უთანასწორობის შემცირება: განვითარებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტური პირობა

Kateartikel

 

► ავტორი: ქეით პიკეტი  – ბრიტანელი ეპიდემიოლოგისტი, New York University-ს  პროფესორი ჯანდაცვის მეცნიერებებში. ის თანაავტორია 2009 წელს გამოცემული წიგნისა “The Spirit Level: Why More Equal Societies Almost Always Do Better“, რის შემდეგაც, Richard G. Wilkinson-თან ერთად დააარსა კამპანია “Equality Trust“,  რომელიც ბრიტანეთში საშემოსავლო უთანასწორობის შემცირებას ეძღვნება. 

► თარგმნა სოსო ჭაუჭიძემ 

► სტატია პირველად გამოქვეყნდა  2014 წელს,  Journal For A Progressive Economy – ზე.

► სტატია თარგმნილია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში.

 © European.ge

უთანასწორობა 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების ცენტრალურ საკითხად იქცა. შემოსავლისა და დოვლათის უთანასწორობა ეკონომიკურ არასტაბილურობას, ჯანმრთელობისა და სოციალურ პრობლემებს იწვევს. ამასთან, იგი დაბრკოლებას უქმნის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართულ სტრატეგიებსა და ქცევას. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა საზოგადოებრივ ქსოვილს აზიანებს, სოციალურ მთლიანობას ძირს უთხრის და სახელმწიფოებს, საზოგადოებებსა და ინდივიდებს კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს.

უთანასწორობის გავლენა

სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა სოციალური იერარქიის, სტატუსის, კლასის გავლენასა და ძალაუფლებას ზრდის. შედეგად სოციალური კიბის შედარებით ქვედა საფეხურებისთვის – მაგალითად, ღარიბი უბნებისთვის – დამახასიათებელი პრობლემების გრძელი წყება –  მდიდრებსა და ღარიბებს შორის შემოსავლის უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლის მქონე საზოგადოებებში გაცილებით  ხშირად იჩენს თავს.ineq1

მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორობის გავლენა სოციალური კიბის დაბალი საფეხურებისთვის უფრო მტკივნეულია, შედეგები უარესდება მათთვისაც, ვინც კიბის მაღალ საფეხურებს იკავებს, რადგან ეს უკანასკნელი საზოგადოების მთლიან ქსოვილს შლის – ამძაფრებს რა სოციალური დაყოფას, სტატუსის თანმდევ დაუცველობასა და კონკურენციას. მართლაც, სწორედ იმიტომ, რომ უთანასწორობას გავლენა აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე – და არა მხოლოდ ღარიბებზე – მეტ-ნაკლებად თანასწორი საზოგადოებების მიღწევებთან შედარებით განსხვავებები თვალში საცემია. განსხვავებათა შკალა ერთი (ჯანდაცვისა თუ სოციალური) პრობლემიდან მეორეზე ინაცვლებს, მაგრამ ეს პრობლემები  შედარებით უთანასწორო ქვეყნებში 2–ჯერ, ხანდახან 10-ჯერ უფრო ხშირია.

მიუხედავად იმისა, რომ მდიდარ, განვითარებულ ქვეყნებში შემოსავლების უთანასწორობას ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ინდიკატორებს უკავშირებენ,  საშუალო შემოსავლის (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) დონეებთან მიმართებით იმავე ნაბიჯს არ დგამენ. უთანასწორობის შემცირება ამ ქვეყნებისთვის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. განვითარებად და ახლად წარმოქმნილ ეკონომიკებში როგორც მეტი თანასწორობა, ისე ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება, არსებითად, საჭიროა მოსახლეობის უკეთესი მომავლისთვის.

