სტუდენტური ჯანყი უკვე პოლიტიკაა

Share on Facebook4Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ერთი საკმაოდ ძველი ტრადიცია _ ყოველი ახალი თვითმართველობა ძველზე უარესია, მიუხედავად ამ სამწუხარო ტრადიციისა, ეჭვი მაქვს რომ უკანასკნელი თვითმართველობა მაინც გამორჩეულია, მას გულწრფელად სჯერა რომ თვითმართველობის ერთადერთი ფუნქცია სხვა არაფერია თუ არა ევროპაში სეირნობა(რაღათქმაუნდა არა ყველა სტუდენტის) და მკლავჭიდის ჩემპიონატები.

ალბათ სწორედ ამ მიზეზით,  როდესაც სტუდენტების მცირე ჯგუფს  გაჩნდა მცირეოდენი პროტესტი თვითმართველობამ  სხვა ვერაფერი მოიფიქრ გარდა იმისა რომ ეს პროტესტანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა, ის რასაც წლების განმავლობაში მოჰქონდა წარმატება, 2011 წელს უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოოდ მივიღეთ პირველი ქართული ფეისბუკ-სტუდენტური "ბუნტ" .

ყველაფერი   ძალიან უწყინარად დაიწყო, სტუდენტების ერთმა მცირე  ჯგუფმა მოაწყო ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც „თარგმნე“ ეწოდებოდა და მას  ძალიან მარტივი, შეიძლება ითქვას პროზაული  მიზანი ჰქონდა,  სოციალ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე არსებული  სასწავლო ლიტერატურის კატასტროფული უკმარისობის მოგვარება უცხოური წიგნების თარგმნის გზით,  მით უმეტეს როდესაც ამ მიზნისთვის უვივერსიტეტის ბიუჯეტში არის გამოყოფილი გარკვეული, თუმცა არასაკმარისი თანხა.   თვითმართველობასაც შეეძლო, სურვილის შემთხვევაში მისი 550 ათასიანი ბიუჯეტიდან  თანხის გამოყოფა, მაგრამ (როგორც ბოროტი ენები ამბობენ)  ევროპაში გასასეირნებელი ფულის გამოყოფას არასოდეს ექმნება ბიუროკრატიული პრობლემები.

 

სწორედ ამ კეთილშობილი მიზნით შეკრებილ სტუდენტებს, დაუპირისპირდა პრივილიგირებულ სტუდენტთა  კასტა  და კლასიკური ქართული სცენარით: გვერდზე გაყვანით,  ე.წ ხიპიშით  და დაშინებით სცადეს სტუდენტების გაჩერება, თვითმართველობის სისულელის აპოთეოზი  15 აპრილის აქციის გაგრძელება აღმოჩნდა, 16 აპრილს   თსუს დაცვის თანამშრომლების ირონიული ღიმილის ფონზე კიდევ ორი პროტესტანტი სტუდენტი გაილახა.

 

სწორედ აქ უმტყუნა ალღომ ახალგაზრდა სტრატეგებს, ნაცვლად მიჩუმათებისა,   აღშფოთების ტალღამ გადაურა ქართულ ვირტუალურ სივრცეს,  სპონტანურად შეიქმნა საინიცატივო ჯგუფი და გადაწყდა 18 აპრილს საპროტესტო მიტინგის ჩატარება, რა დასამალია,  ამაში ხელი თავად თვითმართველობის ზედმეტად  ინიციატივიანმა ზოგიერთმა წევრმაც შეუწყო ხელი, რომლებმაც საკუთარი ფეისბუკ სტატუსებით(ჰიტლერის "ბროლის ღამის" გამეორების აუცილებლობა და ასე შემდეგ) ცეცლზე ნავთი დაასხეს.

