შეკითხვა ირაკლი კობახიძეს, რომელიც სატელევიზიო არხებმა დაბლოკეს

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

5 მაისს, ქუთაისში კონსტიტუციის სახალხო განხილვისას, მოძრაობა “კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ის” წარმომადგენელმა ბათუ კოპალიანმა მოძრაობაში გაერთიანებული 25 ორგანიზაციის სახელით შეკითხვა დაუსვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის მიერ 2010 წელს შემოღებულ ავტორიტარულ და ანტიდემოკრატიულ ჩანაწერს, რომელიც ზღუდავს პარლამენტის სუვერენიტეტს, იმსჯელოს საგადასახო პოლიტიკაზე და სახელმწიფოს სუვერენიტეტს გაზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები. აღნიშნული ავტორიტარული ჩანაწერის დამცველია “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და მთავრობის ეკონომიკური გუნდი. აღნიშნული ჩანაწერი შეუძლებელს ხდის მომავალში ფისკალური პოლიტიკის ცვლილებას, პროგრესული გადასახადების შემოღებას, ახალი გადასახადის დამატებას (მაგალითად ეკოლოგიური გადასახადი), სახელწმიფო ინვესტიციების ზრდას (ზღუდავს ბიუჯეტის შეფარდებას მშპ-სთან 30%-მდე), სრულფასოვანი სახელწმიფო საპენსიო რეფორმის გატარებას, ჯანდაცვის სისტემის სრულფასოვან რეფორმასა და დასაქმების პოლიტიკის გატარებას შრომის ბაზრის რეფორმირების კუთხით.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხი იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა  25-მა ორგანიზაციის – პროფესიული კავშირების, ახალგაზრდული გაერთიანებების, აკადემიური პლათფორმების, საინფორმაციო სააგენტოებისა და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის (“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”) ერთობლივი მიმართვა საკონსტიტუციო კომისიის წევრებისადმი, რომლებიც ითხოვენ აღნიშნული ანტისახელწმიფოებრივი ჩანაწერის ამოღებას კონსტიტუციიდან.

25 ორგანიზაციის მიმართვა საკონსტიტუციო კომისიის წევრებს

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*