მტკიცებულებათა ვრცელი და საყოველთაოდ აღიარებული კორპუსი აჩვენებს, რომ ქვეყნებისათვის შემოსავლის უთანასწორობის მაღალი მაჩვენებელი საზიანოა. ანალიზი მოიცავს სექციათა შორის კვლევასა და შემოსავლის განაწილების დინამიკას დროში. არსებობს მტკიცებულებათა განსაკუთრებით ვრცელი სია, რომელიც გაზრდილ უთანასწორობას პოპულაციის ჯანმრთელობის გაუარესებასთან აკავშირებს. ასობით კვლევა აჩვენებს, რომ შედარებით თანასწორ საზოგადოებებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ხოლო სიკვდილიანობა – დაბალი. ბავშვთა სიკვდილიანობა, მენტალური დაავადებები და ჭარბწონიანობა შედარებით უთანასწორო საზოგადოებებში 2-4-ჯერ უფრო მაღალია. უთანასწორობასთან გაღრმავების პარალელურად იზრდება შიდსის გავრცელების არეალი.

ამას გარდა, არსებობს არსებითი მტკიცებულება, რომელიც თანასწორობის მაღალ ნიშნულს საზოგადოებებს შიგნით გაუმჯობესებულ სოციალურ ურთიერთობებს უკავშირებს – სოციალური ერთსულოვნების დონე, რაშიც  ნდობა და სოციალური  კაპიტალიც იგულისხმება, შედარებით თანასწორ ქვეყნებში უფრო მაღალია; უკეთესია ქალთა სტატუსი და თანასწორუფლებიანობა; საკუთრების ხელყოფის, კრიმინალისა და ძალადობის – განსაკუთრებით მკვლელობის – შემთხვევები შემოსავლის უთანასწორობის გაღრმავებასთან ერთად უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.

უთანასწორობა ადამიანური კაპიტალისა და პოტენციალის გაფლანგვაშიც დამნაშავეა. UNICEF-ის მიხედვით, ბავშვთა კეთილდღეობის ინდექსი შედარებით თანასწორ საზოგადოებებში საგრძნობლად მაღალია; მაღალია განათლების დონე და ახალგზარდებიც ნაკლებად ეთიშებიან განათლების, დასაქმებისა და გადამზადების სისტემებს; მცირეა მოზარდი დედების რიცხვი. აღსანიშნავია, რომ სოციალური მობილობა უთანასწორო ქვეყნებში შეზღუდულია – შესაძლელობის თანასწორობას ფორმას მიღებული შედეგის თანასწორობა აძლევს.

გარდა ჯანმრთელობისა და სოციალურ შედეგებზე გავლენისა, მეტი თანასწორობა ეკონომიკურ პროგრესსა და სტაბილურობასაც უკავშირდება. შემოსავლის უთანასწორობა სიღარიბის შემცირებასა და, მაშასადამე, განვითარებას აფერხებს. როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში, უთანასწორობა მჭიდროდ უკავშირდება ეკონომიკური ექსპანსიის მოკლევადიან ეპიზოდებსა და გრძელვადიან რეჟიმში ზრდის შენელებას, აგრეთვე აღზევება-დაცემის (boom-and-bust) მტკივნეულ ციკლებს, რომლებიც ეკონომიკას კრიზისისადმი უფრო და უფრო მოწყვლადსა და არამდგრადს ხდიან. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) იუწყება, უთანასწორობის შემცირება და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა შესაძლოა, “ერთი და იმავე მონეტის ორი მხარე” იყოს.

მეტ თანასწორობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მდგრად ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის აუცილებლობის ჩვენებაშიც. უთანასწორობა სტატუსზე კონკურენციას ამძაფრებს, რაც კერძო ვალსა და კონსუმერიზმს ახალისებს. კონსუმერიზმი კი, რასაკვირველია, მდგრადი განვითარების მთავარი მტერია. ძლიერი საზოგადოებრივი ცხოვრება შედარებით თანასწორ საზოგადოებებში იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანები საერთო სიკეთეზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი – მეტს გადაამუშავებენ, მეტს ხარჯავენ ჰუმანიტარულ დახმარებაში, პოზიციებს იუმჯობესებენ გლობალური მშვიდობის ინდექსში, ხოლო ბიზნეს-ლიდერები უფრო მეტად ითვალისწინებენ გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციებს.

