოდ გავრცელდა აზრი რომ გლობალიზაციამ, თავისუფალმა ბაზრებმა, მცირე მთავრობამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა სახელმწიფოზე, საჯარო სექტორზე, დემოკრატიასა და მუშათა მოძრაობებზე. ისეთი მოსაზრებაც კი გავრცელდა, რომ საერთოდ არ არსებობს ისეთი […]

დღევანდელობა ანუ ‘აღარასოდეს დავბრუნდეთ წარსულში’

ბრიტანელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი, რომელიც საზოგადოების შესახებ არსებულ თეორიებს აკრიტიკებდა, ასევე მიუთითებდა ჟურნალისტების როლზე საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.  გიდენსი აღნიშნავდა, რომ ‘ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ გახდნენ წინაღობები სინამდვილის გავრცელების გზაზე, მიანიჭებენ რა უპირატესობას მოვლენების განვითარების ამა თუ იმ ვერსიას. სხვადასხვა მხარეს მიმართული ინფორმაციული ნაკადები წინუსწრებს კონფლიქტის ღია ფორმებში გადასვლას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.’ თუ გიდენსი […]

ნეოლიბერალიზმის აღმასვლა პოლიტიკურ ეკონომიკაში (ნაწილი I)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა შერეული ეკონომიკის არსებობის შესახებ ფართო კონსესუსი არსებობდა. განსხვავებები იყო იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა გავლებულიყო ზღვარი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის(მაგალითად უნდა მომხდარიყო თუ არა საბაზისო ინდუსტრიების ნაციონალიზება) და რომელია ეკონომიკური დაგეგმვის უკეთესი ფორმა, რომელიც შესაბამისი დონის რედისტრიბუციას უზრუნველყოფდა, მაგრამ პრინციპი ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ ფართოდ […]