ავტორი: ბაქარ ბერეკაშვილი, პოლიტოლოგი.
9 იანვარს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლიდსში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ებრაული წარმოშობის დიდი პოლონელი სოციოლოგი და ინტელექტაული ზიგმუნტ ბაუმანი. პროფესორი ბაუმანი იყო მოდერნულობისა და პოსტმოდერნული საზოგადოების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ამხსნელი და შესანიშნავი მკვლევარი თანამედროვე მსოფლიოში.
ის რაც ალბათ ყველაზე მეტად გამოარჩევდა ბაუმანს სხვა თანამედროვე, საკმოდ მომაბეზრებელი ეთიკური ნეიტრალიტეტის მქონე მეცნიერთაგან სოციალურ მეცნიერებათა დარგში, იყოს მისი გულწრფელი, ემოციური და სოაცრად გონივრული კრიტიკა თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოეობისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი ნეგატიური ტენდენციებისა, როგორებიცაა: კონსუმერიზმი, კაპიტალიზმის სიხარბე, უთანასწორობის ზრდა, უმუშევრობის დრამა, პოლიტიკური კლასის გადაგვარება და ა.შ. მის უამრავ ნაშრომთაგან, რომელიც შეიძლება ითქვას რომ არის ის ინტელექტაულური განძი, რაც ჩვენ ბაუმანმა დაგვიტოვა, განსაკუთრებით გამოვარჩევდი The Individualized Society/ინდივიდუალიზირებული საზოგადოება (2001), სადაც ბაუმანი მოგვითხრობს იმ შიშებისა და სევდის შესახებ, რომელიც თანმდევია იმ ინდივიდუალიზირებული ან გნებავთ გათითოკაცებული საზოგადოების ბედისა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც მუდმივი მარცხი და მარცხისგან გამოწვეული ტანჯვა ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამიტომ ბაუმანი გვთავაზობს ერთიანობას, ინდივიდუალიზმის უარყოფას და საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილის ნგრევას თანამედროვე კაპიტალიზმის ამ ხაფანგისგან თავის დასაღწევად.
ბაუმანის ცხოვრება არ იყო ადვილი. დევნა და შევიწრობა თან სდევდა მას, როგორც კომუნისტურ პოლონეთში, რომელიც მან 1968 წელს დატოვა მის მიმართ განხორციელებული დევნისა და შევიწროების შედეგად (ძირითადად მისი ებრაული წარმოშვების გამო), ასევე პოსტკომუნისტურ პოლონეთში, სადაც ახალმა პოლიტიკურმა და მკვეთრად იდეოლოგიზირებულმა აკადემიურმა კლასმა, დეკომუნიზაციის პოლიტიკური პროექტის ფარგლებში იგი პოლონეთის მტრად და მოღალატედ გამოაცხადა. „დემოკრატიულ“ პოლონეთში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2013 წლის ზაფხულში, ვროცლავის უნივერსიტეტში, სადაც მას საჯარო მოხსენება უნდა წაეკითხა, 100-ზე მეტმა პოლონელმა ნაციოანალისტმა ღრიალეითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით ჩაშალა მისი მოხსენება. პოლონელი მემარჯვენე პოლიტიკური და აკადემიური ელიტების მიერ წარმოებული პროპაგანდითა და პოლიტიკით წაქეზებული ბრბო, რომელიც სალექციო დარბაზში შევარდა გაჰყვიროდა: „ნიურბერგი კომუნისტებს“. საჯარო ლექცია ფაქტიურად ჩაიშალა, ლექციის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ მოხსენების წაკითხვა დახურლ ფორმატში გადანაცვლებულიყო, სალექციო დარბაზის კარიც ჩაიკეტა. მაგრამ ნაციონალისტების ბრბო არ იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მას მტრობდა პოლონეთში, მას არანაკლებ მტრობდა პოლიტიკური და კულტურული ელიტები, რომელთა ავადმყოფური ნაციონალისტური იდეები ასაზრდოებს ნაციონალისტების ბრბოს. რამდენიმე წლის წინ ზიგმუნტ ბაუმანის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა, ვარშავაში მოქმედმა სახელმწიფო კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელიც მთლიანად სუბორდინირებულია იმ იდეოლოგიურ დირექტივებზე რომლებსაც პოლონეთის მემარჯვენენე პოლიტიკური კლასი გასცემს, ეს არის ერთგავრი ინსტიტუტი, რომელიც ქმნის სოციალური კონტროლის ტექნიკებს. მოკლედ ბაუმანს არც კომუნისტები წყალობდნენ და არც ახალი „დემოკრატები“ რომელთათვის ბაუმანი კომუნისტებთან ასოცირდებოდა, იმ რეჟიმთან რომელმაც ის პოლონეთიდან გააძევა.
ბაუმანს სწამდა რომ არსებული კაპიტალისტური, ნეოლიბერალური წყობა არის ის სოციო-პოლიტიკური პირობა, რომელიც ქმნის დიდ სოციალურ და პოლიტიკურ კატასტროფებს. ბაუმანი წუხდა პოლიტიკური კლასების გადაგვარებაზე, რომელთათვის სიღარიბე და უმუშევრობა მხოლოდ სამართლისა და წესრიგის დონეზე დაიყვანება, ეს კი იმას ნიშნავს რომ პოლიტიკური კლასი კაპიტალისტურ საზოგადოებებში სიღარიბესა და უთანასწორობას აღიქვამს არა სისტემური გარდაქმნის საჭიროების კონტექსტში, არამედ თითოეულ ადამიანთან ინდივიდულური მიდგომოს კონტექსტში, რაც ცხადია ვერ დაძლევს ვერც სიღარიბეს და ვერც უთანასწრობას, რადგან გამოსავალი მხოლოდ არსებული სოციალური წყობის შეცვლაშია. თუმცა ცხადია ისიც, რომ პოლიტიკური კლასი, რომელმაც საერთო ენა გამონახა გაბატონებულ ეკონომიკურ ელიტებთან არ არის ის ძალა, რომელსაც ან სურვილი ან საშუალება აქვს იმისა რომ არსებული უთანასწორიბისა და სოციალური უსამართლობის მიმართ ადეკვატური რექაცია გამონახოს.
ზემოთ ვახსენე რომ ბაუმანი არ ჰგავდა იმ მომაბეზრებელ მეცნიერებს, რომელთაც ვებერიანური აკადემიური ნეიტრალიტეტის ხიბლი საკუთარ ინტელექტუალურ განცხრომად აქვთ ქცეული. ბუმანის, როგორც მეცნიერის და ინტელექტაულის მორალური ტრიუმფი მდგომარეობდა იმაში, რომ ის იყო თავდადებული და მკვეთრად მგრძნობიარე იმ პოლიტიკური და სოციალური თემების მიმართ, რომელიც თანამედროვე ადამიანს აგდებს გასაჭირსა და საგონებელში. მისი მიგნებები, თხრობის სტილი და შეხედულებები არ იყო აკადემიურად ცივი და გამყინავი, არამედ მკვეთრად მეგობრული იმ ადამიანისთვის, ვინც განიცდის ტანჯვას და ტკივილს არსებული წყობის პირობებში და იმედიანი იმ ადამიანისთვის ვისაც სურს შეცვალოს წესრიგი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
ზიგმუნტ ბაუმანი არ დააკლდება მხოლოდ სამეცნიერო წრეებს, ის დააკლდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი და მისი ბედი ამ უსამართლო ყოფაში.