მედია და ძალაუფლება

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ ეკონომისტ რობერტ ჯონსონის ინტერვიუს brownკალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) პოლიტიკური მეცნიერების პროფესორთან ვენდი ბრაუნთან. მისი პროფესიული ინტერესის სფეროა პოლიტიკური თეორიის ისტორია, კრიტიკული სოციალური თეორია და თანამედროვე კაპიტალიზმთან დაკავშირებული თეორიები. ის ცნობილია მარქსის, ნიჩშეს, ვებერის, ფროიდის, ფრანკფურტის სკოლის თეორეტიკოსების, ფუკოსა და თანამედროვე კონტინენტური ფილოსოფოსების კომენტირებით.

მან პოლიტიკურ ფილოსოფიაში დოქტორის ხარისხი მიიღო პრინსტონის უნვერსიტეტში (1983). ბერკლიში მოსვლამდე (1999), ის ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტსა (სანტა კრუზი) და უილიამსის კოლეჯში. მისი გახმაურებული წიგნებია: “Undoing the Demos: Neoliberalism’s Stealth Revolution” (MIT Press, 2015), “Walled States, Waning Sovereignty” (Zone Books, 2010) და “Politics Out of History” (Princeton University Press, 2001).

© European.ge

  • რობ ჯონსონი: საჯარო პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ყველანი გაურკვევლობაში ვართ იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნება ხვალ. ჩვენ ყველანი დამოკიდებულნი ვართ ინფორმაციის წყაროებზე, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მედია. მაგრამ, მედია მეტწილად ორგანიზებულია ისე, როგორც კერძო სექტორი. რა ეფექტს ახდენს ეს ყველაფერი მთელ საჯარო პროცესებზე? როგორ აფასებთ ამ სიტუაციას.

ვენდი ბრაუნი: ძალიან კარგი შეკითხვაა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ კერძო მედია სექტორის 90% იმართება 6 დიდი კორპორაციის მიერ. შესაბამისად, რწმენა იმისა, რომ ჩვენ ასე თუ ისე გაგვაჩნია თავისუფალი პრესა, დამოუკიდებელი მედია, მედია რომელიც არაა ინვესტირებული ეკონომიკური მიზნით, და კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკების განსახორციელებლად, მორიგი ყალბი რწმენაა. ასე რომ, როდესაც გაქვს უკიდერუსად კორპორატიული მედია, კერძო მფლობელობაში მყოფი და ფინანსურად ძალზე მომგებიანი, ამასთანავე, როდესაც მის მფლობელებს იოლად შეუძლიათ კანონმდებლობაზე გავლენა, მისი ყიდვაც კი, ასევე როდესაც აღმასრულებელ დირექტორებს უწევთ ურთიერთობა უზარმაზარ ფინანსურ კონტრიბუციებთან, ბუნებრივია ეს ყველაფერი….

  • რ.ჯ.: ასევე საგულისხმოა ის, რომ ჩვენ გვყავს პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ ფინანსების მოზიდვას, რათა არჩეულები იქნენ თანამდებობებზე და შემდგომ უკვე მათ უწევთ ამ მედია არხებისა და კავშირების გაძლიერება და ხელშეწყობა.

ვ.ბ.: ამას დამატებული ის გარემოებაც, რომ როდესაც კერძო ლობისტურ კომპანიებში გადაბარგებული გადამდგარი კონგრესმენების რიცხვი მუდმივად იზრდება, მაგალითად ახლა ასეთი კონგრესმენების 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რას იღებ შედეგად? შედეგად იღებ ძირგამოთხრილ დემოკრატიას. რადგან აღარ გაქვს მთავარი პრინციპები: დამოუკიდებელი აღმასრულებელი, დამოუკიდებელი კონგრესი, ანუ კანონმდებლობა, დამოუკიდებელი პრესა. რა თქმა უნდა, ჩვენ არც კი შევხებივართ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს. რა გამოდის? გავაერთიანოთ ეს ყველაფერი და შედეგად ვიღებთ “დემოს“-ისა და „კრატია“-ს დეზინტეგრაციას – დემოკრატიის ფუნდამენტების რღვევას. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლების ანგარიშვალდებულება მოქალაქებიის წინაშე გაქრა, აღარ არსებობს. ისინი მხოლოდ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.

მედიის ანგარიშვალდებულება ჭეშმარიტების წინაშე გაქრა, აღარ არსებობს.

იხილეთ ინტერვიუს აღნიშნული ნაწილი:

წყარო: Institute for New Economic Thinking

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