უთანასწორობის შემცირება

შემოსავლის უთანასწორობის შემცირება  სიმდიდრის გადანაწილების, გადასახადებისა და ბენეფიტების შემოღების მეშვეობით, ანდა დაბეგვრამდელი შემოსავლის (pre-tax income) უთანასწორობის აღმოფხვრით შეგვიძლია. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საზოგადოებებისთვის ორივე ზემოთ ხსენებული მეთოდი ხელსაყრელია.

ზოგადად, საგადასახადო განაკვეთის ყველაზე მაღალი ნიშნული, რომელიც 1970-იან წლებში,  აშშ-ის ჩათვლით, ბევრ ქვეყანაში 80 პროცენტს აჭარბებდა, დრამატულად დაეცა. თუმცა პროგრესული გადასახადების აღდგენისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. ამ კუთხით, არსებითია საგადასახადო თავშესაფრებთან (tax havens)  და სხვა მეთოდებთან გამკლავება, რომელთაც მდიდარი ინდივიდები და დიდი კომპანიები იყენებენ გადასახადების თავიდან ასარიდებლად. საგადასახადო თავშესაფრებზე განვითარებადი ქვეყნების მიერ დახარჯული ფული განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული საერთაშორისო დახმარების მთლიან ხარჯს აღემატება. ეს არა მხოლოდ გლობალურ უთანასწორობას აღრმავებს, არამედ იმასაც ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლის მქონე გადასახადების გადამხდელებმა საზოგადოებრივი დანახარჯის უფრო დიდი ნაწილი უნდა დააფინანსონ. ბევრ ქვეყანაში დაბეგვრამ დოვლათის გადანაწილების ფუნქცია დაკარგა.

ეკონომიკური დემოკრატიის ისეთი ფორმები, როგორებიცაა თანამშრომელთა საკუთრება, დასაქმებულთა წარმომადგენლობა ბორდებში, საზიარო საკუთრება, თანამფლობელობა და კოოპერატივები, შემოსავლის უთანასწორობას ამცირებენ და თანასწორობას საზოგადოების განუყოფელ ნაწილად აქცევენ. ზემოთ ხსენებული ფორმები შედარებით გრძელვადიანი კულტურული ცვლილებებია, რომლებსაც საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები წაახალისებენ. ბიზნეს-ინსტიტუციის ამგვარი ფორმები საზოგადოებრივი ცხოვრების, შედარებით, სტაბილურ საფუძველს ამზადებენ და ეთიკური თვალსაზრისითაც წარმატებულად მუშაობენ.

პროგრესის ათვლა

მას შემდეგ, რაც უთანასწორობის შედეგებს გავიაზრებთ, ნათლად გამოჩნდება, რომ არა მხოლოდ მისი მონიტორინგით, არამედ მისი შემცირების რეალისტური, მაგრამ ამავდროულად გამბედავი გზების მოძებნით უნდა დავკავდეთ. 2015 წლის შემდგომი განვითარების ჩარჩოს საკვანძო ამოცანა და მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნებში უთანასწორობის აღმოფხვრა უნდა გახდეს. ამ ჩარჩოში უნდა მოექცეს უთანასწორობის შემცირების უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც შემოსავლის უთანასწორობასაც მოიცავს. ეს უკანასკნელი უნდა დაემატოს იმ დამოუკიდებელ ინდიკატორებსა და ყველა სხვა მიზანს, რათა განვითარების საერთო ამოცანებში სამართლიანი პროგრესი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გავრცელდეს.

