ზიგმუნტ ბაუმანი: რამდენიმე კომენტარი არასწორად დანახულ ომზე ტერორიზმთან

გთავაზობთ პოლონელი სოციოლოგის, ზიგმუნტ ბაუმანის ახლახანს გამოცემა “სოციალურ ევროპაზე” გამოქვეყნებული კიდევ ერთი წერილის თარგმანს. 

ზიგმუნტ ბაუმანი. პროფესორ-ემერიტუსი სოციოლოგიაში. ფოტო © gramscimania.info.ve
ზიგმუნტ ბაუმანი. პროფესორ-ემერიტუსი სოციოლოგიაში.
ფოტო © gramscimania.info.ve

ზიგმუნტ ბაუმანი გახლავთ პოლონელი სოციოლოგიის ემერიტუს-პროფესორი ლიდსის უნივერსიტეტში. მისი პოპულარული ნაშრომები ეხება მოდერნულობის, გლობალიზაციის, პოსტმოდერნიზმის ეთიკის, სოციალური მოძრაობების, უთანასწორობის, თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ელიტების კრიზისის კვლევას.

ინგლისურიდან თარგმნა რეზი ქოიავამ.

© European.ge

მიადგა თუ არა ბრიუსელში მომხდარი ბოლო ტერორისტული თავდასხმის შემდეგ „ევროპის გულს“ წარმატებული დარტყმა, როგორც ბევრმა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელმა (მაგალითად „ნიუ იორკ თაიმსის“ ყველაზე ავტორიტეტულმა და კითხვადმა მიმომხილველმა როჯერ კოენმა 22 მარტს გამოქვეყნებულ ნაწერებში) განაცხადა? თუ ჩვენ უნდა დავგმოთ და თავიდან ავიცილოთ ტერორისტების მიერ „დაფასებული“ აღნიშნული სიმბოლიზმი?

ეს „გული“, რომელსაც ტერორისტები სამიზნედ, თავდასხმის ობიექტად და უმთავრეს მიზნად ისახავენ არის ადგილები, სადაც სატელევიზიო კამერები მრავალრიცხოვანია. მუდამ ირგვლივ არის კორენსპონდენტები, რომელთაც სწყურიათ შოკისმომგვრელი სენსაციები რამდენიმე დღიანი მაღალი რეიტინგის მისაღებად. ათჯერ მეტ მოკლულ ადამიანს სადღაც კირჩხიბის ბილიკსა და მარტორქას რქას შორის (ანუ სომალში, იემენში ან მალიში) არასდროს ექნება ის სიძლიერის და მასშტაბურობის ეფექტი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია თავდასხმებს ნიუ-იორკში, მადრიდში, ლონდონში, პარიზში ან ბრიუსელში. სწორედ ამ ადგილებში იძენს ჩურჩული ქუხილის ძალას. წამიერად დანახარჯებს (თვითმფრინავის ბილეთი, კალაშნიკოვი, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ერთი ან რამდენიმე თავზეხელაღებულის ცხოვრება) გრანდიოზულობის მაძებარი სქემა უთმობს თავისუფალი სატელევიზიო ეთერის დაუსრულებელ საათებს, დღეებს და კვირეებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფეთქებების ახალ სერიებს ადგილობრივი მმართველები უკავშირებენ დემოკრატიულ ნორმებს, რომელიც მათ უნდა დაიცვან და რომლის განადგურებასაც ტერორისტები ესწრაფვიან.

ეს იყო გლობალური ტერორიზმის სტრატეგიის უმთავრესი პრინციპი თავიდანვე: აანალიზებენ რა საკუთარი შეზღუდული რესურსების უფერულობას, ისინი არ აპირებენ დაჟინება/მობილიზების მეთოდით დაუპირისპირდნენ საკუთარი მტრების შეუზღუდავ, თუმცა მაინც მოწყვლად და ამოწურვად რესურსებს. ტერორისტები სწრაფად და ჭკვიანურად სწავლობენ დიდი და მზარდი საჯაროობის ხელოვნებას და ნაკლები დანახარჯებით შიშის გავრცელების ეფექტის ჯადოქრობას. აქცენტის გულმოდგინებაზე გადატანა და ქმედება, რომლითაც მოწინააღმდეგე შეიზღუდება ან გადაწყვეტს დახმარება აღმოუჩინოს მათი სათამაშო სქემის გაკეთებასა და მოლოდინების განხორციელებაში.

