ინოვაციური სახელმწიფო კაპიტალიზმის აღზევება

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რამდენადაც განვითარებული სამყაროს დიდი ნაწილი ეკონომიკურ კრიზისშია ჩაფლული, სახეზე გვაქვს ახალი ტიპის კაპიტალიზმის გამოჩენა, რომელიც მთავარი გამოწვევაა laissez-faire ეკონომიკისთვის. განვითარებული სამყაროს დიდ ნაწილში სახელმწიფო კაპიტალიზმი – რომელშიც სახელმწიფო ფლობს როგორც კომპანიებს, ასევე თამაშობს მნიშვნელოვან როლს მათ განვითარებასა და ხელშეწყობაში – თავისუფალ ბაზარს ცვლის. 2015 წლისთვის სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული ფონდების აქტივების მოცულობა 12 ტრილიონამდე იქნება, რომელიც მნიშვნელოვნად გადაუსწრებს კერძო ინვესტიციებს. 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სახეზე გვქონდა 120 სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიის დებიუტი Forbes-ის მსოფლიოს უდიდეს კორპორაციათა სიაში, 150-მდე კერძო კომპანიამ დაკარგა საკუთარი ადგილი. სახელმწიფო კომპანიები დღეს აკონტროლებენ მსოფლიო ნავთობ რესურსების დაახლოებით 90 პროცენტს და მსოფლიოს სხვა რესურსების მნიშვნელოვან წილს. ეს უფრო დიდი გავლენაა, ვიდრე წარსულში, როდესაც BP და ExxonMobil მსოფლიოს პირობებს კარნახობდა.

სახელმწიფო კაპიტალიზმის ზრდასთან ერთად, ზოგიერთი ავტორის, ბიზნეს ლიდერისა თუ პოლიტიკოსის აზრით ასეთი სისტემები ვერ უზრუნველყოფენ ინოვაციების წახალისებას, რომელიც საფუძველია გრძელვადიანი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. იან ბრემერი, Eurasia Group-ის პრეზიდენტი, რომელიც არის ავტორი წიგნისა The End of the Free Market: Who Wins the War Between Corporations and States ფიქრობს, რომ სახელმწიფო კაპიტალისტებს ეშინიათ კრეატიული დესტრუქციის, იგივე მიზეზით მათ ეშინიათ ყველა სხვა დესტრუქციის ფორმის, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ. ჩინეთის თანამედროვე ეკონომიკის ანალიზის მიხედვით, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ 2013 წლისთვის „ქვეყანას ჭირდება უკეთესი ინოვაციური პოლიტიკა, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს სახელმწიფო ინოვაციების სისტემაში მთავრობის როლის გადააზრება და კონკურენტუნარიანი საბაზრო სისტემა.“

თუმცა შეცდომაა სახელმწიფო კაპიტალიზმის ინოვაციური პოტენციალის ეჭვქვეშ დაყენება. სწორედ მზარდმა ძალებმა, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, გამოიყენეს სახელმწიფოს ბერკეტები თავიანთი ეკონომიკების კრიტიკულ და მიზნობრივ სექტორებში ინოვაციური განვითარების მხარდასაჭერად და მსოფლიო კლასის კომპანიების შესაქმნელად. მიუხედავად გადახარჯვისა ზოგიერთ სახელმწიფო სექტორში, ჩინეთის მთავრობამ მოახერხა ეფექტურად ინტერვენცია კვალიფიციური კვლევებისა და განვითარების მხარდაჭერით წარმატებულ და მოწინავე ინდუსტრიებში. ასეთი ნაბიჯები ცხადია აბათილებს მოსაზრებას იმაზე, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმს არ შეუძლია ინოვაციის წახალისება, განვითარებულ ეკონომიკებთან კონკურენციისთვის. სახელმწიფო რესურსებისა და ინოვაციის კომბინაცია სახელმწიფო კაპიტალისტების ხელში, მნიშვნელოვნად არახელსაყრელ გარემოს ქმნის ამერიკული და ევროპული მულტინაციონალური კომპანიებისთვის მსოფლიო დონეზე კონკურენციისთვის.

ჩინეთის სახელმწიფო საწარმოები იძულებულნი არიან გადაიხადონ

იხ. სტატია (http://www.businessweek.com/articles/2012-05-17/chinas-state-enterprises-have-to-pay-up )

სახელმწიფოს ინტერვენცია ეკონომიკურ ურთიერთობებში უპირისპირდება გავრცელებულ სიბრძნეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზარი საუკეთესოა იდეების წახალისებისთვის. ამავე დროს, ისტორია გვაჩვენებს, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის მთავრობები აქტიურად ახალისებდნენ ინოვაციურ კომპანიებს დაწყებული Bell Labs-დან ამერიკაში, დამთავრებული Airbus-ით ევროპაში.

