იანის ვარუფაკისი და დევიდ მაკუილიამსი: რაოდენობრივად გაზომვის ტირანიაზე

yanisaგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ ირლანდიელი ეკონომისტის, დევიდ მაკუილიამსის ინტერვიუს ნაწყვეტს ცნობილ ბერძენ ეკონომისტთან, იანის ვარუფაკისთან.

დევიდ მაკუილიამსი გახლავთ ცნობილი ირლანდიელი ეკონომისტი, ჟურნალისტი და მწერალი. ის დუბლინის უნივერსიტეტის, ტრინიტის კოლეჯის ბიზნესკოლის საფაკულტეტო საბჭოს წევრია. ის მუშაობდა ეკონომისტად ირლანდიის ეროვნულ ბანკში, შვეიცარიის გლობალურ საფინანსო კომპანია UBS-სა და ფრანგულ მულტინაციონალურ ბანკ “პარიზის ეროვნულ ბანკში“. მას დაწერილი აქვს 4 წიგნი: The Pope’s Children (2005); The Generation Game (2008); Follow the Money (2009) და The Good Room (2012). ის მიიჩნევა იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ირლანდიელ ეკონომისტს შორის, რომელთაც იწინასწარმეტყველეს 1990-იანების ბუმი ირლანდიის ეკონომიკაში და საუბრობდნენ საკუთრებაზე ფასების ბუშტზე, რომელიც წარმოიქმნა 2000-2007 წლებში და გასკდა.

© European.ge

დევიდ მაკუილიამსი: “მინდა ყველაფრის რაოდენობრივად გაზომვის ტირანიაზე გკითხოთ, თანამედროვე ბიზნესი მუდმივად სულს უხუთავს მეოცნებეებს, ხელოვანებს. ისინი ფიქრობენ, რომ რაიმე იდეას ხორცს შეასხამენ, მაგრამ ბიზნესი მოდის და ეუბნება მათ, ჩვენ შენს ოცნებებს რაოდენობრივად გავზომავთ და ამით დაგახრჩობთ.”

იანის ვარუფაკისი: “ზუსტად ეს ხედვა ჰქონდა იმ ეკონომისტს, რომელიც რაოდენობრივი გაზომვის კონცეფციაზეა პასუხისმგებელი – ალფრედ მარშალს. ის თავად იძლეოდა გაფრთხილებას: თუკი, ჩვენს თავს ნებას დავრთავთ დავთვალოთ ისეთი რამეები, რისი დათვლაც შეუძლებელია, რადგან ისინი თვისობრივია თავისი არსით, იქმნება საფრთხე იმისა, რომ საბოლოოდ ამით ყველაფერს რაც რაოდენობირვად დათვლადია არაპროპორციულად დიდ წონას მივანიჭებთ, ხოლო თვისობრივი მახასიათებლის მატარებელ მოვლენებს დავაკნინებთ. ეს სასაცილოა, ირონიაა.”

დევიდ მაკუილიამსი: “ზუსტად ესაა ირონია, როგორც აინშტაინი ამბობდა, არ არის აუცილებლი რომ ყველაფერი რისი გაზომვაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს, ისევე როგორც ყველაფერი რაც მნიშნველოვანია არ არის აუცილებელად გაზომვადი.”

► აღნიშნულ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ ანთროპოლოგ დევიდ სლოან უილსონის წერილი: “Failed Economics: Tyranny of Mathematics and Enslaved by the Wrong Theory.”


– ტრანსკრიპტი მოამზადა შოთა თხელიძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