ტერორისტები (ჩვენი დახმარებით!) ახერხებენ, რომ მათი ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტი მთელ ევროკავშირზე აისახოს. დღეს წარმატებული ტერორისტული აქტები არის ირონიული. შეიძლება ითქვას, რომ კავშირის წევრების გამაერთიანებელი ყველაზე ძლიერი ფაქტორები სხვადასხვა ნაგლეჯის შეკვრით ხდება. შიში, წარმოადგენს კედლის მშენებლობისთვის საჭირო მუდმივად მზარდი რესურსების წყაროს, უზრუნველყოფს უშიშროების ორგანოების მუდმივად მზარდ არმიებს, ყიდულობს და აფუნქციონირებს უფრო და უფრო ძვირადღირებულ ჯაშუშურ გაჯეტებს იმ იმედით, რომ რომელიმე შემდეგი ტერორისტული თავდასხმის მოგერიებას მოახდენს: ეს ეფექტი იგრძნობა არა მხოლოდ პირდაპირი თავდასხმის ადგილებში, არამედ შორეულ „მეორე დონის“ ევროპაშიც, რომლებზეც თავდასხმის რაციონალური მიზეზები ტერორისტებს არ გააჩნიათ.

ვიქტორ ორბანის ცნობილი ფრაზის „ყველა ტერორისტი იმიგრანტია“ საპირისპიროდ თითქმის ყველა ტერორისტი, რომელიც ევროპაში მოქმედებს, არის „შინ გაზრდილი“. ყველაზე ცბიერი, გამჭრიახი და აგრესიული დამგეგმავები, რომლებიც გეგმავენ ან ახორციელებენ წარმატებულ ტერორისტულ აქტებს საკუთარი სახლებიდან შორს, შეიძლება მხოლოდ საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ. მათი ქვეითების რეკრუტირება ხდება ღარიბი, დისკრიმინირებული, დამცირებული, გაბოროტებული და შურისმაძიებელი ახალგაზრდობისგან – ჩვენი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დახმარებით – მათი უიმედო მომავლის უგულებელყოფის გამო. მათი ჩაგვრის სახელმწიფოში ყოფნა აჩვენებს თუ როგორ ტრანსფორმირდება სოციალური პრობლემები უსაფრთხოების პრობლემებად, რომლებიც სამხედრო გადაწყვეტას მოითხოვენ. ეს არის ის პრინციპული მოვლენა, რაშიც ჩვენი ხელისუფლებები ტერორისტებთან კოოპერირებენ: მისდევენ თვალი თვალის წილ წესს. იმის სანაცვლოდ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რადიკალებთან მიმართებით მაღალი მორალური პოზიცია დავიჭიროთ, ჩვენ ვაფართოებთ რეკრუტირების სივრცეს, რომელშიც ტერორისტების მეთაურები მოქმედებენ.

ვერ ახერხებენ რა უზრუნველყონ საკუთარი თანამოაზრეები აზრიანი (ან არ სურთ ან უგულებელყოფენ ამას) ცხოვრებით, ისლამისტი ფუნდამენტალისტები მათ მეორე უმჯობეს (თუმცა სავარაუდო) რეცეპტს სთავაზობენ შელახული ადამიანური ღირსების და თვითშეფასების გადასარჩენად: აზრიან რეცეპტს. ბევრი (თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მუსლიმი მეზობლების სასახელოდ, რომ ის „ბევრი“ იყო და დღემდე რჩება უმნიშვნელო უმცირესობად მუსლიმებისა, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში დაიბადნენ და გაიზარდნენ) მისდევს ცდუნებას, რადგანაც მათ სცადეს ადამიანური ღირსების მოპოვების სხვა გზები და ისინი გაუვალად მიიჩნიეს.