ბრაზილია, ალბათ დღეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო კაპიტალისტურ სისტემას შექმნას ინოვაციური ინდუსტრიები. წარმატებული ბრაზილიის მთავრობები ახდენენ ინტერვენციას – სტიმულირების, იაფი სესხების, სუბსიდირების გზებით – რათა ხელი შეუწყონ ინდისტრიების განვითარებას, სხვა შემთხვევაში მათთვის საჭირო გახდებოდა გრძელვადიანი კერძო ინვესტიცია რომ კონკურენცია გაეწია ამერიკულ და ევროპულ მეტოქეებთან. ამის პარალელურად, ბრაზილია ინარჩუნებს სახელმწიფო ფირმების ძლიერ, დამოუკიდებელ  მენეჯმენტს, რათა ისინი არ გადაიქცნენ პოლიტიკურ შავ ხვრელებად.

მაგალითად, სამი ათწლეულის წინ, ბრაზილიის მთავრობამ თვითმფრინავის მწარმოებელ Embraer-ს მრავალი სუბსიდიები მისცა და ძალზედ სარფიანი კონტრაქტები გაუფორმა, რადგან თვლიდა, რომ ის იპოვნიდა ნიშას პატარა, რეგიონალური თვითმფრინავების წარმოების კუთხით. კერძო ინვესტორები საეჭვოდ უყურებდნენ Embraer-ის შანსებს. ეს კომპანია რომ დალოდებოდა  კერძო ინვესტიციას, ალბათ დიდ მარცხს განიცდიდა, თუმცა ამის საპირისპიროდ ის აყვავდა და გადაიქცა მსოფლიოს უდიდეს კომპანიად რეგიონალური თვითმფრინავების წარმოებაში. აგრეთვე, ზღვის სიღრმის ბურღვის ტექნოლოგიების განვითარებაში სახელმწიფო ინვესტიციის მეშვეობით, Petrobras-ი, სახელმწიფო ნავთობ კომპანია, დამოუკიდებელი მენეჯმენტით, სრულაიდ უწევს კონკურენციას ისეთ მულტინაციონალურ გიგანტებს როგორიცაა Chevron-ი, Shell-ი და BP.

ვიდეო:  Vivek Wadhwa საუბრობს ინოვაციებსა და სოციალურ მედიაზე (http://www.businessweek.com/videos/2012-04-02/social-media-in-china-innovation )

ბრაზილიამ ინდუსტრიაზე ფოკუსირებით და მხარდაჭერით, მაშინაც კი როდესაც კერძო კაპიტალი მწირი იყო, შექმნა საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ინდუსტრიების მთელი დარგები, დაწყებული აეროსფეროთი, დამთავრებული სუფთა ენერგიების განვითარებით. დღესაც, მთავრობა სხვადასხვა გზებით ზურგს უმაგრებს კომპანიებს, როგორც პატარა მცირე აქციონერი ან სხვა არაპირდაპირი ხერხით, როგორიცაა მნიშვნელოვანი ინვესტიციები კვლევებსა და კვალიფიკაციაში. მრავალმა ბრაზილიურმა სახელმწიფო კომპანიამ ბევრად მეტად ხელი შეუწყო გლობალურად ფასების მკვეთრად დაცემას ვიდრე მულტინაციონალურმა კორპორაციებმა, რადგან მათ შეუძლიათ ენდონ სახელმწიფო მხარდაჭერას.

სახელმწიფო მხარდაჭერის, რენტაბელურობისა და დამოუკიდებელი მენეჯმენტის კომბინაციამ ბიძგი მისცა წარმატებულ ბიზნესებს სხვა სახელმწიფო კაპიტალისტურ ეკონომიკებში. სინგაპურმა გამოიყენა სახელმწიფო სტიმულირებები, რათა ბიძგი მიეცა კომპანიებისთვის განევითარებინათ ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა მზისა და სუფთა ენერგიების ინდუსტრიების სფერო, რომელიც მიუხედავად ამისა, ახლა აუცილებლად მომგებიანი არ იყოს, თუმცა გახდება საფუძველი ამ საუკუნის უახლესი ტექნოლოგიების აღმოჩენის. Harvard Business School-ის 2009 წლის მრავალმხრივი ანალიზი ასახავს ინდოეთის 40-ზე მეტ სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ სამეცნიერო და საინჟინრო-კვლევით ლაბორატორიებს, რომელთაც გამოიყენეს მსგავსი სახელმწიფო და კერძო სფეროებს შორის კოლაბორაცია. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ინდურ სახელმწიფო ლაბორატორიებს უფრო მეტი ამერიკული პატენტი აქვთ, ვიდრე მთლიანად შიდა (ინდურ) კერძო კომპანიებს ერთად.“ ჩინეთში, უფრო დიდი პოლიტიკური ჩარევა სახელმწიფოთი მხარდაჭერილ კომპანიებში უფრო ცუდი იყო პროფიტურობისა და ინოვაციის კუთხით, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ბრაზილიაში. თუმცა, ჯერ კიდევ ბოლო წლებში ჩინეთის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება Global Competitiveness Index-ის მიხედვით. World Economic Forum-ის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება.

განიცდიან BRIC-ის ქვეყნები კრიზისს?