 

18  აპრილს, პირველად  საქართველოში  სტუდენტურ-ფეისბუკური აქცია მოეწყო, აქ ისევე როგორც არაბული რევოლუციების დროს  სტუდენტებმა მობილიზიაცია ფეისბუკის საშუალების მოახერხეს და მთელი აქციის განმავლობაში მთელი ვირტუალური სივრცე, საქმის კურსში იყო რა ხდებოდა აქციაზე,  საპროტესტოდ მომართული სტუდენტები აკრიტიკებდნენ   მანკიერ სისტემას   და მოითხოვდნენ არა მხოლოდ  წიგნების თარგმნას და  მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოსთან პირისპირ შეხვედრას, (რაზეც სხვათაშორის  თვითმართველობას მხოლოდ ერთი პასუხი აღმოაჩნდა, „ჩვენ არ ვხდებით სტუდენტებს“ ), არამედ თვითმართველობის გაუქმებას, შეცვლას და კიდევ სხვა რადიკალურ მოთხოვნებებს.

 

თვითმართველობა დროებითი შოკიდან  გონს მხოლოდ მეორე დღეს მოეგო და წამოვიდა საპასუხო ბრალდებების კასკადი, მაგალითად  აქციების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს  თორნიკე ჭუმბურიძეს ბრალი დასდეს თეა თუთბერიძესთან თანამშრომლობაში , რამდენად მე ვიცნობ თორნიკეს და მის შეხედულებებს მას უბრალოდ წარმოუდგენელია კავშირი ჰქონდა თუთბერიძესთან და მის ორგანიზაციასთან.   ეს უნიჭო ხრიკია რომლის მიზანია   პროტესტანტების გაიგივება პატრიარქთან მებძოლ თუთბერიძესთან და მეტნაკლებად გაუცნობიერებელი  სტუდენტების  რელიგიური გრძნობებით მანიპულირება.

 

ჩემი აზრით იმისთვის რომ სწორად გავიგოთ თვითმართველობის სულელური საქციელის  მოტივაცია,   განვიხილოთ რას წარმოადგენს დღევანდელი თვითმართველობა. ორგანიზაციის ერთადერთი მიზანია  სტუდენტებს ჩაუნერგოს აზრი, თითქოს სტუდენტების ერთადერთი საქმე, სწავლა და გართობაა,  გაუთავებელი  ექსკურსიები და გივი სიხარულიძის საღამოები სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. როგორც ბოროტი ენები ამბობენ ამ საღამოებიდან ზოგიერთი წევრი ფინანსურ მოგებასაც ღებულობს.  საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული   თვითმართველობა ხელისუფლების კადრების სამჭედლოა, მისი  ბევრი ახლანდელი სახე სწორედ სტუდენტური კავშირიდან გამოსული, რატომღაც ტრადიციად დამკიდრდა სტუდენტების ფულით, გაუთავებელი სიარული საზღვარგარეთ, თითქოს ევროპაში 25 კაციანი დელეგაცია რომ არ გაემგზავროს,  მე-9 ხარისხოვან კონფერენციაზე, ევროპული დემოკრატიას წყალი შეუდგება.

 

თვითმართველობასთან ბრძოლის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ის რომ  ამ ჯგუფს აქვს რა დაკარგოს, მათთვის ეს ერთადერთი საშუალება საკუთარი მომავალი უზრუნველყონ, ვიყოთ გულწრფელები, ეს სტუდენტები ნებისმიერ სისტემაში, ნებისმიერ დროს,  არაკონკურენტუნარიანები არიან საკუთარი ამბიციებთან შედარებით. ამიტომაც მათთვის ეს საციცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი შეინარჩუნონ სტატუს-კვო.

 

სტუდენტურ მოძრაობას რაც შეეხება, ის ძალიან მრავალფეროვანია და  ეს არის მისი  სიძლიერეც და სისუსტეც, ძალიან ჭირს კონსესუსის მიღწევა,  სტუდენტების ნაწილი რადიკალურ მოქმედებეზე მოითხოვს , მეორე ნაწილი უფრო ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული პრობლემის-სათარგმნი წიგნების ირგვლივ ტრიალებენ. წარმატებული პროტესტის შემდგომ უკვე აშკარა ხდება ორგანიზაციული ფორმის შექმნის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ კვლავ იწვევს სტუდენტებში გარკვეულ სკეპსის, ფაქტია ძალიან დიდია ხანია ჩვენთან ტრიალებს აზრი სტუდენტების აპოლიტიკურობის შესახებ.