უთანასწორობის სამიზნე შემოსავლის განაწილების “პალმას თანაფარდობას” უნდა დაეფუძნოს, რომლის მიხედვითაც პოპულაციის უმდიდრესი 10 პროცენტის შემოსავლები უღარიბესი 40 პროცენტის შემოსავლებს არ უნდა აღემატებოდეს. შედარებით თანასწორ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა 1 ან უფრო ნაკლები უნდა იყოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ზედა 10 პროცენტი ეროვნული შემოსავლიდან იმაზე მეტს არ იღებს, რამდენსაც ქვედა 40 პროცენტი. შედარებით უთანასწორო საზოგადოებაში თანაფარდობა 7-საც შეიძლება გაუტოლდეს. პოტენციური სამიზნე 2030 წლისთვის 2010 წლის მონაცემებთან შედარებით “პალმას თანაფარდობის” განახევრება და პალმას გლობალური თანაფარდობის დრამატული შემცირება (დღესდღეობით მოცემული თანაფარდობა 32-ს უტოლდება)  შეიძლება იყოს.

უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრის ამგვარი პრიორიტეტიზაცია საშუალებას მოგვცემს, ეკონომიკისა და განვითარების სტრატეგიები ჭეშმარიტად ინკლუზიურები გახდნენ და ადამიანის პროგრესი მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობისკენ მიმართონ.

►  პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრს“. მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გამოყენებული ლიტერატურა

Wilkinson RG, Pickett K. The Spirit Level: Why Equality is Better for Everyone. London: Penguin, 2010.
2. Wilkinson RG, Pickett KE. Income inequality and social dysfunction. Annu Rev Sociol2009;35:493-512.
3. Wilkinson RG, Pickett KE. Income inequality and population health: A review and explanation of the evidence. Soc Sci Med 2006;62(7):1768-84.
4. Wilkinson RG, Pickett KE. The problems of relative deprivation: Why some societies do better than others. Soc Sci Med 2007;65(9):1965-78.
5. Babones SJ. Income inequality and population health: Correlation and causality. Soc Sci Med 2008;66(7):1614-26.
6. De Vogli R, Mistry R, Gnesotto R, Cornia GA. Has the relation between income inequality and life expectancy disappeared? Evidence from Italy and top industrialised countries. J Epidemiol Community Health 2005;59(2):158-62.
7. Kondo N, Sembajwe G, Kawachi I, van Dam RM, Subramanian SV, Yamagata Z. Income inequality, mortality, and self rated health: meta-analysis of multilevel studies. BMJ2009;339:b4471.
8. Ram R. Further examination of the cross-country association between income inequality and population health. Soc Sci Med 2006;62(3):779-91.
9. Subramanian SV, Kawachi I. Income inequality and health: what have we learned so far? Epidemiol Rev 2004;26:78-91.
10. Hales S, Howden-Chapman P, Salmond C, Woodward A, Mackenbach J. National infant mortality rates in relation to gross national product and distribution of income. Lancet1999;354(9195):2047.
11. Pickett KE, Wilkinson RG. Inequality: an underacknowledged source of mental illness and distress. Br J Psychiatry 2010;197:426-8.
12. Offer A, Pechey R, Ulijaszek S. Insecurity, inequality, and obesity in affluent societies: Oxford University Press, 2012.
13. Pickett KE, Kelly S, Brunner E, Lobstein T, Wilkinson RG. Wider income gaps, wider waistbands? An ecological study of obesity and income inequality. J Epidemiol Community Health 2005;59(8):670-4.
14. Drain PK, Smith JS, Hughes JP, Halperin DT, Holmes KK. Correlates of National HIV Seroprevalence: An Ecologic Analysis of 122 Developing Countries. J Acquir Immune Defic Syndr 2004;35(4):407-20.
15. Over M. The effects of societal variables on urban rates of HIV infection in developing countries: An exploratory analysis. Confronting AIDS: Evidence from the Developing World. Brussels and Washington, DC: European Commission and World Bank 1998.
16. Elgar FJ. Income inequality, trust, and population health in 33 countries. Am J Public Health 2010;100(11):2311-5.
17. Elgar FJ, Aitken N. Income inequality, trust and homicide in 33 countries. Eur J Public Health 2011;21(2):241-6.
18. Kawachi I, Kennedy BP, Lochner K, Prothrow-Stith D. Social capital, income inequality, and mortality. Am J Public Health 1997;87(9):1491-8.
19. Rothstein B, Uslaner E. All for all: Equality, corruption and social trust. World Politics2005;58:41-72.
20. Uslaner E. The moral foundations of trust. Cambridge: Cambridge University Press, 2002.
21. Kawachi I, Kennedy BP, Gupta V, Prothrow-Stith D. Women’s status and the health of women and men: a view from the States. Soc Sci Med 1999;48(1):21-32.