(იხ. სტატია http://www.businessweek.com/articles/2012-06-26/are-the-bric-nations-cracking )

სახელმწიფო კაპიტალისტების აღზევებამ უზარმაზარი გამოწვევა შექმნა ამერიკისა და ევროპის ბიზნესებისათვის, რამაც შესაძლოა ზოგიერთი ბაზრიდან მათი მთლიანად განდევნა გამოიწვიოს. ნავთობისა და გაზის სფეროში, მაგალითად, სახელმწიფო კომპანიები აკონტროლობენ რეზერვების უმეტეს ნაწილს და თუ სახელმწიფო კომპანიები როგორც Petrobras, გახდა ისეთივე ინოვაციური როგორც მულტინაციონალური კორპორაციები, მათ არ დაჭირდებათ უცხოური კომპანიები კვლევა-ძიებისთვის, ღრმა წყლების ტექნოლოგიებისთვის ან გადამუშავებისთვის. თავიანთი შიდა დიდი ბაზრებით, სახელმწიფო კაპიტალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურენცია გაუწიონ მულტინაციონალური კორპორაციების ტექნოლოგიებს, გახდნენ დომინანტურები მობილური კომუნიკაციებისა და სხვა ტიპის ბიზნესებზე.

განვითარებული ქვეყნების პასუხი შესაძლოა სახელმწიფო კაპიტალისტების მათ ბაზრებზე მისაწვდომის შეზღუდვა ან საკუთარ ბაზრებშივე აქტიური ინტერვენცია იყოს. არც ერთი ეს გამოსავალი არ იქნება სიცოცხლისუნარიანი. ყველა დიდი სახელწმიფო კაპიტალისტური სახელმწიფოების კომპანიები აფართოებენ თავიანთ გლობალურ ოპერაციებს, ტექნოლოგიებს, ურთიერთკავშირებს და თითქმის შეუძლებელი იქნება კაპიტალის განდევნა. დაბერებულ, ძლიერ დავალიანებული (indebted) ქვეყნები მნიშვნელოვან გამოწვევებს განიცდიან თავიანთი პროგრამების რეფორმირების კუთხით: ისინი არ არიან იმ პოზიციაში, რომ დაღვარონ მნიშვნელოვანი რესურსები კომპანიებში, როგორც ეს ბრაზილიას, ინდოეთს ან ჩინეთს შეუძლია.

იმის ნაცვლად, რომ მოახდინონ პრევენცია ან უგულვებელყოფა სახელმწიფო კაპიტალისტური სისტემების აღზევებისა, ამერიკული და ევროპული კომპანიები და მთავრობები უმჯობესია თუ ისწავლიან მათგან. სინგაპური გვთავაზობს ერთ მოდელს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ინტერვენცია ეკონომიკაში ისე, რომ არ დააზარალო ახალი ბიზნესი. იქ, მთავრობა ახდენს იმ ინდუსტრიების იდენტიფიკაციას, რომლებიც არის კრიტიკული ინოვაციისა და მომავლის ტექნოლოგიების კუთხით, უზრუნველყოს დაწყებითი ინვესტიციებით მცირე კომპანიებში, ცდილობს მოიძიოს პროფესიონალი ადამიანები სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ამ დარგებში მუშაობენ, იყინებს სახელმწიფო რესურსებს, რათა უზრუნველყოს უნივერსიტეტების ფოკუსირება ძირითად სამეცნიერო კვლევებზე, რაც მოიტანს დივიდენდებს მომავლისთვის.

ვიდეო: Witty: ჩინეთის მთავრობა არის „პრო-ინოვაციური“

( იხ. ლინკი http://www.businessweek.com/videos/2012-03-06/witty-chinas-government-is-pro-innovation )

ყველა ეს სტრატეგია მოითხოვს მხოლოდ ზომიერ სახელმწიფო ინვესტიციას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავად განახორციელა ეფექტურად მსგავსი პოლისები წარსულში. სანამ შემზღუდველმა საიმიგრაციო პოლისებმა განაპირობა კვალიფიციური უცხოელების საზღვრებს მიღმა დარჩენა, შტატმა და ფედერალურმა მთავრობებმა უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრები სხვა პროგრამებისთვის მიმართეს და თუნდაც ისეთი იდეა, როგრიცაა მთავრობის მიერ ახალი ინდუსტრიების მხარდაჭერა, მაგალითად სუფთა ენერგია, გახდა პოლიტიკურად ტოქსიკური.

განვითარებულ ქვეყნებს ჯერ კიდევ აქვთ დიდი უპირატესობა ახლად გამოჩენილ ბაზრის კონკურენტებთან: ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას გააჩნია „მოწიფული“, დიდი რისკის კაპიტალის მქონე კომპანიები, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც მაგალითად ინდოეთია. ასეთი უპირატესობა შეიძლება იყოს უზარმაზარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მაგრამ მსოფლიოში სადაც მზარდი ბაზრის გიგანტები ეხლა სწავლობენ ინოვაციებს, თითოეული წარმატება შეიძლება გახდეს კრიტიკული.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