 

საპროტესტო ჯგუფი დიდი გამოწვევის წინაშეა, მათ უნდა აირჩიონ გზა რომელიც სამართლიან პროტესტს არ გადააქცევს კიდევ ერთი მიტინგად,  ხელისუფლებამ და საზოგადოებრივმა აზრმა უკვე ჩამოაყალიბა გზა და მოდელი მოქმედებების რომელსაც ნებისმიერი პროტესტი ჯიუტად დაჰყავს პიროვნებების დონემდე და უკეთეს შემთხვევაში უსარგებლო დიალოგებამდე რომლებიც სხვა არაფერია თუ არა არსებულის გამყარება. საჭიროა რადიკალურად განსხავებული მიდგომა არსებული პრობლემის წინაშე და უკვე პრაქტიკაში გამოჩნდება რა არის სწორი და რა არასწორი, მაგრამ ერთი ცხადია   თუ არ იქნება სისტემური ცვლილებები არაფერი შეიცვლება, არა მგონია ახალი გუბაძე(თვითმართველობის პრეზიდენტი) სისტემური ცვლილებების გარეშე უკეთესი იყოს ვიდრე ახლა არის.

 

საჭიროა შეიქმნას ახალი მეთოდები ბრძოლის, საჭიროა თავად სტუდენტებმა აირჩიონ გზა და არ შეუშინდნენ დამარცხეებებს, რადგანაც ნებისმიერი მოძრაობა ჯანსაღი დამარცხებების გარეშე განწირულია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რაც შეიძლება ნაკლებად მოუსმინეთ სხვადასხვა მეგობრებს, ვინმემ რომ იცოდეს როგორ არის შესაძლებელი წარმატებების მიღწევა ამას მისი სტუდენტობის დროს მიაღწევდა.

 

ვერავითარი 1968 წლის მექანიკური კოპირება ვერ მოიტანს წარმატებას. ჯერ ერთი  მითი 1968 წლის რევოლუციაზე 1968 წლის შემდგომ შეიქმნა და მას  ძალიან ბუნდოვნად აქვს კავშირი წითელ მაისთან,  მაგალითად მარკუზეს „ერთგანზომილებიანი ადამიანი“ რომელიც იმდროინდელი სტუდენტური ბუნტის იდეურ საფუძვლად ითვლებოდა ფრანგულად მხოლოდ პროტესტის დამარცხების შემდგომ 1969 წელს ითარგმნა ფრანგულად. დღეს მოდაშია გოდება, აქაოდა სტუდენტებში რუდი დუჩკე და ულრიკე მეინჰოფი არ ჩანსო, სინამდვილეში როდესაც სტუდენტური პროტესტი დაიწყო გერმანიაში, 1960 იანი წლების დასაწყისში, არავინ არ იცოდა ვინ იყო რუდი დუჩკე და ულრიკე მეინჰოფი, ის კი არა თავიდან ისინი პატარა მარგინალური ჯგუფების ლიდერები იყვნენ, მეინჰოფი საერთოდ წარმატებული მემარცხენე ჟურნალისტი იყო.

 

18 აპრილის აქციის დროს ძალიან  ცუდად მომხვდა  ერთ-ერთი გამომსვლელი სტუდენტის სიტყვები, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით და ჩვენი საქმე პოლიტიკა არ არის ,  პოლიტიკად გადაიქცა მთელი ეს პროცესი იმის შედგომ რაც პირველი სტუდენტი გაილახა. ვიყოთ რეალისტები საქართველოში სტუდენტობა  ავანგარდია რომელმაც უნდა გაიყოლონ  სხვები, თუ გვსურს ნამდვილი დასავლური დემოკრატია ავაშენოთ მაშინ არ უნდა შეგვეშინდეს დღეს არაპოპულარული სიტყვების: პოლიტიკა, ბრძოლა, პარტია, მიტინგი, რადიკალიზმი,  სწორედ ამ სიტყვებმა და მათმა პრაქტიკულმა გამოყენებამ ააშენა ის  რეალურად არსებული  დასავლეთი და დასავლური დემოკრატიები .  

 

 

 

Share on Facebook4Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*