ხშირად გაზეთების სათაურებში, სატელევიზიო სივრცეში მიწვეული ექსპერტების კომენტარებში, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში ვხვდებით განცხადებას, რომ ჩვენ ტერორიზმთან ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა „ომი ტერორიზმთან“ არის (მრავალ მიზეზთა გამო არც დრო და არც ადგილი გვაქვს რომ ის ამ სტატიაში ფართოდ განვიხილოთ) ოქსიმორონი. მიმდინარე ტერორისტულ თავდასხმებთან და მათზე ჩვენი პასუხებთან მიმართებით, თითქმის ყველა შემთხვევაში მეტაფორები საბრძოლო გამოცდილებასთან დაკავშირებით არის დამაბნეველი და მათ არასწორი მიმართულებით მივყავათ. ისინი მალავენ ამჟამინდელ მდგომარეობას და ხელს უშლიან მის გააზრებას. ყველაფერთან ერთად, სამბრძოლო მეტაფორების გამოყენება გლობალური ტერორიზმის პრობლემის გადასაჭრელად არაგონივრულია.

ომების უმრავლესობა ყოფს მებრძოლებს მოგებულებად და წაგებულებად, გამარჯვებულებად და დამარცხებულებად. შედეგად ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან შეუძლებელი კლასიფიცირდეს ომების კატეგორიაში. ამ ბრძოლიდან არცერთი მხარე (პროდუსერების და იარაღით მოვაჭრეების გარდა) ვერ გამოვა გამარჯვებული. გლობალური იარაღით ვაჭრობა – პრაქტიკაშიც და არა მხოლოდ თეორიაში სარგებლობს რა უფასო გასასვლელებით, მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდაზე დახარბებულ ხელისუფლებებთან შეკრული იარაღით მოვაჭრეების ცბიერებით, დედამიწას  დანაღმულ ველად აქცევს, რომელზე აფეთქებაც ნებისმიერი მოძრაობის დროს შეიძლება მოხდეს. ჩვენ კი არ ვიცით სად და როდის მოხდება ეს აფეთქება. იარაღი კრიმინალისთვის არის დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომი (და როგორც ანტონ ჩეხოვი ასახავდა თავის რეალისტურ პიესებში – „თუ პირველი აქტის დასაწყისში კედელზე იარაღი კიდია, იგი მესამე აქტის ბოლოს აუცილებლად გაისვრის“). სამიზნეების შერჩევა დიდწილად დამოკიდებულია იარაღის სახეობაზე ხელში. ინსტრუმენტალური რაციონალობის ლოგიკას თუ შევატრიალებთ („მითხარით რისთვის გამოიყენება ეს მოწყობილობა“; „მას შეუძლია ამის გაკეთება და ამიტომაც მე ამას გავაკეთებ!“), ახალი შესაძლებლობები, ვარიაციები თუ შანსები არჩევანისთვის ღია ქცევითი მოდელების შედარებითი მიმზიდველობის ხელახალი შეფასებისკენ არიან მიმართულნი. ის უფრო ამ შესაძლებლობათა სანდო გარდაქმნას/გადაფასებას ახდენს, ვიდრე იმ ქცევათა რიგისა, რომლებიც ხშირად შეირჩევა მოცემულ ალტერნატივებს შორის.

ჩვენი გლობალიზებული პლანეტის მასშტაბებში დანაღმული ველების განაღმვა (ან „წყალზე ციხესიმაგრის“ იდეა – კედლების აშენება და მიგრანტების „ჩვენს კარებებთან შეჩერება“) რთულად წარმოსადგენია ეფექტური გახდეს ახლო მომავალში. საპირისპიროდ, პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრა – ტერორის მოყვარულებისთვის და პრომოუტერებისთვის ჭარბი ფუფუნების წართმევა და იძულებით ან წაქეზებით იმ ადამიანთა რეკრუტირების ფართო ველის შეზღუდვა, რომლებიც იარაღს უსამართლო მიზნებისთვის იყენებენ – რაც არ უნდა ფანტასტიურად ჩანდეს, მაინც უფრო რეალისტურად ჟღერს.

ერთადერთი მიზეზი შიშის (იმედია მცირე) არის შესაძლებლობა, რომ ევროპა დატოვებს ღირებულებებს, რომლებზეც ის დგას და ტერორისტების აზროვნებისა და ქცევის კოდექსისკენ გადაიხრება. შედეგად იგი, ყველა მიზეზების და სურვილების გათვალისწინებით, მოკლავს ჭეშმარიტების, მორალურობის და მშვენიერების სახლს – ისევე როგორც თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეების სამშობლოს.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