რელიგიური, საბაზრო და სეკულარული ფუნდამენტალიზმი, როგორც თანამედროვე კაპიტალიზმის კულტურული ლოგიკა

„ის ვინც ხმას არ იღებს თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიის კრიზისზე, მას არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს 17 მაისზე.“

სამოქალაქო, პოლიტიკური და მედია დისკურსის ტრაგიკულობა

უკანასკნელი ოცი წელია სხვადასხვა პოლიტიკოსის, საჯარო ინტელექტუალისა თუ ე.წ. ‘სამოქალაქო სექტორის’ წარმომადგენლის მხრიდან პოლიტიკური თუ სოციო-კულტურული პროცესის შეფასება ხდება ერთადერთი და გადაულახავი არგუმენტით, რომელიც მუდმივად საბჭოურ გამოცდილებაზე აპელირებას გულისხმობს. თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნულმა ტრენდმა პოსტ-საბჭოთა სივრცის ტრაგიზმამდე მიგვიყვანა, ჩამოყალიბდა პოლიტიკურ-ეკონომიკური დისკურსი, რომელიც სავსეა კლიშეებით, სტერეოტიპებით, ალოგიკური და ირაციონალური გამოსვლებით, შესაბამისად ამგვარი ლოგიკის კონსტრუქციამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში […]

დღევანდელობა ანუ ‘აღარასოდეს დავბრუნდეთ წარსულში’

ბრიტანელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი, რომელიც საზოგადოების შესახებ არსებულ თეორიებს აკრიტიკებდა, ასევე მიუთითებდა ჟურნალისტების როლზე საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.  გიდენსი აღნიშნავდა, რომ ‘ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ გახდნენ წინაღობები სინამდვილის გავრცელების გზაზე, მიანიჭებენ რა უპირატესობას მოვლენების განვითარების ამა თუ იმ ვერსიას. სხვადასხვა მხარეს მიმართული ინფორმაციული ნაკადები წინუსწრებს კონფლიქტის ღია ფორმებში გადასვლას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.’ თუ გიდენსი […]

თავისუფლება თუ ’თავისუფლება’

თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება უკვე კარგა ხანია იქცა სხვადასხვა მოძრაობების, ჯგუფების, ლიდერების თუ იდეოლოგიების საკვანძო საკითხად. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს ამ სიტყვის ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად  ხდება. წინამდებარე სტატიის მიზანი იქნება ახსნას თუ რამდენად ეძლევათ მოქალაქეებს შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი სამოქალაქო თავისუფლების უფლებით. არის თუ არა აუცილებელი სოციალურ–პოლიტიკურ პროცესებში მაქსიმალურად ყველა მოქალაქის ჩართულობა, იმისათვის რათა […]

ცვლილებების აუცილებლობა და თანამედროვე გამოწვევები

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელსაც თავისი მასშტაბებით 1929 წლის „დიდ დეპრესიას“ ადარებენ, ნათლად მიანიშნებს არსებული ნეოლიბერალური განვითარების კურსის შეცვლის აუცილებლოებაზე, რადგან მემარჯვენე ლიბერალური პოლიტიკა ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მსოფლიოს თავს მოახვიეს 70–იანი წლების შემდეგ, რეიგანისა და ტეტჩერის ეპოქაში, „კონსერვატორული რევოლუციის“ შედეგად, რომელმაც  სოციალური უთანასწორობა უფრო […]