  1. Daly M, Wilson M, Vasdev S. Income inequality and homicide rates in Canada and the United States. Canadian Journal of Public Health-Revue canadienne de criminalogie2001;43(2):219-36.
  2. Elgar FJ, Pickett KE, Pickett W, Craig W, Molcho M, Hurrelmann K, et al. School bullying, homicide and income inequality: a cross-national pooled time series analysis. International journal of public health 2013;58(2):237-45.
    24. Krahn H, Hartnagel TF, Gartrell JW. Income inequality and homicide rates: Cross-national data and criminalogocal theories. The Sociological Quarterly 1986;17:303-13.
    25. Fajnzylber P, Lederman D, Loayza N. Inequality and violent crime. Journal of Law and Economics 2002;45:1-40.
    26. Hsieh C-C, Pugh MD. Poverty, income inequality, and violent crime: A meta-analysis of recent aggregate data studies. Criminal Justice Review 1993;18:182-202.
    27. Rufrancos H, Power M, Pickett KE, Wilkinson R. Income Inequality and Crime: A Review and explanation of the time–series evidence. Criminology and Sociology in press.
    28. Pickett KE, Wilkinson RG. Child wellbeing and income inequality in rich societies: ecological cross sectional study. Bmj 2007;335:1080-,.
    29. Siddiqi A, Kawachi I, Berkman L, Subramanian SV, Hertzman C. Variation of socioeconomic gradients in children’s developmental health across advanced Capitalist societies: analysis of 22 OECD nations. Int J Health Serv 2007;37(1):63-87.
    30. Blanden J. How Much Can We Learn From International Comparisons of Intergenerational Mobility? London: Centre for the Economics of Education, 2009.
    31. Wade RH. Is globalization reducing poverty and inequality? World Development2004;32(4):567-89.
    32. Edward P, Sumner A. The Future of Global Poverty in a Multi-Speed World: Mimeo, 2013.
    33. Berg A, Ostry JD. Inequality and Unsustainable Growth: Two Sides of the Same Coin?: International Monetary Fund, 2013.
    34. Stiglitz JE. The price of inequality: How today’s divided society endangers our future: WW Norton & Company, 2012.
    35. Frank RH. Falling behind: how rising inequality harms the middle class. Berkeley, CA: University of California Press, 2007.
    36. Frank RH, Levine AS. Expenditure cascades. Cornell University mimeograph. Ithaca: Cornall University, 2005.
    37. Kasser T, Ryan RM. A dark side of the American dream: correlates of financial success as a central life aspiration. J Pers Soc Psychol 1993;65(2):410-22.
    38. Iacoviello M. Household Debt and Income Inequality, 1963–2003. Journal of Money, Credit and Banking 2008;40(5):929-65.
    39. Wilkinson RG, Pickett KE, De Vogli R. Equality, sustainability, and quality of life. BMJ2010;341:c5816.
    40. Henry JS. The price of offshore revisited. Tax Justice Network: http://www.taxjustice.net/cms/front_content.php?idcat=148, 2012.
    41. Shaxson N. Treasure islands: tax havens and the men who stole the world. London: Bodley Head, 2011.
    42. Pickett K, et al. Letter to the UN High Level Panel. Available online: http://post2015.org/2013/03/21/letter-from-leading-academics-addressed-to-high-level-panel-says-put-inequality-at-the-heart-of-post-2015/, 2013.
    43. Palma JG. Homogeneous Middles vs. Heterogeneous Tails, and the End of the ‘Inverted‐U’: It’s All About the Share of the Rich. Development and Change 2011;42(1):87-153.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